“ყველაზე დიდი ფასეულობა ისაა, როცა ერთი ადამიანი ზრუნავს მეორეზე”

0

გიყვარდეთ ახლობლები და ისინიც გადაგიხდიან ამავე გრძნობით. შთააგონეთ ისინი და ისინიც შთაგაგონებენ.

არ დატოვოთ წვრილმანები უყურადღებოდ, რადგან ჩვენი ცხოვრება სწორედ მათგან შედგება. როცა მამაჩემი ცოცხალი იყო, მოგზაურობიდან ხშირად ვურეკავდი. დილაობით იგი ფერმერებთან საუზმობდა. ის აიდახოს შტატის ჩრდილო-დასავლეთით პატარა შტატში ცხოვრობდა.

თუ ისრაელში ვიყავი, შუაღამეზე ვდგებოდი და მას ვურეკავდი, ეს მხოლოდ 5-10 წუთს მართმევდა. მე ვეუბნებოდი მას:

„მამა, მე ისრაელში ვარ.“

ის მეტყოდა:

„ისრაელში?! შვილო, რა ამბებია ისრაელში?“ – ის ხმამაღლა საუბრობდა, რომ ყველას გაეგონა, რომ მისი შვილი ისრაელიდან ურეკავდა. მე მსგავს რამე ვეუბნებოდი:

„მამა, გუშინ საღამოს მათ სახურავზე ვარსკვლავების ნათების ქვეშ მიღება მომიწყვეს!“

„შვილო, მიღება ვარსკვლავების ქვეშ?!“ ამის შემდეგ ყველამ იცოდა, რომ მას შვილმა ისრაელიდან დაურეკა. ამას 5-10 წუთი სჭირდება, მაგრამ ამით ხომ მე განსაკუთრებული დღე ვაჩუქე მამაჩემს.

თუ მამა, შინიდან გასვლისას, ლოყაზე ქალიშვილის კოცნას გრძნობს, ეს მას განსაკუთრებულ ძალას აძლევს. თუ ქმარი შინიდან გამოდის და საყვარელი ცოლის მოხვეულ მკლავებს გრძნობს, მაშინ იგი მთელი დღე კმაყოფილია. ეს ადამიანებს ამხნევებს და თვითრწმენას უმტკიცებს.

ასე რომ ხელიდან ნუ გაუშვებთ ამ შესაძლებლობას. ეს ყველაზე დიდი ფასეულობაა.

ერთმა ბრძენმა თქვა: „ცხოვრებაში ბევრი ფასეულობაა, მაგრამ ყველაზე დიდი ფასეულობა ისაა, როცა ერთი ადამიანი ზრუნავს მეორეზე.“ სიყვარულზე დიდი ფასეულობა არაფერია. სჯობს კარავში ცხოვრობდე საყვარელ ადამიანთან ერთად, ვიდრე ფეშენებლურ ბინაში მარტო. როცა ერთი ადამიანი ზრუნავს მეორეზე – ეს ყველაზე დიდი ღირებულებაა ცხოვრებაში. ასე რომ დარწმუნდით, რომ გახსოვთ, თუ რატომ აკეთებთ იმას, რასაც აკეთებთ.

ჯიმ რონი

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply