ყველაზე დიდი სასჯელი ბოროტის მსურველთათვის

6

სანამ ამ სტატიის წაკითხვას დაიწყებთ, გაიხსენეთ, რამდენმა ადამიანმა გაწყენინათ, რამდენთან გაქვთ კონფლიქტი, ან უკვე გაწყვიტეთ ურთიერთობა?

თუკი საკუთარი თავისთვის ამ შეკითხვის დასმის შემდეგ თქვენს გონებაში კონკრეტული პიროვნებები ამოტივტივდნენ, ეს იმას ნიშნავს, რომ ტექსტი ბოლომდე უნდა წაიკითხოთ.

პატიებას იმდენად საოცარი ეფექტი გააჩნია, რომ შეგიძლიათ დასჯის მეთოდად გამოიყენოთ. მაგალითისთვის, ჩემივე მოთხრობიდან მინდა მოგიყვანოთ ციტატა. როდესაც ეს ფრაზა გამოვაქვეყნე, ბევრმა ადამიანმა მითხრა, რომ დაეხმარა ადამიანებთან ურთიერთობაში. ამ ფრაზის გაცნობიერება მეც დამეხმარა და მეხმარება დღემდე. იმედი მაქვს, თქვენც გაგიადვილებთ ურთიერთობებს: ” მე ყველას ყველაფერი ვაპატიე, რადგან ერთადრთი კარგი თვისება, რაც ყოველთვის გამაჩნდა, პატიების უნარია. ამას შენც გირჩევდი, რადგანაც ეს არის ადამიანის დასჯის ყველაზე მწარე ხერხი და ყველაზე სასტიკი განაჩენი, რომელიც კი შეიძლება მას გამოუტანო. შენ თვითონ წარმოიდგინე, რა იქნება, თუკი იჩხუბებ ადამიანთან და მეორე დღეს ისე მშვიდად გაუღიმებ, თითქოს არაფერი მომხდარა. აი, მაშინ კი კარგად უნდა დააკვირდე მის სახეს! ეს იქნება გაოცებისა და სინანულის ნაზავი შეღებილი სირცხვილისფრად. მერე კი ცოტა საკუთარ თავსა და გრძნობებსაც ჩაუფიქრდი.

ოჰ, რა თავისუფლად და ბედნიერად იგრძნობ თავს. დიახ, ეს ისეთი სიამოვნებაა, თვით ომში გამარჯვება რომ მოგანიჭებდა, რადგან პატიება და შერიგებაც გამარჯვებაა. გამარჯვება მეტოქეზე, საკუთარ თავსა და სურვილებზე.”

არ აქვს მნიშვნელობა ვინ და რა დაგიშავათ. თუ გსურთ დასაჯოთ, უბრალოდ – აპატიეთ! ადამიანები ჩხუბის შემდეგ არ ელოდებიან ასეთ დამოკიდებულებას. თქვენი ასეთი საქციელი მათში ჯერ დაბნეულობას, ხოლო შემდეგ – სირცხვილს იწვევს. ისინი თუნდაც გაუცნობიერებლად გრძნობენ, რომ იმაზე კარგი გააკეთეთ, ვიდრე – იმსახურებდნენ.

თუ არ გჯერათ – სცადეთ…

იმედი მაქვს, ეს სტატია და პატიების ეფექტი ადამიანებთან ურთიერთობაში დაგეხმარებთ.

გაზიარება:

დააფიქსირეთ თქვენი აზრი:

Loading Facebook Comments ...

Discussion6 კომენტარი

  1. პატიებია ძალიან კარგი თვისებაა, მაგრამ სამწუხაროდ ყველა ასე არ ფიქრობს, როგორც ზემოთ არის მოხსენებული… უფრო ხშირად ფიქრობენ, რომ შეუძლიათ ისევ გატკინონ გული. ან კიდევ უფრო უარესი: რადგან შენ ასე მოიქეცი, ანუ აპატიე და ჩვეულებრივად გააგრძელე მასთან უერთიერთობა, ფიქრობენ, ესეიგი თვითონ ხარ შენ დამნაშავე და არა ის თავად. შეიძლება ასეც იყოს, მაგრამ აქვე მინდა ავღნიშნო, რომ არ არსებობს ერთი დამნაშავე და მეორე უდანაშაულო….. გაურკვეველ არასასიამოვნო ურთიერთობაში ან ორივე დამნაშავეა ან ორივე მართალი. და საერთოდ როცა ჩვენს ცხოვრებაში რაღაც ხდება არასასიამოვნო თუ სასიამოვნო და ჩვენ ამაზე ვრეაგირებთ, გვიხაროდეს……. 🙂 ესეიგი ჩვენ ცოცხლები ვართ. შემთხვევით არაფერი არ ხდება. ესეიგი ამით სამყარო რაღაცას გვკარნახობს, გვასწავლის და ჩვენც ნელნელა ვიზრდებით….. ეს ცხოვრებააა და ჩვენ კავშირში ვართ როგორც სამყაროსთან, ასევე ერთმანეთთან…….. სტატია ძალიან კარგი იყო (y)

  2. patieba ratqmayunda unda shegvezlos magram..zogs rom patiob tavi martali hqonia da mere uares giketebs..amitom sjobs shen apatio da im adamiantan gawyvito urtiertoba..me mqonia iseti shemtxveva rom vapatie mere uaresi siborote gamiketa..ar vetanxmebi im azrs rom roca ori adamiani kamatobs orive damnashaveao…roca adamiani sheugnebelia da ver xvdeba tavis danashauls imas racraunda apatio mainc igives gaaketebs..amitom yvelaze kargi gamosavalia shen apatie da samartali ufals miande….

  3. მიუტევე აპატიე შეუნდე და გაიარე…… შენ მიზნისთვის იშრომე…. ვინ როგორ გაიგებს და მიიღებს დაიკიდე…. მთავარია რომ შენ მიუტევე და მის მიმართ არ გაგაჩნია სიძულვილი გაბრაზება და ბლა ბლა ბლა…. მთავარია განთავისუფლდე იმისგან რაც შენში არააა…..

  4. თუთაშხიასი არ აყოს ვცადე მე ეგ ბევრჯერ ხავ გამოვიდა მასე ხან არა,ზოგიერთი ვერ ხვდება რომ აპატიე.ისე მაინც პატიება ჯობია,შენ თვიტინ თავისუფლდები

კომენტარის დატოვება



ბიზნეს ტრენერი