ღმერთი ყოველ წელს თავიდან ხატავს სამყაროს – რამდენიმე უბრალო გამონათქვამი …

0

ადამიანის გონება

ჩვენ შეგვიძლია საერთოდ არ გადავუღოთ სურათები ჩვენს ცხოვრებას,რადგან ადამიანის გონება ყველაზე უკეთესად იმახსოვრებს ჩვენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან კადრებს. ესმის ჩვენი გულის ძგერა,ჩვენი განცდები.სწორედ ამიტომ არის,როდესაც მოგონებებში ვიძირებით მთელს ტანში ჟრუანტელი გვივლის.შეიძლება ვიცინოთ ან ავტირდეთ კიდეც..გონება არის მშვენიერი სამყარო,რომელიც ნამდვილად რაღაც ჯადოსნურის მსგავსია.

 მეოცნებენი

ნამდვილი მოტივატორები  ყველაზე დიდი მეოცნებეები არიან.მათ სჯერთად იმის,რასაც გრძნობენ,რაც არ ყოფილა ჯერ,მაგრამ მომავალში აუცილებლად მოხდება.

დედა

ყველამ ვიცით როგორი მშვენიერი ანგელოზია,რომელიც გვაჩვენებს როგორ გვიყვარდეს უანგაროდ.ნატვრის თვალია,რომელიც გვინდა ყოველთვის გულის ჯიბეში გვქონდეს,რადგან არასდროს დავკარგოთ საკუთარი თავის რწმენა და ძალა,რომლის დახმარებითაც ყველაფერს შევძლებთ.

მეგობარი

ადამიანია,რომელიც გკითხავს როგორ ხარ და შენ მაშინათვე იწყებ  მთელი შენი ამბების,პრობლემები,სიხარული და განცდები გაზიარებას მისთვის.

მოგონებები

მოგონებებს ისეთი განსაკუთრებული ძალა აქვთ,რომ ვფიქრობ ადამიანის სიკვდილის შემდეგაც კი სადღაც აგრძელებენ  ყოფნას.

ორბიტა

კაცი შვილმა არ იცის რა ხდება იქ სინამდვილეში.

მწერლობა

ადამიანში დაფარულ სამყაროს ყველაზე მშვენივრად გადმოსცემს.ვკითხულობთ სხვების დაწერილ კარგ წიგნს და თითოეულ სიტყვას განვიცდით.ვფიქრობთ,რომ მწერალი ჩვენს შესახებ წერს.ეს არის სწორედ მწერლობის დიდი უნარი.იპოვო საკუთარი თავი იქ,სადაც არ იცოდი,რომ  ყოფნა შეგეძლო.

მხატვრობა

მე ხატვა არ შემიძლია,მაგრამ როდესაც მშვენიერ პეიზაჟებს ვუყურებ,ვფიქრობ რომ ღმერთმა უკვე ყველაფერი მოხატა ჩვენს მაგივრად.მაგრამ  გამოვიტან  ფუნჯებს აივანზე და ვცდილობ ღმერთის მიერ შექმნილი სურათები გადავიტანო ტილოზე. ვფიქრობ ,ღმერთსაც ეს უნდა ის გვასწავლის როგორ შევქმნათ მშვენიერი პეიზაჟები და მივანიჭოთ უკვდავება მშვენიერებას.

ღმერთი

ამიტომ  ყოველ წელს თავიდან ხატავს მინდვრებს,მდინარეებს,ტყეებს და მთებს.ყოველთვის იყენებს ახალ და უჩვეულო საღებავებს,რომელსაც  თავის სახელოსნოში ქმნის,რადგან ფიქრობს ასე თუ არ მოიქცევა,ერთფეროვნებაში ჩაფლული ადამიანი სამუდამოდ დაკარგავს სილამაზის განცდის უნარს.

მდინარე

ადგილი,სადაც ცხოვრობენ თევზები და ოცნებობენ,რომ ერთ   დღესაც ისინიც დაიწყებენ საუბარს და თავიანთ სათქმელს გვეტყვიან.

ჩიტები

ადამიანები ხშირად ვნატრობთ ჩიტობას,რადგან  ჩვენც  გვსურს თვითმფრინავის და  ფინანსების გარეშე ქვეყნის ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში გადავფრინდეთ.

გაზაფხული

გაიღვიძა ბუნებამ,გაიღვიძა ადამიანმა.გაიმზადა თეთრი პერანგი,ჩაიცვა.ჩამოიყარა თმები მხრებზე, აიღო ხელჩანთა და ოცნებებთან შესახვედრად გაიქცა.

ცეკვა

ადამიანები,როდესაც ცეკვავენ ამქვეყნიურ ცხოვრებას ივიწყებენ. ავიწყდებათ დარდი,პრობლემები და ეჩვენებათ,რომ თუ უსასრულოდ გააგრძელებენ ცეკვას თავიდან დაიბადებიან.

გაზიარება:

მიყვარს წერა. ვოცნებობ გავხდე მწერალი.

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply