ღირსების მედალი – დიდი წარმატების ისტორია

0
 ვერც ერთი მწარე დამარცხება ვერ გაიძულებთ თქვენს მიზანზე უარი თქვათ,თუ მტკიცედ გჯერათ,რომ მისი მიღწევა შეგიძლიათ.


დუგლას მაკ არტური


პატარა მეოცნებე ბიჭიდან ამერიკის ჯარების მთავარსარდლობამდე – ეს გზაა, რომელიც მან გაიარა…

 მისი მიზანი 
 
იგი 1880 წელს დაიბადა ამერიკის შტატ არკანზასის ერთ–ერთ პატარა პროვინციულ ქალაქში. მამამისი რიგითი ჯარისკაცი იყო და ამ პროფესიის სიყვარულიც  მისგან გამოყვა. ბავშვობიდანვე ოცნებობდა წარმატებული გენერალი გამხდარიყო და მშობლებიც ხელს უწყობდნენ მიეღო სამხედრო განათლება. 

რამოდენიმე სამხედრო სკოლისა და კოლეჯის დამთავრების შემდეგ, ,,მეოცნებე” ბიჭი დიდი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. მან გადაწყვიტა ამერიკის სამხედრო აკადემიაში ჩაებარებინა, თუმცა როგორც აღმოჩნდა ეს არც ისე ადვილი ყოფილა . 

მისი წარმატების საიდუმლო

შეზღუდული ადგილების გამო, აკადემიაში ჩასარიცხად, საკმაოდ მაღალი ქულა იყო დაწესებული. მან პირველ ორ ცდაზე ვერ მიიღო საკმარისი ქულები ,რის გამოც ორჯერ უთხრეს უარი თავისი ოცნების განხორციელებაზე,მაგრამ იგი არ დანებებულა,ყოველთვის სწამდა,რომ მას შეეძლო გააკეთებინა ეს . . . 

და მართლაც მისი მესამე ცდა იყო წარმატებული,როდესაც გამოცდიდან გასაოცარი 93.3 ქულით გამოსულმა თქვა :

,,ეს იყო გაკვეთილი,რომელიც არასოდეს დამავიწყდება. სათანადო მომზადება დიდი წარმატებისა და გამარჯვების გასაღებია”.
 მისი წარმატება
 (Medal of Honor)

და მისი წარმატება ამით არ დასრულებულა.  ადამიანი,რომელსაც ორჯერ უთხრეს უარი ამერიკის სამხედრო აკადემიაში ჩარიცხულიყო, მეორე მსოფლიო ომის დროს ამერიკის სახმელეთო და საზღვაო ჯარების მთავარსარდალი გახდა, მოიპოვა ისეთი საპატიო ჯილდოები როგორიცაა : 

ჯვარი ქვეყნის წინაშე გაწეული გამორჩეული სამსახურისათვის( 2ჯერ), ვერცხლის ვარსკვალავი (7–ჯერ) და ამერიკელი ჯარისკაცისათვის ყველაზე საპატიო ჯილდო – ღირსების მედალი.

არასოდეს თქვათ უარი თქვენს ოცნებებზე… ცხოვრებაში ძალიან ძნელია გაექცე მარცხს. შეიძლება ძალიან უბრალოდ ჟღერდეს ,მაგრამ სრული სიმართლეა…


გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply