ქაღალდის ნავი ( 2013 წელი 31 დეკემბერი)

0

წინა საახალწლოდ სახლს რომ ვალაგებდი, ჩემი ძველი ნივთები და უნივერსიტეტის დროინდელი რვეულები აღმოვაჩინე  ჩემს ოთახში. რა თქმა უნდა გამიტაცა ძველმა ნივთებმა. გამახსენდა როგორი მაგარი იყო სტუდენტური დღეები. ჟურნალისტიკის კონსპექტებს თვალი გადავავლე და   დღიურის  კითხვა დავიწყე. მესიამოვნა ჩემი რომანტიული ხასიათის გახსენება. გამიტაცა კითხვამ. ვიჯექი მტვრით სავსე, არეულ ოთახში და  ძველ დღიურებს ვკითხულობდი.

            2013 წ. 31 დეკემბერი

   დიდი ვნებათაღელვა იყო   უნივერსიტეტში დღეს . მიუხედავად იმისა,დღეს ახალი წელი მობრძანდება რექტორმა უნივერსიტეტში მაინც დაგვიბარა და  გამოგვიცხადა : „გამოცდები მკაცრად ჩატარდება,ამიტომ შეიძლება სტიპენდია მოეხსნას სტუდენტების გარკვეულ ნაწილსო.“  ძალიან შევწუხდი. მართალია სტიპენდია ერთხელაც არ ამიღია  ხელზე,რადგან  სწავლის საფასურის ნახევარს ჩემი სტიპეენდიით  ვფარავ,მაგრამ  მაინც ძალიან „დავიგრუზე“. თუ სტიპენდია მომეხსნება,  დედას კიდევ უფრო დაუმძიმდება შრომა. რადგან  მხოლოდ მას  მოუწევს  ჩემი  სწავლის საფასურის სრულად გადახდა  .ამიტომ ახლა  იმაზე კარგად უნდა ვიმეცადინო, ვიდრე  ოდესმე მიმეცადინია.

    ჩემს ფიქრებში  ვიყავი ჩაფლული,როდესაც ბატონი ნოდარ ტაბიძე შემომხვდა დერეფანში.„შეყვარებული,ხომ არ ხარ ჩემო პატარა მეგობაროო?“-  მკითხა  და გამიღიმა.  გალაკტიონის ძმისშვილი – ბატონი ნოდარი,რომელიც  უკვე ორი წელია გვიკითხავს „ჟურნალისტიკის საფუძვლებს“,განსაკუთრებით უფრთხილდება შეყვარებულ სტუდენტებს. რა თქმა უნდა მან იცის   რა  მნიშვნელობა აქვს  ამ გრძნობას  ადამიანისთვის.  ბატონ ნოდარს   –  ჟურნალისტიკის ნამდვილ მაესტროს უწოდებენ. მის ლექციებზე ყოფნა დიდი ბედნიერებაა,მაგრამ მიუხედავად ამისა ზოგჯერ ადამიანს სადღაც შორს მაინც გაგექცევა ფიქრი.  მატერიალური პრობლემების გვერდით,  სულიერი პრობლემებიც მახსენდება.ბატონ ნოდარს ვუღიმი და შინ ვბრუნდები. ჩემს დღიურში მორიგ ჩანაწერს ვაკეთებ, როგორც ჩანს მართლაც  შეყვარებული ვარ

.…..

       თითქოს ახლა  მხოლოდ ოცნებებში ცხოვრობს  ჩემი სიყვარული.რეალურად არაფერი ხდება,მაგრამ მე მაინც ჯიუტად  მჯერავს,რომ ოდესმე ის  მაინც მოაცურებს ქაღალდის ნავს ჩემსკენ  და ჩვენ   ერთად გავცურავთ. შენ ჩემი გული ხარ!პატარა ციცინათელა, რომელიც მეხმარება ვიცოცხლო და ვიყო ის –  ვინც  ყოველთვის ვიყავი. გუშინ დავხუჭე  თვალები და ისევ ის სიზმარი ვნახე.ისევ  მესიზმრა –  მწვანე მინდვრები. სიზმარშიც არ ვიყავი კარგად.რადგან ვიცოდი  –  იქეთ სამოთხე იყო –  აქეთ სიცოცხლე – აქეთ ჩემი სამშობლო – იქეთ ყვავილები და მთები, ნაკადულები და ჩიტუნები ,მაგრამ აქ შენ ხარ,იქ კი უშენოდ სიცარიელე იქნება ვიცი.

  ვარანცოვს ფეხით  რომ მივუყვებოდი  ვფიქრობდი,რომ ადამიანი აუცილებლად იპოვის  გასაღებს,რომელიც ყველაფერს მოერგება. ვიცი,ადამიანი აუცილებლად იპოვის თავის საყვარელ საქმეს.გამოიგონებს საყვარელ მუსიკას. ექნება საყვარელი წიგნი, ქალაქი.ეს არ არის ძნელი. შეგიძლია შენი საოცნებო მოგზაურობა დაგეგმო.დახატო ადგილები,სადაც გინდა  ერთხელ მაინც რომ  აღმოჩნდე.შეგიძლია გამოსცე წიგნი,რომელიც იქცევა ბეთსელერად და ამით გარშემო შენ  ყველას გააოცებ.  შეგიძლია სიცოცხლეშივე იყო ძალიან მაგრად – იცოცხლო, იოცნებო, გააკეთო ძალიან ბევრი კეთილი საქმე.ეს ყველაფერი შეგიძლია,მაგრამ  როცა სიყვარულს ეხება საქმე,  ადამიანი სრულიად უძლური ხდება. რადგან  სიყვარულს ვერ დაწერ,ვერც დახატავ, ვერ გამოიგონებ.სიყვარული თავად  უნდა მოვიდეს შენთან,თავად უნდა უნდოდეს შენთან.თავად უნდა ჰქონდეს შენი იმედი. ჰოდა,მოვა და ჩამოვა შენს სულში.მერე რა იცი როგორ იქნება, რა იქნება. და რამდენს ხანს გასტანს  შენი სიყვარული არა აქვს  ამას არსებითი მნიშვნელობა.თუ მოვა ამით ყველაფერს შესძლებ,ამით ყველაფერს გეტყვის.მიხვდები ვინ ხარ –  ყვავილი ხარ თუ ადამიანი, კაცი ხარ  –  თუ კლდე.

ასეთია სიყვარული. მერე შენთვის ან ყველგან სამოთხე იქნება, ან ყველგან ჯოჯოხეთი. ჩამოჯდები საყვარელი ადამიანის გულში და მოისმენ მისი გულის ცემის ხმას . მიხვდები,რომ ეს არის ყველაზე მაგარი წუთები შენს ცხოვებაში. რომ ასეთი წუთები ყოველთვის ცოტაა ხოლმე. მიხვდები მისი გულის ხმა –   ეს  არის ყველაფრის ხმა შენთვის.ეს არის სამყაროს გულის ფეთქვა,უკვდავებაც და ტყეების შრიალი,რომელიც ყოველთვის რაღაცას ატყობინებს ხოლმე ადამიანს. ამიტომ შენ   იქცევი  ჩიტად და მთელ სამყაროს გააგებინებ შენი  სიყვარულის ამბავს. აი  თურმე საიდან მოდიან ჩიტები,აი საიდან მოდიან ყვავილები.

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

მიყვარს წერა. ვოცნებობ გავხდე მწერალი.

Leave A Reply