ქართულ-დასავლური ურთიერთობების მოკლე ისტორია

0

აგერ უკვე მე-3 ათწლეულია ვცდილობთ დასავლეთს დავუმტკიცოთ/შევახსენოთ, რომ ვართ და ყოველთვის ვიყავით ევროპისა და მისი ისტორიის განუყოფელი ნაწილი. თავის მხრივ დასავლეთი ხშირად ეჭვქვეშ აყენებდა ამ ჰიპოთეზას და შესაბამისად საქართველოსა თუ ზოგადად კავკასიის რეგიონის ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის აუცილებლობას. ამ ჭრილში ვფიქრობ საინტერესოა  ქართულ ევროპული ურთიერთობებსი ისტორიის ანალიზი. რადგანაც ხშირად როგორც ადამიანების ისე სახლემწიოების ამათუ იმ ქცევის/მიდგომის ახსნა მათი წარსულის შესწავლის შემდეგ ბევრად ადვილი ხდება.

ნაწილი I 

ანტიკურ ეპოქაში დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სამეფოები კულტურულად თუ ეკონომიკურად მჭიდრო კავშირში იყო  დასავლეთის, პირველ რიგში კი საბერძნეთის ცივილიზაციასთან. აღმოსავლეთ რომის იმპერიის ანუ ბიზანტიის ცალკე ევროპის ძლიერ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების შედეგად ევროპის კულტურული საზღვრები შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროსა და სამხრეთ კავკასიას მიუყვებოდა, ჩრდილოეთ კავკასიაში კი ამ პერიოდში ბარბსული ტომები სახლობდნენ.

ბიზანტიის იმპერიის დაცემამ დაკავკასიის ჩრდილოეთ ნაწილშ სლავური ერების ეტაპობრივმა გაბატონებამ, იმავე ევროპის საზღვრებ უკვე შავი ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროსა და ჩრდილოეთ კავკასიაზე გადაიტანა, საქართველო კი აღმოსავლური იმპერიების გავლენის ქვეშ მოექცა.


საქართველომ მაშნვე დაიწყო ახალი მოკავშირეების ძებნა დასავლეთში, ამიტომაც ის აქტიურად გამოეხმაურა ერთიანი ქრისტიანული ძალებით კონსტანტინოპოლი გათავისუფლების შესახებ რომის პაპ ნუნცის მოწოდებას . საქართველოს მეფე გიორგი VIII, სამეგრელოს მთავარი და ყვარყვარე ათაბაგი სხვა აღმოსავლეთის ქრისტიანულ სახელმწიფოებთან ერთად გამოთქვამდნენ მზადყოფნას 120000 არმია გამოეყვანათ[1], თუმცა ამ ინიციატივა ნაკლები გამოძახილი ჰპოვა თვითონ ევროპაში, რადგან ჯერ ერთი, ევროპულ სახელმწიფოებს თავიანთი პრობლემები – პოლიტიკური და ეკონომიკური – საკმაოდ ბევრი ჰქონდათ. მეორეც, თურქეთი, სამხედრო თვალსაზრისით, მეტად ძლიერი იყო. მის დამარცხებას მთელი ევროპის სამხედრო პოტენციალის მობილიზება სჭირდებოდა. ევროპული სახელმწიფოები კი, განსხვავებულად იაზრებდნენ ამ მზარდ იმპერიასთან ურთიერთობას, კერძოდ, საფრანგეთი, მასში მოკავშირესაც ეძებდა და, დაახლოებით ნახევარი საუკუნის შემდეგ, 1535 წ. ასეთი ხელშეკრულება კიდევაც დადო თურქეთთან.“[2]

თუმცა,საქართველო არ კარგავდა კონსტანტინოპოლის გათავისუფლების იმედს. 1495 წელს ქართლის მეფე კონსტანტინემ ამჯერად უკვე, ესპანეთში, დედოფალ იზაბელას გაუგზავნა წერილი, რომელშიც ის გამოთქვამდა მზადყოფნას მათთან ერთად ებრძოლა ოსმალთა წინააღმდეგ, თუმცა არც ამ ინიციატივას მოჰყოლია რაიმე შედეგი.[3]

ერთერთ მცდელობას ამ გავლენიდან გამოსასვლელად და ევროპასთან კავშირების დასამყარებლად წარმოადგენდა სულხან საბა ორბელიანის ვიზიტი საფრანგეთსა და რომში, მანკარგი შთაბეჭდილება მოახდინა როგორც საფრანგეთის მეფე ლუი XIVზე  ისე რომიპაპ კლიმენტი XI-ზე, რომელმაც სულხან საბას წერილიც კი გადასცა საფრანგეთის მეფისათვის გადასაცემად, პაპი მეფეს ურჩევდა თავის მფარველობაში მიეღო საქართველოს სპარსეთის ტყვეობაში მყობი ვახტანგ  VI და ხელი შეეწყო მისი საქართველოში ქრისტიანადდაბრუნებისთვის.  ეს წერილი სულხან-საბამ საფრანგეთის მეფეს გადასცა, მაგრამ პასუხი არ მიუღია. [4]


ძნელი სათქმელია რამდენად იმოქმედა რეალურად ამ ფაქტმა საფრანგეთის მეფს გადაწყვეტილებაზე, თუმცა ცნობილია, რომ იმავე წელს პარიზს ასევე ეწვია ირანის ელჩი მუჰამედ რეზა.[5] საქართველოსთან დაკავშირებული ყველა საკითხი საბოლოოდ ლუი XIVეს გარდაცვალებამ შეაჩერა.


მას შემდგომსაქრთველო, უფროსწორედ კი ქართლ-კახეთის სამთავროარაერთი ელჩობა თუ წერილი გაგზავნა ევროპაში, თუმცა ყველა მათგანი სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო უყურადღებოდ რჩებოდა, რადგანძალზედ ძნელი იყო დაშლილი საქართველოს ცალკეულ მთავრებს ევროპისაგან სათანადო ყურადღება მიეღო.


შედეგად საქართველომ ქრისტიან მოკავშირედ, რომელიც საქართვეოს პატრონობას იკისრებდა, რუსეთის იმპერიაჩათვალა, თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ გასული საუკუნეებიდან  გამომდინარე მას  დიდი არჩევანი არც ქონა.


მოგიანებით ვროპამ თავისი მზერა თვითონ შეაჩერა საქართველოზე, კერძოდ სამეგრელოს სამთავროზე, რომელიც ყირიმის ომისთვის ერთედართ ნახევრად-დამოუკიდებელ ქართულ  სახელმწიფოებრივ წარმონაქმნს წარმოადგენდა. ანტი რუსული კოალიციის წევრმა სარდლობამ, თურქეთის არმიის სარდლის ომარფაშას მეშვეობით, სამეგრელოს დედოფალს ეკატერინე ჭავჭავაძეს სთხოვა მხარი დაეჭირა მათთვის რუსეთის წინააღმდეგ, სანაცვლოდ კი  საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას ჰპირდებოდნენ.[6] არავინ იცის სამეგრელოს სამთავროს რად დაუჯდებოდა რუსეთის წინააღმდეგ გამოსვლა, ან რამდენად რეალური იქნებოდა საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის დახმარება საქართველოს დამოუკიდებლობის აღსადგენად, მაგრამ ფაქტია, რომ ეკატერინე ჭავჭავაძემ ამჯობინა მათთვის არაფერი ეპასუხა.

პირველი მსოფლიო ომი და ოქტომბრის რევოლუცია საქართველოსათვის საუკეთესო შანს წარმოადგენდა დამოუკიდებლობის აღდგენისა და ევროპის სრულფასოვან სახელმწიფოდ ჩამოყალიბებისათვის, მაგრამმ პერიოდის საქართველოშთავისუფლების იდეაზე აქტუალურ საკითხს სოციალური თანასწორობა, რუსეთის იმპერატორის დამხობა და მის შემდგომ ბოლშევიკებსა და მენშევიკებს შორის გავლენის განაწილებას წარმოადგენდა. ამის აშკარა დასტური იყო ბრესტის ზავის ხელის მოწერა, როდესაც საკუთარი ინტერესების დასაცველად, მოწვეულ იქნა საქართველოსა და კავკასიის სხვა წარმომადგენლები, თუმცა საქართველოს პირველი რესპუბლიკის პირველმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა, მოწვევის პასუხად შემდეგი დეპეშა გაგზავნა: “რადგან კავკასია (და საქართველო მაშა) შეადგენს რუსეთის ნაწილს, ზავის საკითხი რუსების კომპეტენციას შეადგენს”.[7]

1918 წ. ბრესტის ზავის ხელმოწერა

მიუხედავად ამისა მსოფლიო პოლიტიკურმა გარემომ და გერმანიის საგარეო პოლიტიკამ საქართველო პრაქტიკულად აიძულა რუსეთს ჯერ ამიერკავკასიის კონფედერაციის ფარგლებში ჩამოშორებოდა,1918 წლის 26 მაისს კი  დამოუკიდებლობა გამოცხადებინა. ის, რომ საქართველოს პოლიტიკური ელიტის თვით მიზანს რუსეთისაგან გამოყოფა არ წარმოადგენდა და ეს რეალურად მხოლოდ იძულებითი ნაბიჯი იყო დამოუკიდებლობის აქტიდანაც იკვეთება სადაც ვკითხულობთ: ,,რუსეთის დიდირევოლუციის მსვლელობამ რუსეთში ისეთიშინაგანი წყობილებაშექმნა, რომმთელი საომარიფრონტი სრულიადდაიშალა დარუსის ჯარმაცდატოვა ამიერკავკასია. ,,დარჩნენ რათავისი ძალღონისამარად, საქართველომ და მასთანერთად ამიერკაკასიამ თავად იდვესსაკუთარი საქმეებისგაძღოლა“.[8]
საქართველოს  დამოუკიდებლობის გამოცხადებას, ანუ სახელმწიფოს რომელმაც დამოუკიდებლობა მსოფლიო ომში დამარცხებული ქვეყნის, გერმანიის მხარდაჭერით მოიპოვა, მსოფლიო სკეპტიკურად შეხვდა, ის მხოლოდ ერთეული სახელმწიფოების მიერ აღიქმებოდა როგორც ლეგიტიმური წარმონაქმნი[9]. დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 15 თვის განმავლობაში საქართველოს დამოუკიდებლობამხოლოდ ორმა სახელწიფომ -გერმანიამ და თურქეთმა აღიარეს. შესაბამისად საქართველოს უარი ეთქვა ერთა ლიგაში გაწევრიანებაზე. გარკვეულად ეს განსაზღვრა იმ ფაქტორმაც,რომ მსოფლიოს წამყვან სახელმიფოებს ჯერ კიდევ ფრთხილი დამოკდებულება ჰქონდათ რუსეთის ახლადმოსულ ბოლშევიკურ ხელისუფლებასთან, შესაბამისად მათ არ სურდათ საქართველოს გამო დაპირისპირება. ამასთან ერთად დიდ სახელმწიფოებს, ჯერ კიდევ აშინებდა გათავისუფლებული ერებს სიმრავლე. 


1919 წლის 13 სექტმბერს ხანგრძლივი პაუზა არგენინამ დაარღვია და საქართველოს დამოუკიდებლობა სცნო, ხოლო 1920 წლის 7 მაისს რუსეთთან დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც რუსეთი აღიარებდა საქართველოს დამოუკიდებლობას და შესაბამისად უარს ამბობდა ყველა იმ უფლბაზე, რომლებიც მას გააჩნდა ამ ტერიტორების მიმართ. თავის მხრივ საქართველო იღებდა ქვეყნისნეიტრალურ სახელმწიფოდ გამოცხადების ველდებულებას.

აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმება ერთი შეხედვით საქართველოსათვის სიკეთის მომტანი უნდა გამხდარიყო, თუმცა რეალურად, ამან კიდევ უფრო დააჩქარა საქართველოს ოკუპაციის საკითხი, რადგანაც მოცემული პერიოდისათვის მარცხი განიცადა ბრიტანელთა გეგმამ „თეთრი ძალების“ მეშვეობით ბოლშევიკების დამარცხების თაობაზე. საბჭოთა რუსეთისათვის წინააღმდეგობის გასაწევ ერთადერთ გზად კი მოსაზღვრე სახელმწიფოების მხარდაჭერაღა დარჩა. ინგლისის ზურგს უკან რუსეთთან მსგავსი ხელშეკრულების გაფორმებამ ლონდონში გააძლიერა იმ პოლიტიკური ძალთა პოზიციები, რომლებიც ბოლშევიკებთან ურთიერთობის დამყარებას მოითხოვდნენ[10]. 1920 წლის მაისში კი ლონდონში რუსეთის ბოლშევიკური მთავრობის პირველი ვიზიტი შედგა.

საქართველო ბრიტანეთის ინტერესებში სწორედიქამდე  დარჩა სანამ მათ მიაჩნდათ, რომ ბოლშევიკების დამარცხება შესაძლებელია, კავკასია კი ამისათვის მნიშვნელოვან პლაცდარმას წარმოადგენდა. ამას უკავშირდებოდა 1918 წლის დეკემბერში ბრიტანეთის საჯარისო ნაწილების ბათუმში შემოსვლაც. მაგრამ, როგოორც კი ნათელი გახდა, რომ ბოლშევიკების დამარცხება ვეღარ მოხერხდებოდა ბრიტანელებმა დატოვეს ბათუმი, რაც რეალურად ნიშანი იყო იმისა რომ ბრიტანეთს ამ რეგიონში ინტერესი აღარ გააჩნდა.

მიუხედავად ყველაფრისა მოკავშირეების უზენაესმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობა 1921 წლის 27 იანვარს ცნ, რასაც სხვა ქვეყნებმაც მიბაძეს, თუმცა საქართველოს დამოუკიდებლობა ბოლომდე არ სცნო ა.შ.შ-მ.[11]

მსოფლიოს მიერ საქართველოს აღიარება არ იქცასაქართველოს რუსეთის მიერ ოკუპაციის დამაბრკოლებელ გარემოება.  1921 წლს 11 თებერვალს ბოლშევიკური რუსეთის საჯარისო ნაილებმა ოველგვარი საფუძვლის გარეშე გადმოკვეთეს საქართველოს საზღვარი და თბილისისკენ დაიძრნენ. ზუსტად 11 დღეში მე-11-ე არმია უკვე თბილსში იყო.

ბოლშევიკების საქართველოში შემოსვლას მსოფლიომ რელაურად არაფერი ან ვერაფერი დაუპირისპირა, თუმცაღა ეს ის პერიოდი იყო როდესაც რუსეთი ჯერ კიდევ იშუშებდა რევოლუციის ჭრილობებს. შესაბამისად ,,რუსეთს, დასავლეთის მხრიდან ნებისმიერ ჩარევა დააფრთხობდა, მაგრამ, მთავარ პრობლემას ისევ და ისევ დასავლეთის მხრიდან კონფლიქტში ჩართვის ნების არარსებობა წარმოადგენდა.“[12]

საქართველოს ოკუპაციისა და ევროპის შემდგომი რეაქციის კომენტირებისას ა.შ.შ.-ის წარმომადგენლობითი პლატის საგანგებო კომიტეტის სპეციალური ანგარიშსაქართველოს ოკუპაციის შეფასებისას ამბობს, რომ 1921 წელს ჯერ კიდევ მსოფლიო იმედოვნებდა, რომ რუსეთი როგორც ყველა ცივილიზებული სახელმწიფო დაიცავდა დადებულ შეთანხმებებს და საქართველოს სუვერენიტეტს არ ხელყოფდა[13] . თუმცა თუ ინგლისის მიერ, საქართველოს ერთა ლიგაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით გამთქმულ აზრს გავითვალისწინებთ სადაც მათ განაცხადეს რომ „საქართველოს ბედისადმი ინგლისი არაა გულგრილი და მომხრეა მისი დამოუკიდებლობისა, მაგრამ მთელ მსოფლიოში იმდენი საზრუნავი აქვს, რომ წინასწარ ვერ განსაზღვრავს, რა პრაქტიკული დახმარების გაწევას შესძლებს. ამიტომ საქართველო საკუთარ ძალებს უნდა დაეყრდნოს“[14], გვაძლეს საფუძველსვივარაუდოთ,რომ ბრიტანეთი თავიდანვე უშვებდა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შესაძლებლობას და არ სურდა საქართველოს დასაცავად ზედმეტი პასუხისმგებლობის აღება.

საბოლოოდ ევროპა საპროტესტო ნოტების მიღებითა და საკითხის პარლამენტებში განხილვით შემოიფარგლა. თუმცა აქვე ნდა აღინიშნს, რომ ოკუაციის პირველ დღეებში ბათუმში მდგომმა ფრანგულმა სამხედრო ხომალდმა ქართველი საჯარისო ნაწილების სასარგებლოდ რამდენიმე გასროლა განახორციელა, მაგრამფრანგებმა რუსული ავიაციის გამოჩენს თანავე დატოვეს შავი ზღვის აკვატორია.
აშშ წარმომადგენლობითი პლატის ზემოაღნიშნულ ანგარიშში ასევეაღნიშნულია, რომ „1921 წელს მსოფლიოს ჯერ კიდევ არ ქონდა გაცნობიერებული კოლექტიური უსაფრთხოების პრინციპები და ის კონცეფცია, რომლის თანახმადაც თავისუფლება საყოველთაო ფასეულობაა და, რომ საფრთხის შემთხვევაში ის ერთად დასაცავია, თუ კაცობრიობას მართლაც სურს ნამდვილი მშვიდობის დამყარება.[15]

21 წლის ოკუპაციას მოჰყვა რიგი აჯნყებები, რომლებსაც დასავლეთის მხრიდან არანაირი მხარდაჭერა არ ახლდა, შესაბამისად ისინიჩახშობილ იქნა და საპასუხოდ გატარებულ იქნა მკაცრი რეპრესიები, ათასობით ადამიანი ყოველგვარი გასამართლების გარეშე დახვრიტეს ან გადაასახლეს.


ლევან ნიშნიანიძე

_________________________________________________________________

[1][2][3][4][6][7] პაატა იაკაშვილი, საქართველო ევროპა და ამერიკა. http://www.polity.ge/oppinion/expert/1676-saqartvelo-evropa-da-amerika.html?start=1
[5] . ასათიანისულხანსაბას ელჩობა საფრანგეთში, საქართველოს ისტორია; თბილისი 2001
[8] 1918 წლის დამოუკიდებლობის აქტი
[9] [12] ინტერვიუ, თორნიკე შარაშენიძე, საერთაშორისო ურთიერთობათა დოქტორი
[10] დოდო პერტაია, „დამოუკიდებელი საქართველო და ინგლის–საფრანგეთის გეგმები“, 15.02.2010 http://matiane.wordpress.com/2010/02/15/independentgeorgiaandenglishfrenchships/
[11] [13] [15] კომუნისტური გადატრიალება და საქართველოს ოკუპაცია, საგანგებო კომიტეტის სპეციალური ანგარიში #6, გვ. 14, ვაშინგტონი 1955 წ.
[14] გაბაშვილიდამოუკიდებელი საქართველო და ინგლისის დიპლომატიაგაზ. “თავისუფალი საქართველო”, 1991, #1.

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply