ქართველი პედაგოგის მთავარი გამოწვევა

0

ახალი სასწავლო წლის დაწყების მოახლოებასთან ერთად კვლავ აქტუალურია ზოგადი განათლების სფეროში არსებულ პრობლემებზე მსჯელობა. დისკუსიები ხსენებულ საკითხზე ხშირად მიმდინარეობს, რასაც დარგში მიმდინარე მუდმივი ცვლილებები უწყობს ხელს. ბოლო დროის დისკუსიები, ძირითადად, შეეხება პოლიტიკის დოკუმენტებს, (მაგ. მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვილის სქემა) სახლმწიფო პოლიტიკას, (მაგ საგამოცდო სისტემის მიმართ) განათლების დაფინანსებას და ასე შემდეგ.

ამ სტატიის მთავარი გზავნილი არ მოიცავს არც ერთ ზემოთ ჩამოთვლილ საკითხს. ბლოგი ეხება იმ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას, რასაც ქართველი პედაგოგები უშუალოდ აწყდებიან ყოველდღიურ საქმიანობაში- სწავლებისას. სანამ უშუალოდ სათქმელზე გადავალ მინდა, ორიოდე სიტყვით აღვწერო ის კომპონენტები რისგანაც სწავლების პროცესი შედგება. მე ამ შემთხვევაში, ასე დავყოფდი – სწავლება შედგება ორი კომპონენტისგან: ის რაც უნდა ასწავლო და როგორ უნდა ასწავლო.

ის, თუ რა უნდა ასწავლოს მასწავლებელმა მოსწავლეს, ამას სახელმწიფო მკაცრად არეგურილებს არსებობს ეროვნული სასწავლო გეგმა, არსებობს გრიფირებული სახელმძვანელოები, ანუ ამ კუთხით მასწავლებლებს აქვთ სრული გაიდლაინი, რასაც უნდა მიჰყვნენ მკაცრად. მათ იციან თუ რა უნდა ასწავლონ მოსწავლეებს. (ეს ყველაფერი დადებითად აისახება თუ არა განათლების ხარისხზე, კარგია თუ ცუდი, სხვა საუბრის თემაა)

მინდა დავუბრუნდე მთავარ სათქმელს, როგორც სუბიექტურად ჩამოვაყალიბე, სწავლება შედგება ორი კომპონენტისგან: მასალისგან, რაც უნდა ასწავლო და მეთოდისგან, როგორც უნდა ასწავლო, როგორც უკვე ვთქვი, სახელმწიფო პედაგოგს აწვდის მასალას და უსაზღვრავს, თუ რა უნდა ასწავლოს, თუმცა იგივეს ვერ ვიტყვით მეთოდებზე გარდა საგაკვეთილო დროისა  და სივრცის სტანდარტისა (არ იფიქროთ, იმის მომხრე ვარ, რომ სწავლების მეთოდებზეც სტანდარტი დაწესდეს.)

როგორ ასწავლოს მოსწავლეს პედაგგმა 21- საუკუნეშიჩემი დაკვირვებითეს გახლავთ მისი მთავარიგამოწვევა. რა თქმა უნდა, ყველა პედაგოგს აქვს სურვილი, რომ  გაკვეთლი იყოს საინტერესო, ყველა მოსწავლე იყოს ჩართული და აღწევდეს მაღალ შედეგებს, თუმცა პრობლემა არის ის, რომ ხშირად პედაგოგს არ აქვს ცოდნა, თუ როგორ გააკეთოს ეს. ნახსენებ პრობლემაში თავად პედაგოგის წვლილი ნაკლებაია, საქმე ის არის, რომ ქართულ ენაზე არ არსებობს ხელმისაწვდომი რესურსი სწავლების ინოვაციური ხერხების შესახებ, ცოდნა მეთოდების შესახებ ინსტიტუციური მეხსიერებით გადაეცემათ სკოლებში, გამოცდილი პედაგოგებიდან დამწყებებს – გავრცელებულია ლექციური სტილის დაზეპირებაზე ორიენტირებული სწავლება – გაკვეთილის ახნა, მოსწავლეთა გამოკითხვა საკლასო ოთახის ჩაკეტილი სივრციდან ვერგასვლა. ერთი მეთოდი მორგებულია სხვადასხვა ასაკისა და უნარების მოსწავლეებზე, რაც მათი გაკვეთილით დაინტერესებაზე უარყოფიდად მოქმედებს – TiMSS 2011-ის მიხედვით მე-8 კლასის მოსწავლეთა ჩართულობა მხოლოდ 25 %-ს შედაგენს .

იმაზე, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს სწავლების მეთოდებს, 2011 წელს, აშშ-ის ბრითიშ კოლუბიას უნივერსიტეტის მკვლევარმა კარლ უემანმა კველავა ჩაატარა, რომელმაც აჩვენა, რომ მოსწავლეები, რომლებიც ინტერაქტიული მეთოდით სწავლობდნენ, მიუხედევად იმისა, რომ მათ არაპროფესონალი მასწავლებელი ასწავლიდათ, გაცილებით კარგი შედეგები აჩვენეს იმ ჯგუფთან შედარებით, რომლებიც ტრადიციული მეთიდებით სწავლობენენ და პროფესიანალი მასწავლებელი ჰყავდათ.

ის რომ ჩვენთან სწავლების მეთოდები პედაგოგის პრობლემაა, ამაზე ზემოთ ვისაუბრე, თუმცა, საინტერესოა,რამდენად ხდება სახელმწიფოს დონეზე  მისი  გააზრებასაკითხის გასარკვევად შეგვიძლია დავეყდნოთოფიციალურ დოკუმენტებს და ასევე ოფიციალური პირების განცხადებებს : 

ოფიციალურ დოკუმენტში  „განათლების განვითარების ათწლიანი გეგმა„ სწავლების გამრავალფეროვნებასთან დაკავშირებით წერია:

განახლებული სასწავლო გეგმის მნიშვნელოვან კომპონენტებს უნდა წარმოადგენდეს:

ა) მოსწავლეთა პროგრესზე ორიენტირებული განმავითარებელი შეფასების სისტემის შემუშავება და დანერგვა;

ბ) სწავლა-სწავლების პროცესში თანამედროვე, ციფრული და მულტიმედიური ტექნოლოგიების  ფართოდ გამოყენება და სხვა თანაედროვე სასწავლო რესურსების განვითარება;

გ) ომპეტენციებისა (წიგნიერება, რაოდენობრივი აზროვნება, სამოქალაქო და სოციალური  კომპეტენციები,) და პრიორიტეტების (ეკოლოგია, მეწარმეობა, ჯანსაღი ცხოვრების წესი და სხვა) განვითარება;

დ)  ზოგად განათლებაში მოსწავლეთა პროფესიული ორიენტაციისა და კარერის დაგეგმვის ხელშეწყობა; საშუალო საფეხურზე პროფესიული განათლების ინტეგრაციის ხელშეწყობა”

რაც შეეხება ოფიციალურ განცხადებას სწავლის მეთოდებზე, 2011 წლით თარიღდება. მაშინდელმა განათლების მინისტრის მოადგილემ სახალისო სწავლის მეთოდების მნიშნელობაზე ისაუბრა.

ჩამოთვლილი ფაქტები მოწმობს, რომ პრობლემის სათანადო გააზრება სახლმწიფოს დონეზე არ ხდება. ყოველ შემთხვაში, თუ ხდება, საზოდაოებამ ამის შესახებ არ ვიცით.  ბუნებრივად ჩნდება კითხვა – რამდენად ეფექტური იქნება ახალი პედაგოგების მოზიდვა სფეროში, რაც მიმდინარე რეფორმის მიზანი გახლავთ, თუ ისინი ისევ ძველი მეთოდებით ასწავლიან მოსწავლეებს?

მუხრან   გულიაშვილი

სასკოლო კვლევების ცენტრი

გაზიარება:

არასამთავრობო ორგანიზაცია სასკოლო კვლევების ცენტრი დაფუძნდა 2012 წლის 1 ნოემბერს. ორგანიზაციის მიზანია საფუძვლიანად შეისწავლოს ზოგადი განათლების სფეროში არსებული პრობლემები და დასახოს მათი გადაწყვეტის გონივრული გზები.

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply