ქართველი ბავშვები, ვისი ნამუშევრებიც გუშინ აუქციონზე გაიყიდა

2

ვზივარ და ვფიქრობ, რომელია უფრო ბედნიერია: მე, რომელსაც ბავშვობაში არც iphone მქონდა, არც ipad, არც სათამაშოები ( ძაააააალიან ცოტა), არც შუქი (უმეტესწილად), ვიჯექი ჩემთვის, ვკითხულობდი წიგნებს, ვგრძნობდი მათ სუნს, ვწერდი, ვქარგავდი, ვძერწავდი, ვჩხირკედელაობდი, ხან ხეს ვჩორკნიდი, ხან მუყაოსგან სათამაშო ვიდეოკამერას ვქმნიდი, ბისერებით ვაწყობდი სამკაულებს, ვხატავდი, ვქსოვდი და ა.შ. თუ თანამედროვე ბავშვები, ვისაც ყოველივე ეს არ უკეთებიათ, სამაგიეროდ ბოლო მოდელის მობილურით მაღალრეზოლუციანი სელფის გაკეთების ფუფუნება აქვთ?! არ ვიცი… შენ როგორ ფიქრობ?! იქნებ, სხვაობა მეტისმეტად გადაჭარბებული მომივიდა?! შეიძლება…

რაზე გამახსენდა ახლა ეს?! გუშინ საქველმოქმედო აუქციონი მოვაწყვეთ სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის, სადაც მათივე ნამუშევრები იყო გამოფენილი მთელ დარბაზში. მერე როგორი დახვეწილი ნამუშევრები?! როგორი გემოვნებით ნაკეთები?! როგორ აკურატულად?! რა მაგარია, რომ თანამედროვე ბავშვები ასეთ პატარა ასაკში (იქ იყო 7-9 წლის ბავშვების გამაოგნებელი ნახატები) ასე კარგად ფლობენ ხელსაქმეს!

ყველაზე ემოციური მათი შემოსვლის მომენტი იყო. რასაკვირველია, ყველამ იცნო თავისი ნამუშევარი და აქეთ-იქიდან მესმოდა შეძახილები: “ეს მე გავაკეთე! ესეც! ესეც!”. რა მაგარი შეგრძნებაა ბავშვისთვის, როცა მის ნამუშევარს ღირსეული შემფასებლები ჰყავს, მახსოვს, როგორ მიხაროდა, რაღაცას რომ მოვჩორკნიდი და მამა შემაქებდა, ამ პატარებს კი მთელი სტუმრების წინ წარადგენდნენ და აქებდნენ.

ბედნიერი ვარ, რომ დღეს ეს ბავშვები ქმნიან და სასარგებლო საქმისათვის იხარჯებიან და იქნებ, ამის გამო, მათზე ბედნიერებიც კი არიან, ვისაც სოციალური პრობლემები არ აწუხებს?! შენ როგორ ფიქრობ?!

P.S. გთავაზობ მათი ნამუშევრების სურათებს, ვფიქრობ, რომ ღირს ნახვად!

20160218_170151 20160218_170437 20160218_170517 20160218_170535 20160218_170554 20160218_170628 20160218_170952 IMG_8353 IMG_8354 IMG_8361 IMG_8386 IMG_8403 IMG_8404 IMG_8406 IMG_8431 IMG_8434 IMG_8440 IMG_8441 ა5 ა7 აუქციონი2

P.P.S. მადლობა 4motivi.com-ის გუნდისგან თანაორგანიზატორებს: “Tiens”, “მომავლის გზა”, “მადლობა რომ ხარ”, “ჭიტა”, KID.ge, “განათლების სახლი”.

სიყვარულით,
თაკო მეფარიშვილი

გაზიარება:

Publisher, Copywriter, Blogger and more.

Loading Facebook Comments ...