ქართველების პრობლემა სიყვარულის დეფიციტში კი არ არის, არამედ..

7

ჩემო ქართველობო ისე მიყვარხართ, რომ ეს დარდი უნდა გაგიზიაროთ:

• ქართველების პრობლემა სიყვარულის დეფიციტში კი არ არის, არამედ იმაში რომ ადვილად შეგვიძლია გავწიროთ ერთმანეთი.

• ქართული ეკონომიკის პრობლემა სამეწარმეო უნარით დაჯილდოებული ინდივიდების დეფიციტში კი არ არის, არამედ იმაში რომ კვლავ მთავრობა გვგგონია სამუშაო ადგილების შექმნისა და ეკონომიკის განვითარების წყარო.

• ქართველების პრობლემა იმაში კი არ არის რომ ევროპელები არ ვართ, არამედ იმაში რომ გამუდმებით ვცდილობთ დანარჩენ ევროპას დავუმტკიცოთ ჩვენი ევროპელობა.

• ქართველების პრობლემა კაფე-რესტორნებში თამბაქოს მოხმარების თავისუფლებაში კი არ არის, არამედ იმაში რომ არამწეველები, როგორც წესი, კაფე-რესტორნებში მეგობრებთან ერთად ყოფნის დროს, ერთ-ორ ღერს აუცილებად ვეწევით.

• ქართველების პრობლემა ღვინის მოყვარულობაში კი არ არის, არამედ იმაში რომ ჩვენთვის ღვინის მოხმარება, როგორც წესი, დათრობით უნდა დაგვირგვინდეს.

• ქართველების პრობლემა ტოლერანტულობის დეფიციტში კი არ არის, არამედ იმაში რომ კვლავ ბუნდოვნად გვესმის სიტყვა „თავისუფლების“ ნამდვილი ბუნება და კვლავ ვერ გავიგეთ, რომ არ არსებობს თავისუფლება პასუხისმგებლობის გარეშე.

და ბოლოს,

• ქართველების პრობლემა სილამაზის ნაკლებობაში კი არ არის, არამედ იმაში, რომ სარკეში ჩახედვა არ გვიყვარს საკუთარი თავების მოსაწესრიგებლად.

ავტორი: გივი კუპატაძე – ეკონომიკის მკვლევარ-ანალიტიკოსი
გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Discussion7 კომენტარი

  1. “• ქართველების პრობლემა ღვინის მოყვარულობაში კი არ არის, არამედ იმაში რომ ჩვენთვის ღვინის მოხმარება, როგორც წესი, დათრობით უნდა დაგვირგვინდეს” – ამ პუნქტში არ გეთანხმები. ჩვენი პრობლემა ის არის რომ, ერთი ჭიქა არ გვყოფნის დასათრობად, თორემ დამთვრალი და გადამთვრალი ევროპელიც და ამერიკელიც ბევრი მინახავს, აი სახლამდე რომ ვერ აღწევენ და ქუჩაში იშხლართებიან 😛

  2. QARTVELTA PROBLEMA SAKUTARI KARGIS AR DANAXVASHI, DAUPASEBLOBASHI DA DAVIWYEBASHIA. SXISI CUDIS PULISATVIS GAKARGEBASHIA.

  3. ხალხნო,ყველა მაგ პრობლემა არის ნაყოფი ერთი დიდი პრობლემისა,რომელი პრობლემაც არის ფესვი და ძირი.ყველას გული შეგტკივათ მჯერა,მაგრამ ვერცერთი ხვდებით,თუ “სადაა ძაღლის თავი დამარხული”.წაიკითხეთ ეს სტატია და იქნებ მიხვდეთ, რაშია გამოსავალი.კაციჭამია ხალხი მიხვდა და შეიცვალა……..ხოლო ჩვენთან დაკავშირებით ანალიზი თქვენთვის მომინდვია….https://www.facebook.com/www.Jesus.Ge/photos/a.121896901219332.24765.101552576587098/528045240604494/?type=1

Leave A Reply