ქალი, რომელიც მკერდის კიბოს ებრძვის

0

ავადმყოფობამ დროის ფასი მასწავლა…

„მკერდის კიბოა !“  – როცა  ექიმმა ეს სიტყვები დამწუხრებულმა წარმოთქვა, ერთადერთი რაზეც იმ წამს დავფიქრდი იყო, როგორ ჩამეშლებოდა მომავალი ოჯახური არდადეგები. ჩემი ოთხი შვილიდან მესამე იმ წელს სკოლას ამთავრებდა და კოლეჯში უნდა წასულიყო.  წინ ემოციური ზაფხული მელოდა,  კიბოსთვის დრო არ მქონდა.

თავდაპირველად, ვიფიქრე, რომ ვიმკურნალებდი და ყველაფერი მოგვარდებოდა. შემდგომ გავაანალიზე, მეტასტაზებიიანი კიბო განსხვავებული იყო ყველა სხვა შემთხვევისაგან. ის შეიძლებოდა გავრცელებულიყო ხერხემალზე, ფილტვებზე და სხვა ორგანოებზეც.

შოკირებული ვიყავი და სიბრაზე მახრჩობდა, რატომ ხდებოდა ეს ყველაფერი ჩემ თავს ?  მე ხომ მხოლოდ 46 წლის ვიყავი და რეგულარულად ვიტარებდი გამოკვლევებს.

სამი წლის წინ, დიაგნოზის დასმის შემდეგ, მიზნად დავისახე დავხმარებოდი ადამიანებს გაეცნობიერებინათ, შესაძლებელია  ამ დიაგნოზით ცხოვრება, მაგრამ ჯერ არ ვარ „გადარჩენილთა“ კლუბის წევრი.

მეტასტაზურმა კიბომ შთამაგონა, როგორ  უნდა მეცხოვრა დარჩენილი დღეების განმავლობაში.

მართალია, კიბო საჩუქარი არის, თუმცა, არის რაღაცები, რაც დამეხმარა შემეხედა ცხოვრებისთვის უფრო რეალურად და მაქსიმალურად მესიამოვნა ყოველი წუთით. მაგალითად, მე და ჩემი ქმარი წავედით ალასკაზე, ქორწინების 25 წლის თავის აღსანიშნავად. ერთ ღამეს ჩვენ გავაანალიზეთ, ვერც ვერასდროს გავბედავდით იქ წასვლას, კიბო რომ არ მქონოდა.

ახლა ნამდვილად ვაფასებ  დროს,  რომელიც მაქვს !

არ ვარ ის პაციენტი, რომელიც ავადმყოფურად გამიყურება. ზოგიერთ დღეებში კუნთები საშინლად მტკივა, თუცა ვუძლებ… სხვა დღეები კი შემიძლია გავატარო ჩემს შვილებთან თამაშში ან ბაღში.

რა არის ჩემი ოცნება?

მსურს უფრო მეტი ვიმოგზაურო და დაავადებამ კი არ მმართოს მე, არამედ პირიქით. ამ შემთხვევაში, შევძლებ და ერთ დღეს საკუთარ შვილიშვილებსაც ვიხილავ. არ მინდა, ჩემმა შვილებმაც გადაიტანონ კიბო.

გულს ვიმაგრებ იმით, რომ მედიცინის მიღწევები ერთ დღეს ჩემს ოცნებებს აასრულებს.

ქეით ტონსენდი

გაზიარება:

სამოტივაციო, საგანმანათლებლო და ანალიტიკური ინტერნეტ-პორტალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply