„ქალი ისეთი ურთულესი სამყაროა…“-ოტია იოსელიანი

0

„21 წლის ვიყავი ცოლი რომ მოვიყვანე, სიმართლე გითხრათ არც სახლი მქონდა და არც კარი. რა უნდა მექნა , მივადექი და ავაშენე. ჩემი შვილების დედა კმაყოფილი იყო, რომ ჩვენი შვილები კარგად კარგად სწავლობდნენ.

ქალებზე ბევრს მეკითხებიან ხოლმე, მეც ბევრს ვფიქრობ მათ სამყაროზე, ქალი ისეთი ურთულესი სამყაროა,რომ თვითონაც ვერ ხვდება,ქართელ ხალხს მითუმეტეს,თავისი სამყარო აქვს.

ხშირად იმასაც მეკითხებიან, როგორი ქალები მოგწონსო- ვერც კაცს და ვერც ქალს გარედან ვერ ვხედავ, წითელკაბიანმა ქალმა რომ ჩამიაროს გვერდით, ვერ დავინახავ, თუ თვალებში არ შევხედე. ქალს შიგნით ვუყურებ. ჩემი მეუღლეც თავის დროზე ლექსებს წერდა. პოეზია უყვარდა და ეს საკმარისი იყო, რომ მის მიმართ გრძნობა გამჩენოდა.

ქალი შენს სამყაროში უნდა იხედებოდეს. ხომ არ შეიძლება ცოლ–ქმარი სხვადასხვა სამყაროში ცხოვრობდნენ, თუ ასეა, უკვე მონა ხდები. ოჯახს და შვილებს რა ვუყო, თორემ აღარ მინდა მისი დანახვაო, მეუღლე რომ იტყვის, მონობაა, აბა რა არის?!…”

მოამზადა მარიამ ნებიერიძემ

კომენტარები

შეთავაზებები

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply