ფულის გამომუშავების კრეატიული გზა

1

ერთხელ ერთი ბიზნესმენი თავის სტილისტთან ერთად მიუყვებოდა სილამაზის სალონისაკენ მიმავალ გზას.
გზაში მათ ერთი პატარა, ცელქი ბავშვი დაინახეს, რომელიც დაუღლელად დახტოდა აქეთ-იქით. ეს ტომია – გადაულაპარა სტილისტმა ბიზნესმენს. ყველაზე სულელი ბავშვი ვინც კი შეიძლება არსებობდეს ამქვეყნად.

– მართლა? და რაში გამოიხატება მისი სისულელე? – დაინტერესდა ბიზნესმენი.

– აი ნახავ – უთხრა სტილისტმა და ბიჭს დაუძახა.

– ტომ მოდი აქ ერთი წუთით.

ტომი ხტუნვა-ხტუნვით მოვიდა. სტილისტმა ერთ ხელში 50 ცენტი დაიჭირა, მეორეში კი 10 დოლარი.

– ტომ,გინდა ერთი თამაში ვითამაშოთ? რომელი ფულიც გინდა აირჩიე და შენი იქნება – უთხრა სტილისტმა ბავშვს.

ბავშვი რამოდენიმე წამით დაფიქრდა და ბიზნესმენისდა გასაკვირად 50 ცენტს დასწვდა, გამოსტაცა სტილისტს და გაიქცა.

– ხომ გეუბნებოდით – სიამაყით უთხრა სტილისტმა ბიზნესმენს და ისინი მხიარული სიცილით გაუყვნენ გზას სილამაზის სალონისაკენ.

ბიზნესმენი ძალიან დააფიქრა ბავშვის საქციელმა და როდესაც თმის შეჭრა დაასრულა, იგი ისევ იმ ქუჩაზე გავიდა,დაიჭირა ტომი და ჰკითხა, თუ რატომ არჩია 50 ცენტი 10  დოლარს.

ტომი ცოტა დაფიქრდა და ეშმაკური ღიმილით უთხრა:

– სერ, ჩვენს სტილისტს ძალიამ უყვარს ამ ხუმრობით თავისი კლიენტების გამხიარულება  და ამ თამაშს თითქმის ყოველდღიურად ვთამაშობთ.

– როგორ ფიქრობთ, მე რომ 10 დოლარი ამერჩია 50 ცენტის ნაცვლად, ითამაშებდა იგი მეორედ ამ თამაშს?

გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Discussion1 კომენტარი

  1. ჰმ.ბავშვები ბევრად დაკვირვებულები და ჭკვიანები არიან ვიდრე ჩვენ გვგონია.ბავშვის ყურადღებას არაფერი გამოეპარება.ჩვენ კი იმდენი მნიშვნელოვანი რამ გვრჩება ყურადღების მიღმა…

Leave A Reply