ფსიქოლოგიური ექსპერიმენტი “კეთილი სამარიტელი“

0

ალბათ გსმენიათ ბიბლიური იგავი კეთილი სამარიტელის შესახებ, თუმცა მოდით მაინც გავიხსენოთ, ვიდრე უშუალოდ ექსპერიმენტის შინაარსზე გადავიდოდეთ:

“ერთი კაცი იერიქოში მიემგზავრებოდა, გზაში მას თავს ავაზაკები დაესხნენ, რომელთაც გაძარცვეს იგი და შემდგომ ამისა ნახევრად მკვდარი მიატოვეს. სწორედ იმ ადგილას, სადაც ის იმყოფებოდა, შემთხვევით ერთმა მღვდელმა და ერთმა ლევიტელმა გამოიარეს, თუმცა ისინი არც კი შეჩერებულან. ამის შემდეგ, ამ ადგილზე ერთმა უცხო აღმსარებლობის მქონე სამარიტელმა გამოიარა. იგი შეჩერდა, იმისათვის რომ ეზრუნა და მოეარა უბედური უცხო ადამიანისათვის. მერე კი იგი „აღსუა იგი კარაულსა თჳსსა და მოიყვანა იგი ყოველთასა მას სადგურსა“, სასტუმროს მეპატრონეს ფული გადაუხადა, რათა დაჭრილ მგზავრს ღამე გაეთენებინა და ჯანმრთელობა აღედგინა.”

(დარლი და ბატსონი) 1973 წელს, პრიცსტონის თეოლოგიურ სემინარიაში ჩატარდა ექსპერიმენტი, რომელშიაც 67 სტუდენტი მონაწილეობდა. ისინი კოლეჯში მოიწვიეს და სპეციალური გამოკითხვა ჩაუტარეს. შეავსებინეს კითხვარები და ცალ–ცალკე გაესაუბრნენ. გასაუბრებისას, ზოგ მათგანს მომავალი კარიერისა და სამსახურის შესახებ უსვამდნენ კითხვებს, ზოგს კი სთხოვეს „კეთილი სამარიტელის“ იგავის შესახებ გამოეთქვათ მოსაზრება.

სტუდენტებმა არ იცოდნენ, რომ ექსპერიმენტში იღებდნენ მონაწილეობას. სემინარიიდან გამოსვლის შემდეგ თითოეულ მათგანს, კართან ახლოს წაქცეული, ავადმყოფი მამაკაცი უნდა დახვედროდათ. კაცი საშინელ ფიზიკურ მდგომარეობაში იყო, თვალები დახუჭული ჰქონდა, ახველებდა და თვალში აშკარად მოგხვდებოდათ. ფაქტია, ვერცერთი მონაწილე ვერ აუვლიდა გვერდს გაჭირვებაში მყოფ უცნობს, მაგრამ საქმე იმაში იყო, თუ ვინ დაეხმარებოდა მას.

ექპერიმენტის ორგანიზატორები ფიქრობდნენ, რომ დახმარების სიხშირე დამოკიდებული იქნებოდა მონაწილეთა გადაადგილების სიჩქარეზე. ამიტომაც გასაუბრების შემდეგ, მათ სხვაგან აგზავნიდნენ და თითოეულს განსხვავებულ ინსტრუქციებს აძლევდნენ. მაგალითად:

„მგონი დაგაგვიანდათ. ისინი უკვე რამოდენიმე წუთის წინ გელოდნენ, სჯობს სწრაფად წახვიდეთ.“

„ასისტენტი გელოდებათ, შეგიძლიათ წახვიდეთ და ესაუბროთ.“

„ალბათ რამოდენიმე წუთი დასჭირდებათ, ვიდრე მიგიღებენ, თუმცა შეგიძლიათ მაინც წახვიდეთ.“

ამგვარი ინსტრუქციებით, მათ სამი სიჩქარის ჯგუფი ჩამოაყალიბეს: მაღალი, საშუალო და დაბალი. თითოეული ჯგუფი ასევე დაყოფილი იყო 2 ნაწილად: ადამიანები, რომელთაც „კეთილი სამარიტელის“ შესახებ ჰქონდათ საუბარი და ისინი ვისაც მომავალ სამსახურზე ესაუბრნენ.

შედეგები:

შევსებული კითხვარების შედეგებიდან გამომდინარე, რელიგიურობის როლი გადამწყვეტი არ აღმოჩნდა.
საშუალოდ მონაწილეთა 40%–მა აღმოუჩინა უცნობს დახმარება. თუმცა სისწრაფე, მაინც მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ფაქტორი აღმოჩნდა. ამ ჯგუფებში დახმარების მაჩვენებელი შემდეგნაირად განაწილდა:

დაბალი სიჩქარე: 63%

საშუალო სიჩქარე: 45%

მაღალი სიჩქარე: 10%

რასაკვირველია, საუბრის შინაარსაც ჰქონდა თავისი გავლენა. მათგან ვისაც კარიერაზე ესაუბრნენ, მხოლოდ 29%–მა აღმოუჩინა დახმარება უცნობს, ხოლო „კეთილ სამარიტელზე“ საუბრის შემდეგ 53%–მა გააკეთა სიკეთე.

შედეგები აჩვენებს, რომ შექმნილი სიტუაცია მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ინდივიდთა ქცევაზე. ფაქტია, ადამიანები, რომელთაც ნაკლებად ეჩქარებოდათ ანდა ცოტა ხნის წინათ, მსგავს მაგალითზე ჰქონდათ საუბარი, მეტად ჰუმანურები აღმოჩნდნენ.

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply