ფრედ კენტის წერილი შვილიშვილს

0

ბატონი კენტის შვილიშვილი სკოლის მოსწავლე იყო, როცა ჰკითხა თავის ბაბუას, თუ როგორ შეიძლებოდა მოგების მიღება სხვა ადამიანების შრომის მითვისების გარეშე.

აპრილი, 1942 წელი

ჩემო ძვირფასო შვილიშვილო:

ვუპასუხებ შენს შეკითხვას იმდენად მარტივად, რამდენადაც ეს შესაძლებელია. მოგება არის საწარმოს შედეგი, რომელიც აშენებულია როგორც ამ საწარმოს მფობელისათვის, ასევე სხვებისათვის. მოდი განვიხილოთ ამ ფაქტის ფუნქციონირება პრიმიტიულ საზოგადოებაში. ვთქვათ, 100 ადამიანისაგან შემდგარ საზოგადოებაში, რომლებსაც არ აქვთ განვითარებული ინტელექტუალური უნარები, თუ არ ჩავთვლით იმ უნარს, რომ მოიპოვონ სიცოცხლის შენარჩუნებისათვის აუცილებელი საკვები, რისთვისაც მთელი დღის განმავლობაში უწევთ მძიმე შრომა.

ჩვენს პრიმიტიულ საზოგადოებას, რომელიც მთის ძირას ბინადრობს, რა თქმა უნდა, სჭირდება წყალი. წყალი ხელმისაწვდომია მხოლოდ მთის თავთან ახლოს. ამიტომ 100-ვე ადამიანს უწევს ყოველდღიურად მთაზე ასვლა. მთაზე ასვლისა და უკან დაბრუნებისათვის მათ 1 საათი სჭირდებათ. ისინი ყოველდღიურად ადიოდნენ მთაზე, ვიდრე მე-100 ადამიანმა არ გააცნობიერა, რომ გაზაფხულზე წყალი მიედინება მთის შიგნით იგივე მიმართულებით, რა მიმართულებითაც ის მიდის მთის თავიდან თავისი საცხოვრებლისაკენ. იგი მოიფიქრებს, რომ გააკეთოს ღარი მთის თავიდან თავის საცხოვრებელ ადგილამდე და დაიწყებს ღარის აშენებას. დანარჩენ 99 ადამიანს ცნობისმოყვარეობაც კი არ აწუხებთ იმასთან დაკავშრებით, რასაც მეასე აკეთებს.

ერთ დღესაც, ეს მასე ადამიანი მიუერთებს ღარს წყალის ნაკადს მთის თავთან და წყალიც დაიწყებს დენას მთიდან ქვემოთ და ჩაედინება ავზში, რომელიც მან მთის ძირას ააშენა. ამის შემდეგ, ის ეტყვის დანარჩენ 99 ადამიანს, რომ ყველა ვინც 10 წუთს იმუშავებს მისთვის, უფლებას მიიღებს, რომ წყალი აიღოს ავზიდან და აიცილოს ყოველდღიურად მთაზე ასვლა, რომელსაც 1 საათი სჭირდება. ამიტომ იგი მიიღებს ყოველდღიურად 990 წუთ შრომას დანარჩენი 99 ადამიანისაგან და განთავისუფლდება თავისი 16 საათიანი დღიური სამუშაო რეჟიმისაგან, რაც საჭირო იყო მისი სიცოცხლის შენარჩუნებისათვის. მე-100 ადამიანი გამოიმუშავებს უზარმაზარ მოგებას თავისი საწარმოსაგან, მაგრამ იგი ასევე საშუალებას აძლევს დანარჩენ 99 ადამიანს, რომ ყოველდღიურად თავისი შეხედულებისამებრ გამოიყენონ ის 50 წუთი, რომელიც მეასე ადამიანის ძალისხმევის შედეგად გამოუთავისუფლდათ.

მეწარმეს ახლა აქვს თავისუფალი 16 საათი, რომელსაც იყენებს თავისი შეხედულებისამებრ. იგი ატარებს დღეებს წყლის ყურებაში და აკვირდება, თუ როგორ მოედინება წყალი მთიდან. ის დაინახავს, რომ წყალი ეცემა ქვებსა და ტოტებს. დიდი ხნის დაკვირვებისა და განჭვრეტის შემდეგ ის განავითარებს წყლის საშუალებით მოძრავ თვალს, რის შემდეგაც აღმოაჩენს, რომ მას აქვს ძალა და ასე შექმნის წისქვილს თავისი მარცვლეულის დასაფქველად.

მეასე ადამიანი ასევე გააცნობიერებს, რომ მას აქვს საკმარისი შესაძლებლობა დანარჩენი 99 ადამიანის მარცვლეულის დასაფქვავად. ამის შემდეგ ის მიმართავს მათ: „საშუალებას მოგცემთ დაფქვათ თქვენი მარცვლეული ჩემს წისქვილში, თუ იმუშავეთ ჩემთვის იმ დროის 1/10-ს, რომელსაც დაზოგავთ“. ისინი დათანხმდებიან და მეწარმე დაიწყებს დამატებითი მოგების გამომუშავებას. ის იყენებს დროს, რომელსაც დანარჩენი 99 ადამიანი მუშაობს მისთვის, რომ აიშენოს უკეთესი სახლი, გააკეთოს მოხერხებული სკამები, მოაწყოს განათება და უკეთესად დაიცვას თავი სიცივისაგან. ასე გრძელდება ცხოვრება, როდესაც მეასე ადამიანი პოულობს გზას, რომ დაზოგოს დანარჩენი 99-ის დრო და შემდეგ იგი მათ თხოვს დაზოგილი დროის 1/10-ს თავისი საწარმოთი სარგებლობისათვის.

საბოლოოდ, მეასე ადამიანის დრო მთლიანად თავის განკარგულებაში გადადის და შეუძლია გამოიყენოს ისე, როგოც მიიჩნევს უფრო მოსახერხებლად. მას აღარ სჭირდება მუშაობა, თუ თავად არ მოისურვებს. მის საკვებს, საცხოვრებელს და ტანსაცმელს უზრუნველყოფენ სხვები. მიუხედავად ამისა, მისი გონება მაინც მუშაობს და დანარჩენი 99 ადამიანი გამუდმებით პოულობს დამატებით დროს თავიანთი თავისათვის ამ მეასე ადამინის ფიქრისა და დაგეგმვის შედეგად.

მაგალითისათვის, იგი გააცნობიერებს, რომ ერთ-ერთი 99-დან აკეთებს უკეთეს ფეხსაცმელს, ვიდრე დანარჩენი. ამიტომ მე-100 პიროვნება მოაწყობს ისე, რომ ამ ადამიანმა მთელი თავისი დრო დაუთმოს ფეხსაცმლის გაკეთებას და იგი უზრუნველყოფს მას საკვებით, ტანსაცმლითა და თავშესაფრით გამომუშავებული მოგებიდან. ამის შემდეგ დანარჩენი 98-ი ადამიანი აღარ აკეთებს ფეხსაცმელს თავიანთი თავისათვის. ისინი მუშაობენ 99-ე ადამიანისათვის დაზოგილი დროის 1/10-ს. შესაბამისად, 99-ე ადამიანის სამუშაო დროც შემცირდა, რადგან ფეხსაცმლის სანაცვლოდ თავიანთი დროის ნაწილს 98-ადამიანი მუშაობს მისთვის და ეს ყოველივე შესაძლებელი გახდა მეასე ადამიანის დაკვირვების შედეგად.

დღეებმა გაირა და კიდევ ერთმა ადამიანმა, ისევ მეასე ადამიანის საშუალებით, დაინახა, რომ მას ყველაზე კარგად გამოსდის ტანსაცმლის კერვა. ამიტომ ისიც გადაწყვეტს, რომ მთელი თავისი დრო დაუთმოს ტანსაცმლის შექმნას. ასეთი განვითარება გაგრძელდება შემდეგაც.

მეასე ადამიანის გამჭრიახობის შედეგად შეიქმნა შრომის დანაწილება, რამაც საშუალება მისცა ყველა ინდივიდს, რომ გაეკეთებინათ ის, რაც ყველაზე კარგად გამოსდიოდათ.

თითოეულს აქვს დიდი თავისუფალი დრო, რომელიც შეუძლია გამოიყენოს თავისი შეხედულებისამებრ. ყველა დაინტერესდა სხვა ადამიანების საქმიანობით, სულელების გარდა, და თითოეულმა დაიწყო ფიქრი, თუ როგორ გახდეს საუკეთესო თავის პოზიციაზე. საბოლოო შედეგი ამ პროცესის განვითარების არის ის, რომ თითოელი ადამიანი იპოვნის სათანადო ადგილს განათლებულ საზოგადოებაში.

მაგრამ წარმოიდგინე, როდესაც მეასე ადამიანმა დაამთავრა ღარის აშენება მთის თავიდან საცხოვრებელ ადგილამდე და უთხრა დანარჩენ 99 ადამიანს: „თუ თქვენ იმუშავებთ ყოველდღიურად 10 წუთი ჩემთვის, მაშინ მე უფლებას მოგცემთ აიღოთ წყალი ჩემი ავზიდან და ასე თითოეულს ყოველდღიურად დაგეზოგებათ 50 წუთი“, ისინი მოუბრუნდნენ და უთხრეს მას: „ჩვენ ვართ 99 და შენ ხარ ერთი, ჩვენ ავიღებთ იმდენ წყალს, რამდენსაც მოვისურვებთ და არაფერსაც არ მოგცემთ, რადგან შენ ვერ გაგვიწევ წინააღმდეგობას“. ასეთ შემთხვევაში რა მოხდებოდა? სტიმული ყველაზე გასაოცარი გონებისა, რომელსაც შეეძლო საწარმოების შექმნა გაქრებოდა, რადგან ის დაინახავდა, რომ მისმა ძალისხმევამ, რომელიც სხვების პრობლემების გადაჭრაში გამოიხატა, არაფერი სარგებელი არ მისცა და ისევ მოუწევს ყოველდღიურად მუშაობა, რომ შეინარჩუნოს თავისი სიცოცხლე. საზოგადოებაში არანაირ პროგრესს არ ექნებოდა ადგილი. იგივე განუვითარებლობა იმეფებდა, რომელიც მანამდე არსებობდა. ცხოვრება გაგრძელდებოდა, როგორც წვალება ყველასათვის და მათი ერთადერთი შესაძლებლობა ის იქნებოდა, რომ ემუშავათ მთელი დღე მხოლოდ არსებობისათვის.

ჩვენ შემთხვევაში ვთქვათ, რომ 99 ადამიანმა არ შეუშალა ხელი მეასე ადამიანს აზროვნებაში და ამის საპასუხოდ მთლიანად საზოგადოებაც გამდიდრდა. წარმოვიდგინოთ, რომ მალე ამ საზოგადოებაში შეიქმნა 100 ოჯახი. როდესაც ბავშვები გაიზარდნენ ნათელი გახდა, რომ მათ უნდა ესწავლათ ცხოვრების გზა. რადგან ჯერ კიდევ არ იყო საკმარისი წარმოება, მეასე ადამიანს შეეძლო გამოეთავისუფლებინა რომელიმე მათგანი თავისი სამუშაოდან და მიემართა ახალგაზრდების სწავლებისკენ.

ზემოაღნიშნულის შედეგად, როდესაც განათლების დონე გაიზარდა, ბუნების სილამაზეც ნათელი გახდა. ადამიანებმა დაიწყეს მცენარეებისა და ცხოველების ნახატებში დაფიქსირება და ხელოვნებაც დაიბადა. ბგერებმა, რომლებიც ესმოდათ ბუნებისა და ადამიანებისაგან, შესაძლებელი გახადა ხელოვნების განვითარება. შრომის დანაწილების შედეგად შესაძლებელი გახდა, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც კარგად გამოსდიოდათ ხატვა და მუსიკა, მთელი თავიანთი დრო ხელოვნებისათვის დაეთმოდ, ხოლო შემდეგ შექმნილი ნახატები და ნაწარმოებები საზოგადოებისათვის შეეთავაზებინათ კონკრტული პროდუქტის სანაცვლოდ.

ამ განვითარების გაგრძელებასთან ერთად, როდესაც საზოგადოების თითოეული წევრი თავისი შრომის ნაწილს ცვლიდა ერთმანეთში, ადამიანები უფრო მეტად დამოკიდებულნი გახდნენ სხვების ძალისხმევაზე. ამრიგად, თუ შურიანი, ბოროტი და უსამართლო კანონები არ შეზღუდავს პატიოსან მეწარმეებს, რომლებსაც სარგებელი მოაქვთ ყველასათვის, მაშინ პროგრესი მუდმივად გაგრძელდება.

კიდევ არის საჭირო მეტის თქმა, რომ დავამტკიცოთ საწარმოსაგან მოგების მიღების შესაძლებლობა სხვების შრომის მითვისების გარეშე და, რომ საწარმო აადვილებს ყველა ადამიანის ცხოვრებას?

ეს პრინციპები ისევე მუშაობს ისეთ დიდებულ ერში, როგორიც ეს ამერიკის შეერთებული შტატებია, როგორც ჩვენს წარმოსახვით საზოგადოებაში. კანონები, რომლებიც კლავენ სტიმულს და აზიანებენ პატიოსან მეწარმეს, აფერხებენ პროგრესს. ნამდვილი მოგება არ არის ის, რისიც უნდა გვეშინოდეს, რადგან ის მუშაობს ყველას სასარგებლოდ.

ჩვენ უნდა ვცადოთ ახლის შენება ნაცვლად იმისა, რომ დავანგრიოთ ის, რაც სხვებმა ააშენეს. ჩვენ უნდა ვიყოთ სამართლიანი სხვა ადამიანების მიმართ, წინააღმდეგ შემთხვევაში ცხოვრება არ იქნება ჩვენს მიმართ სამართლიანი.

პატივისცემით,

ბაბუა

ავტორის შესახებ

ფრედ ი. კენტი (1869-1954) გახლდათ ამერიკელი ბანკირი და საერთაშორისო სავალუტო ოპერაციების ექსპერტი, რომელმაც თავისი კარიერის უდიდესი ნაწილი გაატარა „Bankers Trust Company“-ში. იგი გრეთვე აქტიურად იყო ჩართული ისეთი ორგანიზაციებში, როგორებიცაა „ამერიკის ბანკირთა ასოციაცია“ და „საერთაშორისო სავაჭრო პალატა“. საერთაშორისო ფინანსური სისტემის განვითარებაში შეტანილი წვლილის სანაცვლოდ ფრედ ი. კენტი 1917 წელს დანიშნულ იქნა ნიუ-იორკის ფედერალური სარეზერვო ბანკის მმართველის მოადგილედ.

ავტორი: ფრედ ი. კენტი;  ინგლისურიდან თარგმნა: გივი კუპატაძემ

გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Comments are closed.