ფრაზები დათო ტურაშვილის “ჯინსების თაობიდან.”

0

1983 წელს რამდენიმე ქართველმა ახალგაზრდამ საბჭოთა საქართველოდან თვითმფრინავის გატაცება და ამ გზით ამერიკაში მოხვედრა სცადაგულუბრყვილო მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, რომელსაც მსხვერპლიც მოჰყვა თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრებსა და მგზავრებს შორის. დაიღუპნენ გამტაცებლებიც, მათი უმეტესობა კი სასამართლოს წინაშე წარსდგა. 

ტერორიზმის ბრალდებით დაპატიმრებულ ახალგაზრდებს, ფეხმძიმე გოგონას გარდა, საბჭოთა ხელისუფლებამ სასჯელის უმაღლესი ზომა, დახვრეტა მიუსაჯა. სიკვდილით დასაჯეს ადამიანიც, რომელიც თვითმფრინავში საერთოდ არ მჯდარა, მაგრამ გამტაცებლების მეგობარი იყო. ,,თვითმფრინავის ბიჭების საქმეთანამედროვე, პოსტსაბჭოთა საქართველოში ჯერ კიდევ აქტუალურია. დღემდე კამათობენ იმაზე, სინამდვილეში ვინ იყვნენ ეს ახალგაზრდები: ჩვეულებრივი ტერორისტები თუ გმირები, რომლებიც საბჭოთა ხელისუფლებას დემონსტრაციულად დაუპირისპირდნენ. 

დათო ტურაშვილის წიგნი ,,ჯინსების თაობასწორედ ამ ტრაგიკულ ისტორიას ეძღვნება.

გთავაზობთ რამოდენიმე ფრაზას დათო ტურაშვილისინსების თაობიდან.:

” წარსულს თურმე დაბრუნებაც შეუძლია და განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ იმ წარსულს ჩვენ თვითონაც არ ვშორდებით .“

” ზოგჯერ ადამიანის ამოცნობაც ისეთივე შეუძლებელია, როგორც სამყაროსი, რომელიც ისეთივე დიდია როგორც ის ტიალი მინდორი.”

” მსხვერპლი ყველგან არის სადაც იარაღია.“

” -მაინც რატომ არ გეშინია არაფრის?
– იმიტომ, რომ სიყვარულის არ მეშინია.“

უფროსების მოტყუება ყოველთვის უფრო ადვილიავიდრე პატარების..”

” ოფიციალური იმედი არ არსებობს იმედი ერთია, ის შენია და შეგიძლია ამით იცოცხლო .“

“იქ სადაც ადამიანის სიკვდილი 14 მანეთი ღირდა ადამიანის სიცოცხლეს რა ფასი ექნებოდა .“

მოამზადა გიორგი მელიავამ

გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply