ფილოსოფიური ზღაპარი წყენის შესახებ

0

წყენა ჩუმი და პატარა ცხოველია, რომელსაც მოვლა და მზრუნველობა სჭირდება. თუ მისდამი ყურადღებას გამოიჩენთ, არაფერს გავნებთ, მთავარია – არ მისცეთ უფლება, თქვენს სახლში დაიმკვიდროს ადგილი. თუკი გულში ჩაიდებთ, ძალიან ცუდ შედეგს გამოიღებს.

მას შემდეგ, რაც ეს პატარა და ერთი შეხედვით უწყინარი ცხოველი ადამიანის სხეულში დაიმკვიდრებს ადგილს, ადამიანი კარგავს მოსვენებას. მიუხედავად იმისა, რომ ცხოველს სხეულის დატოვება უნდა, ადამიანი არ აძლევს ამის უფლებას. პატარა კი, დაჟინებით ითხოვს გათავისუფლებას.

არიან ადამიანები, რომლებიც წყენას ადვილად ივიწყებენ და ათავისუფლებენ მას, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც არ უშვებენ სხეულიდან, ინახავენ დიდხანს და თითქმის ყოველ ღამით მასზე ფიქრობენ. ისინი წყენას გულში იტოვებენ და არ აძლევენ საკუთარ თავს მისი დავიწყების საშუალებას.

დროთა განმავლობაში, ცხოველი, რომელიც ადამიანის სხეულშია გამომწყვდეული, ეგუება გარემოს, აღარ ითხოვს გათავისუფლებას. ნელ-ნელა ის ჭამს ადამიანს, იზრდება სხეულში, ხდება უფრო დიდი და აუტანელი. წყენა ფესვებს იდგამს და რაც უფრო იზრდება, მით უფრო უძლური ხდება ადამიანი. ცხოველი სუქდება, ადამიანი კი – თანდათან კარგავს საკუთარ თავს.

ნუ დაიტოვებთ წყენას გულში, ის ხომ უმწეო და უსუსურია, გაათავისუფლეთ ეს პატარა ცხოველი, გაუშვით დედასთან და მერწმუნეთ, თავს უკეთესად იგრძნობთ.

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply