უსიამოვნო სიურპრიზი (სახალისო ისტორია)

0
ბილი სტუდენტი იყო და ნიუ იორკის ერთ–ერთი ცათამბჯენის 75–ე სართულზე ჰქონდა ბინა ნაქირავები. ერთ დღეს მას სტუმრად, მისი მშობლიური ქალაქიდან, ბავშვობის ორი მეგობარი ჯონი და სკოტი ეწვივნენ. ბიჭები კარგად გაერთნენ და გვიან ღამით კარგ ხასიათზე დაბრუნდნენ სახლში,სადაც ძალზედ უსიამოვნო სიურპრიზი დახვდათ – ლიფტი ტექნიკური გაუმართაობის გამო არ მუშაობდა. საშინელი ამბავი იყო, თუმცა ბიჭებს არ სურდათ დალოდებოდნენ, თუ როდის გაკეთდებოდა ლიფტი და გადაწყვიტეს ფეხით ასულიყვნენ.

“მოდით ასე მოვიქცეთ 25–ე სართულის ჩათვლით მე მოგიყვებით ანეკდოტებს, შემდეგი 25 სართულის განმავლობაში სკოტი გვიმღერებს და ბოლო 25 სართულის განმავლობაში ბილი მოგვიყვება თავისი ცხოვრების ყველაზე სევდიან ისტორიებს” – შესთავაზა მეგობრებს ჯონმა.

26–ე სართულზე ჯონმა შეწყვიტა ანეკდოტების მოყოლა და სკოტმა სიმღერა დაიწყო. 51–ე სართულზე სკოტმაც შეწყვიტა ღიღინი და ბილის ჯერი დადგა.

“ძალიან მიმძიმს, ჩემი ცხოვრების ყველაზე სევდიანი ისტორია მოგიყვეთ “– თქვა ბილმა. მგონი, ბინის გასაღები მანქანაში დამრჩა…

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply