"უსარგებლო გრძნობა"

0

ერთხელ,ერთი კაცი გრძნობების მაღაზიაში შევიდა.ხედავს დახლებს სათითაოდ აწერია: სიცრუე,შური,ბოღმა,ამპარტავნება,შურისძიება და ა.შ.მაგრამ დახლები ცარიელია. რატომ არის ცარიელი?-იკითხა კაცმა.
ისეთი სისწრაფით იტაცებენ ადამიანები,შევსებას ვეღარ ავუდივარ-აუხსნა ნოქარმა–ხვალ ადრიანად მოდი და იქნება შენც შეგხვდეს რამე. 
კაცი გამობრუნდა და ის იყო უნდა გასულიყო,რომ ნოქარმა მიაძახა-მაქვს ერთი გრძნობა,დახლქვეშ მიგდია,მაინც არავინ კითხულობს და თუ გინდა ისე გაჩუქებ.წაიღე,ტყუილად ადგილს იკავებს და უკვე ობიც მოედო. რა გრძნობაა ასეთი?-ჰკითხა გაოცებულმა კაცმა. სიყვარული ჰქვია-უპასუხა ნოქარმა. კაცმა შეიძინა სიყვარული და დამწუხრებულმა დატოვა მაღაზია. 
შეგონება: ზოგჯერ რაც ყველაზე ძვირფასია,ადამიანების ყურადღების მიღმა რჩება.

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply