უკან დასახევი გზა . . .

0
მჯერა ყველასათვის მიუციათ ასეთი ჩვევა : ,,სჯობს უკან დასახევი გზაც დაიტოვო”. მინდა ეს ისტორია წაიკითხოთ და დაფიქრდეთ.
უხსოვარ დროში ორ ქალაქსახელმწიფოს შორის სამკვდრო–სასიცოცხლო ბრძოლა მიმდინარეობდა. იმ ქალაქს, რომელიც თავს იცავდა 5ჯერ უფრო ნაკლები ჯარი ჰყავდა, ვიდრე მას ვინც თავს ესხმოდა. გადამწყვეტი ბრძოლის დროც დადგა.
დამცველ ჯარს ორი არჩევანი ჰქონდა:
1.უნდა ებრძოლათ სისხლის ბოლო წვეთამდე თავისზე ბევრად უფრო მრავალრიცხოვანი არმიის წინააღმდეგ.
2.დაეხია უკან, დაეტოვებინათ ქალაქი მტრისათვის და დაეწვათ მდინარეზე გადებული ხიდი, რომელიც ქალაქიდან გასაქცევი ერთადერთი გზა იყო.
გაიმართა თათბირი გენერლები ბრძოლის გაგრძელებას უაზრობად მიიჩნევდნენ და მთავარსარდალს შთააგონებდნენ, რომ თავის გადასარჩენად მეორე ვარიანტი აერჩიათ.
– კარგით, ვწვავთ ხიდს – თქვა მთავარსარდალმა.
– თუმცა ქალაქიდან არავინ არ გავა –დაამატა მან.
საშინელი მდუმარება ჩამოვარდა.
ეს ხომ აშკარა სიკვდილს ნიშნავს – ფიქრობდნენ გენერლები. თუმცა სახელგანთქმულ მთავარსარდალთან შეწინააღმდეგება ვერავინ გაბედა.
მე დღეს არ გიბრძანებთ, რომ იბრძოლოთ. მე გიბრძანებთ, რომ მოკვდეთ ! ! ! ხედავთ? ყველა უკან დასახევი გზა მოჭრილია, შეხედეთ სიკვდილს თვალებში . . .  დღეს ან ყველანი დავიხოცებით ან გავიმარჯვებთ და ყველას დავუმტკიცებთ, რომ არავის ამ ქვეყნად არ შეუძლია, რომ თავისუფლება წაგვართვას ! –  ასე მიმართა თავის არმიას მთავარსარდალმა ბრძოლის წინ.
და მათ ეს შეძლეს და გაიმარჯვეს . . .
ყველაზე ძლიერები და მიზანმიმართულებები სწორედ მაშინ ვხდებით, როდესაც უკან დასახევი გზა აღარ გვაქვს. ნუ დაიხევთ უკან. დაწვით ყველა ხიდი, რომელიც თქვენს დამარცხებასთან გაკავშირებთ . . .
გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply