უკანასკნელი წერილი

0
წყვილი ღამის კინოსეანსიდან სახლში ბრუნდებოდა. ბიჭი ავტომობილს ღრმად ჩაფიქრებული მართავდა და თითქოსდა რაღაც ავისმომასწავლებელი მდუმარება იყო ჩამოვარდნილი შეყვარებულთა შორის. ბიჭი ფიქრობდა და ვერაფრით აეხსნა საყვარელი გოგონას ის უჩვეულო მოქმედებები, რომელთაც იგი ბოლო ხანებში ბიჭთან ურთიერთობისას ამჟღავნებდა.
ჩაფიქრებული ბიჭი გოგონას მიერ მოულოდნელად დარღვეულმა მდუმარებამ გამოარკვია.
– გთხოვ, გააჩერე ავტომობილი, შენთან საუბარი მსურს.
– ვიდრე რაიმეს მეტყოდე, გთხოვ ეს წერილი აიღე, თუმცა დამპირდი, რომ როცა სახლში მიხვალ, მაშინ წაიკითხავ – უთხრა ბიჭმა გოგონას და გაუღიმა. რაღაც ღრმა, დამაფიქრებელი და სევდიანი შეიმჩნეოდა მის ღიმილში.
გოგონამ გამოართვა წერილი და მოსასხამის ჯიბეში ჩაიდო.შემდეგ კი ბიჭს გაუმხილა, რომ აღარ უყვარდა და რომ ისინი ამ ურთიერთობას ვეღარ გააგრძელებდნენ.
ამ დროს ქუჩაზე სადაც მათი ავტომობილი იყო გაჩერებული სწრაფად მოძრავმა ავტომობილმა ჩამოიქროლა, რომელსაც ნასვამი მძღოლი მართავდა და მათ მანქანას დაეჯახა.
ბიჭი იქვე დაიღუპა, გოგონა კი სასწაულით გადაურჩა სიკვდილს. იგი დიდხანს იწვა უგონოდ საავადმყოფოში და როდესაც გონს მოვიდა მაშინვე თავისი მოსასხამი მოითხოვა.
მოსასხამის ჯიბეში კვლავ იდო ბიჭის მიერ დატოვებული წერილი, რომელშიც ეწერა:
შენს გარეშე წამითაც კი ვერ ვიცოცხლებ…
გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply