უდიპლომო მილიარდერები

0
თუ საშუალო სკოლის ატესტატი ვერ აიღეთ და თუ საბაზო საფეხურის შემდეგ სკოლიდან გამოხვედით, ან თუ ხელს არ გიმშვენებთ რომელიმე პრესტიჟული უმაღლესი სასწავლებლის დიპლომი, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ კარიერის უმაღლესი მწვერვალებისკენ გზა მოჭრილი გაქვთ. უცნაურია, მაგრამ მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა უმრავლესობა სასწავლებლებიდან არიან გარიცხულნი. ნახეთ რამდენიმე მათგანის ისტორია.
ბილ გეითსი -(67 მილიარდი დოლარი) კომპანია მაიკროსოფტის დამფუძნებელი და წლების მანძილზე მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი. მან ჰარვარდის უნივერსიტეტში სწავლას თავი დაანება, რადგან მთელ დროს მის მიერ დაარსებულ კომპანიას უთმობდა და სწავლისთვის აღარ ეცალა.
სტივ ჯობსი -(5.7 მილიარდი დოლარი) კომპანია apple -ის დამფუძნებელი. მან საბაზო საფეხურის დამთვარების შემდეგ კოლეჯში ჩააბარა, საინადაც პირველივე სემესტრიდან წამოვიდა, რადგან სწავლის ფულის გადახდა არ შეეძლო.
მარკ ცუკერბერგი-(13,3 მილიარდი დოლარი) facebook -ის დამფუძნებელი.მან მეორე კურსიდან მიატოვა ჰარვარდის უნივერსიტეტი.
ჰენრი ფორდი -(18 მილიარდი დოლარი) კომპანია ფორდ მოტორსის დამფუძნებელი. მას სკოლის კედლები არასდროს უნახავს.
ამენსიო ორტეგა– ( 57 მილიარდი დილარი )ზარას დამფუძნებელი. ის 14 წლის იყო როცა სკოლიდან გარიცხეს. მუშაობა დაიწყო ტანსაცმლის მაღაზიაში რათა თავი ერჩინა თუმცა, მოგვიანებით თვითონ დაარსა ტანსაცმლის კომპანია და დიდ წარმატებასც მიაღწია.
უდიპლომო მილიარდელების სიაში ასევე არიან ჯორჯ არმანი, კოკო შანელი, ჯორჯ სოროსი, რომან აბრამოვიჩი, მაიკლ დელლი და ასე შემდეგ. ატესტატის უქონელი მილიარდელების მთლიანი ქონება 260 მილიარდი დოლარია. Cambridge, Mass.-based Forrester Research- კვლევის თანახმად ამერიკელ მილიონეთრა 20 პროცენტს არ აქვს სრული საშუალო განათლება. მიუხედავად ზემოთქმულისა, ჩამოთვლილი ადამიანები მაინც იღბლიან გამონაკლისად შეგვიძლია მივიჩნიოთ, რადგან კვლევების თანახმად, ამერიკაში უმაღლესი განათლების მქონეთა შემოსავალი დაახლოებით 10-ჯერ აღემატება დიპლომის არ მქონეთა შემოსავლებს. ზემოთ ჩამოთვლილ წარმატებულ ადამიანებს აერთიანებთ ერთი რამ: მათ თავიანთი დრო და ენერგია მიუძღვნეს საყვარელი საქმის კეთებას. მიზნის მიღწევის მთავარი არსიც ხომ ეს არის: იპოვნო საყვარელი საქმე და შემდეგ აკეთო უფრო და უფრო კარგად.
ავტორი/მომწოდებელი: rcs.ge სასწავლო კვლევების ცენტრი

კომენტარები

შეთავაზებები

არასამთავრობო ორგანიზაცია სასკოლო კვლევების ცენტრი დაფუძნდა 2012 წლის 1 ნოემბერს. ორგანიზაციის მიზანია საფუძვლიანად შეისწავლოს ზოგადი განათლების სფეროში არსებული პრობლემები და დასახოს მათი გადაწყვეტის გონივრული გზები.

Leave A Reply