უბრალო ადამიანის ლამაზი გრძნობები

0

1. სიყვარული – ეს არის ლოცვა,როდესაც დღე და ღამე ანგელოზებს ევედრები,რომ დაიფარონ  შენი სიყვარული ფრთებით.

2. მეგობრობა –  გეხმარება გაუძლო პატარ–პატარა ცხოვრებისეულ პრობლემებს.

3. დედა – ეს არის ადამიანი,რომელიც შენს სულში ცოცხლობს.  დედა ,რომელიც როდესაც ავად ხარ ყველაფერს ჩაის ფინჯანში აწყობს:  შემოდგომის ფოთლებს და წვიმის წვეთებს,სიყვარულს და სითბოს, სიხარულს და მონატრებას.

4. ერთგულება – ხშირად გამომიცდია ღალატი,მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც  ვიცი რას ნიშნავს ერთგულება.ყოველთვის როდესაც ჩემს ნაშრომებს რედაქციაში ვაგზავნი ჩემს რედაქტორს ყოველთვის დღის სინათლეზე გამოაქვს ჩემი ნაწერები.არასდროს მაკრიტიკებს და არასდროს ინახავს ჩემს ნაწერებს თაროზე.არასდროს ფიქრობს რომ მკითხველები დაიღალნენ ჩემი სახელის ხსენებით. ყოველთვის ჟურნალის  მთავარ გვერდზე აზიარებს ჩემს მოთხრობებს.ჩემთვის სწორედ ეს არის ერთგულება.

5. წვიმა – ეს არის ჩემი ცრემლები,რომლებიც მაშინ მოდის ციდან როცა მგონია,რომ ტირილი აღარ შემიძლია.

6.ღიმილი – უნდა იყოს გულწრფელი,მაგრამ ხშირად ყალბია,მაგრამ ამაზე უარესი ზოგჯერ ტკივილით არის სავსე.

7.ნოტები – ეს თავად ჩემშია.როდესაც სევდა შემომაწვება მდინარის პირას მივდივარ და ვუსმენ გულიდან წამოსულ  ნოტებს,ისინი ყოველთვის განსაკუთრებულ მელოდიას ქმნიან.

8.მეუღლე – ადამიანი,რომელმაც ჩემი სული დაინახა,მაგრამ მაინც მოსწონს როდესაც ლამაზი კაბა მაცვია და მასთან ერთად მივუყვები ოქროსფერი ფოთლებით სავსე ქუჩას.

9.წყალი – ეს არის საოცარი სურნელი ჩემთვის.წყალს ყველაზე უბრალო,თუმცა უკვდავების სურნელი აქვს.

10.მზე – მასთან  მივდიოდი ყველაზე ხშირად სანამ პატარა მეყოლებოდა.ვიჯექი და მზის სხივებით ვთბებოდი..შემდეგ მზემ მაჩუქა პატარა და სამუდამოდ გამითბა გული.

11.ჩემი ცა,ჩიტები,ყვავილები – ესენი მაძლევენ იმედს,რომ სიცოცხლე არასდროს მთავრდება.

12.ვარსკვლავები – დაძინების წინ მიამბობენ სულელურ ზღაპრებს.მე კი ყველაფერი მჯერა,რასაც ყვებიან.

13.წიგნები –– ყოველი კარგი წიგნის წაკითხვის შემდეგ ვგრძნობ, როგორ ეცემა ჩემს სულში თოვლის ფიფქები,როგორ უბერავს შემოდგომის ცივი ქარი და როგორ ეხეთქება მდინარეს გაცოფებული ტალღა. კარგი რომანის წაკითხვის შემდეგ  კი ყოველთვის თავიდან ვარ  შეყვარებული.

14.თუმცა ჩვენი აზრები – კარგ წიგნზე მნიშვნელოვანი მგონია.თითოეული ადამიანის აზრები გენიალურია.

15.ფილმები – ეს არის კადრები რომლებიც არსებობენ ჩვენს გონებაში და უბრალოდ  მათ რეჟისორები  იღებენ  კამერით და ნამდვილ ბეთსელერებს ქმნიან.

16.ოცნება – ეს არის სიუჟეტი,რომელსაც გონება ქმნის დაძინების წინ.

17.სიზმრები – მოწყენილი სულის წამალია.

18.ღვინო – ახლა მაგიდაზე მიდგას წითელი ღვინით სავსე ბოკალი და ვხვდები რას გრძნობდა ღვინის ღმერთი – დიონისე.

19.ღმერთი – ნუგეშია,რომელიც მაშინ მოდის შენთან როდესაც ყველაზე მეტად გტკივა.

20.ინტერნეტი – მეხმარება ვიპოვო ადამიანები,რომლებიც დიდი ხანია არსებობენ ჩემს გულში.

21.იღბალი – როდესაც შენი ჩანაწერები პერიოდულად ქვეყნდება “ჟურნალ ოთხ მოტივში.”

22.მოგზაურობა – ეს არის შეხვედრა საკუთარ თავთან.მე ხომ მთელ სამყაროში ვარ.ზოგჯერ მდინარის პირას ვზივარ,ზოგჯერ მთებში ვარ გადაკარგული.ზოგჯერ ქვიშის მარცვლებს ვითვლი,ზოგჯერ კი უბრალოდ წიგნებში ვცხოვრობ.

გაზიარება:

დააფიქსირეთ თქვენი აზრი:

Loading Facebook Comments ...

კომენტარის დატოვება



მიყვარს წერა. ვოცნებობ გავხდე მწერალი.