უაზრო მიზნები

0
შენიშვნა: ავტორი უცნობია. თარგმანი 4motivi.com
ერთ გლეხს ჰყავდა ძაღლი, რომელიც მუდამ ფერმის გზის ნაპირზე იდგა. ელოდებოდა მანქანებს და როდესაც ისინი გამოჩნდებოდნენ გამოეკიდებოდა და უყეფდა მათ.
ერთხელ გლეხს მისმა მეზობელმა ჰკითხა:
– როგორ ფიქრობ შენი ძაღლი რას აკეთებს? ცდილობს, რომ დაიჭიროს ავტომობილი, თუ მისი შეშინება უნდა?
– ეს დიდად არ მადარდებს- უპასუხა მას გლეხმა. ერთადერთი რაც ამ საკითხში ჩემს  გაბრაზებას იწვევს არის ის, რომ ჩემმმა ძაღლმა არ იცის რას იზამდა მაშინ, თუ  ამ ავტომობილს მართლა დაიჭერდა . . .
მიზნის მიღწევის ამბიციას შესაბამისი ძალა,ნიჭი და ცოდნა სჭირდება. და სამწუხაროა,რომ რეალურ ცხოვრებაშიც ძალიან ბევრი ადამიანი  ბაძავს ამ გლეხის ძაღლს  და მასსავით უაზრო მიზნებს ეკიდება . . .

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply