ტურისტის ფულით გასტუმრებული ვალები (იგავი)

0

ეს ამბავი ერთ პატარა ქალაქში მოხდა, რომელშიც ერთხელ მდიდარი ტურისტი ჩავიდა. მან სასტუმროს მეპატრონეს საწინდარი 100$ დატოვა და ოთახების დასათვალიერებლად ზედა სართულზე ავიდა. სასტუმროს მეპატრონემ როგორც კი ფული მიიღო, დრო არ დაუკარგავს, მაშინვე ყასაბთან გაიქცა და ვალი მიუტანა. ყასაბი, ფულით ხელში, ფერმერთან წავიდა და ხორცის ვალი მიუტანა. ფერმერმა ავტოსახელოსნოს ვალი გადაიხადა. ავტოსახელოსნოს მეპატრონე ადგილობრივ მაღაზიაში წავიდა და ნისიად გატანილი პროდუქტების ვალი გადაიხადა. მაღაზიის მეპატრონემ შვილის ძიძის ვალი გაისტუმრა, ხოლო ძიძა სასტუმროში გაიქცა და მის ქორწილში ჩამოსული ნათესავებისთვის დაქირავებული ოთახების ვალი გაისტუმრა. ამ დროს, ტურისტი უკან მობრუნდა. მან ვერ ნახა შესაფერისი ოთახი, უკან აიღო თავისი ფული და წავიდა.

ვერავინ ვერაფერი ვერ მიიღო, მაგრამ ქალაქი ვალებისგან გათავისუფლდა!

ხანდახან, სულ მცირე რამ არის საჭირო, დიდი პრობლემის მოსაგვარებლად.

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

Leave A Reply