ტონი რობინსი – დაიწყეთ 2019 წელი ახალი მიზნებით

0

გარდაიქმნა იმ ადამიანად, რომელიც გსურს იყო,  სულაც არ არის რთული. სცადეთ ეს ახალ 2019 წელს და შეიმუშავეთ მიზნები, რაც საწადელის მიღწევაში დაგეხმარებათ. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას ტონი რობინსის ნააზრევზე დაყრდნობით.

გამოკვებეთ გონება

როგორც ტონი რობინსი ამბობს: „ამისთვის აუცილებელია რაიმე ახალი ცოდნის შეძენა. სხვა შემთხვევაში, თქვენ შეინარჩუნებთ მხოლოდ ძველ შეგრძნებებს, ფიქრებსა და ემოციებს, რაც ახალ დონეზე სულაც არ აგიყვანთ“.

გააძლიერეთ სხეული

გააძლიერო გონება ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მაგრამ თანაბრად მნიშვნელოვანია გააძლიერო მასთან ერთად საკუთარი სხეული.

“თქვენ უდავოდ დეპრესია გემუქრებათ, თუ ჩამოყრით მხრებს, ჩაქინდრავთ თავს, ისაუბრებთ ნელა და იფიქრებთ იმაზე, თუ რისი გეშინიათ” – ამბობს რობინსი, “მაგრამ თუ თქვენ გაიქცვით წინ მუსიკის ხმაზე და გულის ფეთქვას იგრძნობთ, თქვენი სხეული და გონება, ორივე იქნება ენერგიული და ნათელი. ასე, შეძლებთ უკეთესად ფოკუსირებას თქვენს სურვილებზე.”

იპოვნეთ ის, ვინც თქვენთვის მაგალითი გახდება

თუ  გსურთ საუკეთესო წელიწადი ცხოვრებაში, მაშინ უნდა იპოვნოთ ადამიანი, ვინც მაგალითი გახდება თქვენთვის, ვინც უკვე მიაღწია იმ შედეგს, რისკენაც ისწრაფით.

იმოქმედეთ

ეს  მარტივია: გადადგით დიდი ნაბიჯი წინ. გახსოვდეთ, იყავით მოქნილები და თუ საჭიროა შეცვალეთ კურსი.

გამოდით საკუთარი თავიდან

იმის ნაცვლად, რომ 100%-ით საკუთარ მიზნებსა და მიღწევებზე ფოკუსირდეთ, ეძიეთ გზა სხვათა დასახმარებლად.

“ბანალურად ჟღეს, მაგრამ ცხოვრების არსი გაცემაშია და ეს არის ის, რაც ჩვენ გვაგრძნობინებს სიცოცხლეს.” – ამბობს რობინსი.

21 წლის ტონი რობინსი კალიფორნიის ციხეში მუშაობდა მოხალისედ. იქ, ის დაუახლოვდა თავის ტოლ კაცს, რომელიც მკვლელობაში იყო ეჭვმიტანილი. ცდილობდა დახმარებოდა მას, რათა გაეძლო ემოციურად. ტონის თქმით, დაეხმარო სხვას პრობლემის გადაჭრაში იწვევს გარკვეულ ზემოქმედებას ჩვენზე,მაგალითად:

  1. ამცირებს საკუთარი პრობლემის ინტენსივობას;
  2. ცხოვრებას აძლევს უფრო მეტ მნიშვნელობას;

ცხოვრება არ არის “მხოლოდ მე” არამედ “ჩვენ”. თუ 2019 წელს წარმატებული ცვლილებების შეტანას აპირებთ მასში, საკუთარ თავს შემდეგი კითხვები უნდა დაუსვათ:

რას ვაკეთებ აქ?

რა არის ჩემი ძირითადი მისწრაფება?

რა რესუსრები გამაჩნია ამ მისწრაფების მისაღწევად?

რისი გაკეთება მჭირდება, რათა შევცვალო ჩემი ცხოვრება?

როგორ შემიძლია მივაღწიო მას?

და ბოლოს, მიუხედავად იმისა რის შეცვლას აპირებთ ცხოვრებაში, დარწმუნდით, ეს ნამდვილად მნიშვნელოვანია თქვენთვის.

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო, საგანმანათლებლო და ანალიტიკური ინტერნეტ-პორტალი

Leave A Reply