ტონინო გუერა “ცხოვრება დაუწერელი კანონებითაა სავსე”

0

ერთი მეგობარი მყავდა, გლეხი ელიზეო. ის სოფლის განაპირას, მდინარესთან ცხოვრობდა. ერთხელ ვკითხე: “ღმერთი არსებობს?” ელიზეო ერთხანს დუმდა, მერე კი მიპასუხა: “რომ ვთქვა, ღმერთი არსებობს – შეიძლება მართალი არ იყოს. მაგრამ თუ იტყვი, რომ არ არსებობს – ეს შეიძლება უფრო დიდი ტყუილი გამოდგეს…” ლამაზია, არა? დედაჩემმა წერა-კითხვა არ იცოდა. მაგრამ ერთხელ გავიგონე, რომ ლათინურად რაღაცას ხმამაღლა ამბობდა. “დედა, გესმით ლათინური?” – ვკითხე მას. “მე არ მესმის, – მიპასუხა დედამ, – მაგრამ ღმერთი გაიგებს…” არცთუ ისე დიდი ხნის წინ ფლორენსკი გადავიკითხე. ის წერს, რომ თუ ქრისტიანი ლოცვას წაიკითხავს, ბოლომდე რომც არ ესმოდეს, – სულერთია მისი სიტყვები ღმერთთან მაინც მიაღწევს. აი, ინებეთ, უდიდესი ფილოსოფოსი და გაუნათლებელი ქალი სხვადასხვანაირად, მაგრამ ცხოვრების ერთნაირ გაგებამდე მივიდნენ. ცხოვრება დაუწერელი კანონებითაა სავსე, მათ ამოხსნას ყველანი ვცდილობთ. გამონათებები კი შეიძლება უბრალო ადამიანსაც ჰქონდეს.

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply