ტატუირება ერთიორად ზრდის მამაკაცის ინტერესს

0
არც ისე დიდი ხნის წინათ ამერიკულ ჟურნალ “ფსიქოლოგიაში” გამოქვეყნდა კვლევა, რომლის მიხედვითაც ტატუირება ერთი-ორად ზრდის ქალთა მიმართ მამაკაცთა ინტერესს.
წელს, ფრანგი ფსიქოლოგი ნიკოლას გუჟენი, ატლანტის ოკეანის სანაპიროზე სპეციალური კვლევის ჩასატარებლად გაემგზავრა.
ფსიქოლოგმა თან რამოდენიმე მანეკენი გოგონა წაიყვანა, რომლებიც შემდგომში სანაპიროზე იწვნენ, ხოლო პროფესორი და მისი ასისტენტები აკვირდებოდნენ მათ. გოგონები გარკვეული დროის მანძილზე მალავდნენ ტატუირებას და განსაზღვრული დროის განმავლობაში აჩენდნენ.
მკვლევარები ითვლიდნენ, რამდენჯერ მიუახლოვდნენ გოგონებს მამაკაცები და სცადეს გამოლაპარაკება.
იმ პერიოდში როდესაც ტატუირებას მალავდნენ გოგონებს გამვლელ მამაკაცთა 10%, ხოლო ჩვენთვის მეტად საინტერესო შემთხვევაში 24% გამოელაპარაკა. და არამარტო:  ტატუირებამ შეამცირა საშუალო დროის ინტერვალი, რომლის განმავლობაშიც მამაკაცები ცდილოდნენ ურთიერთობა გაებათ გოგონებთან. როდესაც გოგონები ტატუირებას არ მალავდნენ მამაკაცები მათთან საშუალოდ 24 წუთის ინტერვალში ჩერდებოდნენ და ცდილობდნენ გასაუბრებას, სხვა შემთხვევაში კი საშუალოდ 35 წუთის ინტერვალში.
ისიც აღსანიშნავია,რომ როცა კვლევის “უნებლიე” მონაწილე მამაკაცები გამოკითხეს, აღმოჩნდა, რომ მათი სითამამე სწორედ ტატუირებამ განაპირობა, მათი აზრით გოგონები, რომლებიც ტატუირებას ატარებდნენ მათთან საუბარზე უარს არ იტყოდნენ.
არა აქვს მნიშვნელობა როგორ, შეიძლება ბევრ გოგონას გაუჩნდეს პროტესტი, რომ მამაკაცები არასწორად აღიქვამენ ტატუირებას გოგონაზე და რომ ისინი სულაც არ აპირებენ ამით მამაკაცების შეცდომაში შეყვანას, თუმცა ნათელია რომ საზოგადოებაში ტატუირება მეტ თავისუფლებასთან ასოცირდება, როცა მამაკაცები უფრო მეტ სითამამეს თავისუფალი გოგონების მიმართ იჩენენ, შესაბამისად არის შესაძლებლობაც, რომ პროფესორის მოსაზრება სწორია და მართლაც ტატუირება ერთი-ორად ზრდის ქალის თაყვანისმცემელთა რიცხვს.
4motivi.com
გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply