ტარტუს უნივერსიტეტი – ტრადიცია და ინოვაცია წარმატებული მომავლისათვის

0

ტარტუს უნივერსიტეტი – რეგიონში საუკეთესო ადგილი უმაღლესი განათლების მისაღებად
დღეისათვის ტარტუს უნივერსიტეტი ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური, ინოვაციებზე ორიენტირებული და დიდი ტრადიციების მქონე სასწავლებელია ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ევროპაში. იგი ბალტიისპირეთში ერთადერთი უნივერსიტეტია, რომელიც მსოფლიოს 400 საკუეთესო სასწავლებელთა რიცხვს მიეკუთვნება. საერთაშორისო პერსონალი, უცხოელი სტუდენტების დიდი რაოდენობა, ინგლისური ენის მაღალი დონე და გლობალური აღიარება, ტარტუს უნივერსიტეტს საშუალებას აძლევს მსოფლიოს წამყვან ბრიტანულ და ამერიკულ სასწავლებლებს გაუწიოს კონკურენცია.

ტარტუს უნივერსიტეტი – ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრადიციების მქონე უნივერსიტეტი

ტარტუს უნივერსიტეტი 1632 წელს შვედეთის მეფემ გუსტაფ II ადოლფმა დააარსა. თავდაპირველად, მას დორპატის (დღეს ტარტუ) აკადემია ეწოდებოდა, რომელიც ძირძველი უპსალას უნივერისიტეტის მოდელის მიხედვით იქნა აგებული. კვლევისა და სასწავლო პროგრამების მრავალსაუკუნოვანმა ისტორიამ, ტარტუს უნივერსიტეტს ესტონეთში ერთადერთი კლასიკური უნივერსიტეტის სტატუსიც კი შეუნარჩუნა.

1802 წელს რუსეთის მეფემ ალექსანდრე I ტარტუს უნივერსიტეტი საიმპერატორო სასწავლებლად გადააკეთა. მოგვიანებით, ესტონეთის მიერ დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბების პირობებში, უნივერსიტეტმა გარკვეული დამოუკიდებლობაც კი მოიპოვა. 1944 წელს ტარტუში საბჭოთა კონტროლი გავრცელდა და 1989 წლამდე სწავლება ძირითადად რუსულ ენაზე მიმდინარეობდა.

ტარტუში სწავლობდნენ და მოგვაწეობდნენ ისეთი გამოჩენილი პროფესორები როგორებიცაა: ფრიდრიხ სტრუვე, ჰელმან ვონ იაკობი, ერნსტ ვონ ბაერი, ვილჰელმ ოსტვალდი, იური ლოტმანი, პოლ არისტე და სხვები.

ქალაქ ტარტუში პირველი ქართველი სტუდენტების შესახებ ჩანაწერი XX საუკუნის დასაწყისით თარიღდება. საბჭოთა დროს კი უნივერსიტეტის წარმატებული ქართველი კურსდამთავრებულები წამყვან ექიმებადაც კი გვევლინებოდნენ სამშობლოში.

ქალაქი ტარტუ – ბალტიისპირეთის სტუდენტური დედაქალაქი აქტიური სოციალური ცხოვრების თვალსაზრისით

სტუდენტური ცხოვრება ტარტუს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მარგალიტია. აქ სტუდენტი ხომ მთავარი მცნებაა! შესაბამისად, ცხოვრების ევროპული დონე მისაღებ ფასებთანაა ადაპტირებული.

„ტარტუ – ინოვაციური იდეების ქალაქია, სადაც ადვილია შეხვდეთ საინტერესო და პერსპექტიულ ახალგაზრდებს და გაიჩინოთ მეგობრები სამყაროს ყველა კუთხიდან“,- აღნიშნავს პოლინ კოურტი, ტარტუს უნივერსიტეტის მაგისტრანტი საფრანგეთიდან.

უცხოელი სტუდენტები, ხშირ შემთხვევაში, სხვადასხვა ტიპის ახლად გარემონტებულ და შედარებით დაბალფასიან საერთო საცხოვრებლებში არიან განთავსებულნი, რომლებიც ქალაქის ცენტრშია განლაგებული. კომფორტული ადგილმდებარეობა და საცხოვრებლის პირობები სტუდენტებს საუკეთესო გარემოს უქმნის, რათა უნივერსიტეტის აკადემიურ და სოციალურ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობა მიიღონ.

სტუდენტური დღეები – ტარტუს წლის მოვლენაა. ამ დროს, მთელი ქალაქის მასშტაბით, 1 კვირის განმავლობაში ეწყობა ესტონური და საერთაშორისო ცეკვის და სიმღერის ფესტივალები, სპორტული შეჯიბრებები, კინოს საღამოები, მსოფლიოში აღიარებული უცხოელი პროფესორების ლექციები, სახალისო საღამოები სტუდენტურ კლუბებსა და ასოციაციებში და სხვა.

ქალაქი ტარტუ – რეგიონში წამყვანი ძალაა პროფესიონალების გაზრდისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის თვალსაზრისით

დღევანდელი ტარტუ – ეს არის პატარა ჩრდილოევროპული სტუდენტური ქალაქი დიდი ბიზნესშესაძლებლობებით, სადაც ყოველი მეხუთე მოსახლე სტუდენტია. უნივერსიტეტის როლი ქალაქის და ზოგადად ქვეყნის მაღალი ტემპით განვითარებაში საგრძნობლად დიდია. მას ეკუთვნის 3 მუზეუმი, საუნივერსიტეტო კლინიკები, აფთიაქები, განვითარების ცენტრები, მდიდარი ბიბლიოთეკა, სპორტული ცენტრი, ბოტანიკური ბაღი და სხვადასხვა სამეცნიერო კამპუსები. ტარტუს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები შეადგენენ ესტონეთის მოსამართლეების 100%, ექიმების 99%, პროკურორების 95%, ადვოკატების 87%, მინისტრების 69% და პარლამენტართა 40%.

დამატებითი ინფორმაცია ტარტუს უნივერსიტეტში სწავლის შესახებ: www.ut.ee/georgia

საკონტაქტო ინფორმაცია:
ელ. ფოსტა: studyinfo@ut.ee
მისამართი: Ülikooli 18 Tartu 50090 Estonia
ტელეფონი: +372 737 6109

გაზიარება:

ტარტუს უნივერსიტეტი ქართველ ახალგაზრდებს უფასო საგანმანათლებლო პროგრამებს სთავაზობს! დაინტერესებული პირები გთხოვთ ეწვიოთ მისამართს www.ut.ee/admissions

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply