ტარტუს უნივერსიტეტი მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების 3%-ში მოხვდა

0
ახლახანს, ჟურნალმაTimes Higher Education (THE), 2013/2014 წლის მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების უახლესი რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ტარტუს უნივერსიტეტი კვლავ 400 საუკეთესო უმაღლეს სასწავლებელს შორის მოხვდა, რაც მათ 3% შეადგენს.
“ეს ფაქტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სასწავლებლის მსოფლიო დონესა და რეპუტაციას. მეორეს მხრივ, ასეთი ნდობა ჩვენ მეტ ვალდებულებას გვაკისრებს, რათა სასწავლო სისტემა და კვლევა კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ და განვავითაროთ.” – ამბობს ტარტუს უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ვოლი კალმი.
THE-ს კვლევის მეთოდოლოგია სხვადასხვა კომპონენტისგან შედგება და უნივერსიტეტის საბოლოო ქულის გამოსაყვანად მრავალ პარამეტრს მოიცავს, მათ შორის: სასწავლო გარემო, აკადემიური კვლევის მნიშვნელობა და მოცულობა, ციტირების ინდექსი, ინოვაციები და მსოფლმხედველობა.
ზემოთხსენებული რეიტინგის მიხედვით, 400 საუკეთესო სასწავლებელთა შორის მხოლოდ 4 აღმოსავლეთ-ევროპული უნივერსიტეტი მოხვდა, მათ შორის: ტარტუს უნივერსიტეტი, ვარშავის უნივერსიტეტი, მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი და კარლის უნივერსიტეტი პრაღაში. კვლევის დეტალები შეგიძლიათ იხილოთ აქ.
მეორე რესპექტაბელური ჟურნალის QS Top University-ის მიხედვით, რომელიც წლიურად მსოფლიოს 800 საუკეთესო უნივერსიტეტს ასახელებს, ტარტუს უნივერსიტეტმა პოზიციები გაიუმჯობესა და 500 საუკეთესოს შორის მოხვდა. დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.
შეგახსენებთ, რომ ჟურნალი „ოთხი მოტივი“ აქტიურად თანამშრომლობს ტარტუს უნივერსიტეტთან, რის გამოც დროგამოშვებით შემოგთავაზებთ ინფორმაციას უნივერსიტეტში მიმდინარე სიახლეებთან დაკავშირებით.
ტარტუს უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებით, დაინტერესებული ქართველი ახალგაზრდები შეგიძლიათ ეწვიოთ ტარტუს უნივერსიტეტის სპეციალურ გვერდს ქართველი სტუდენტებისთვის: www.ut.ee/georgia
გაზიარება:

ტარტუს უნივერსიტეტი ქართველ ახალგაზრდებს უფასო საგანმანათლებლო პროგრამებს სთავაზობს! დაინტერესებული პირები გთხოვთ ეწვიოთ მისამართს www.ut.ee/admissions

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply