ტარტუს უნივერსიტეტი თბილისს სტუმრობს!

0

ესტონური უნივერსიტეტების წარმომადგენლების თბილისში ვიზიტის ფარგლებში, თქვენ შესაძლებლობა გექნებათ გაეცნოთ ტარტუს უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამებს, მიიღოთ დეტალური ინფორმაცია დაფინანსებისა და სტიპენდიების შესახებ და პირადად გაესაუბროთ ტარტუს უნივერსიტეტის წარმომადგენელს.

მოგეხსენებათ, რომ ტარტუს უნივერსიტეტში ინგლისურენოვან საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვა კონკურსის საფუძველზე ხდება. ამისათვის საჭიროა 16 აპრილამდე შეავსოთ ელექტრონული აპლიკაცია და გააზავნოთ ყველა საჭირო საბუთი ფოსტით.

დღესდღეისობით ტარტუს უნივერსიტეტი ინგლისურ ენაზე 16 სამაგისტრო პროგრამას სთავაზობს ქართველ სტუდენტებს. მათი უმეტესობა უფასოა. ამასთან ერთად ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართველ სტუდენტებს 100% გრანტსა და ყოველთვიურ სტიპენდიებს სთავაზობს.

შეხვედრების განრიგი:

• 25 თებერვალი
12:00-14:00 – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, I კორპუსის ფოიე.
15:00-16:00 – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
• 27-28 თებერვალი
11:00-18:00 – გამოფენა ექსპო-ჯორჯიაში (სტენდი Study in Estonia), წერეთლის გამზირი 118
• 1 მარტი
12:00-15:00 – საინფორმაციო შეხვედრა ქორთიარდ მერიოტში. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია:http://www.studyinestonia.ee/meet-us-georgia

დეტალური ინფორმაციის მისაღებად, ესტუმრეთ სპეციალურ ვებ-გვერდს ქართველი სტუდენტებისთვის: www.ut.ee/georgia ან დაუკავშირდით ტარტუს უნივერსიტეტის სპეციალურ წარმომადგენელს.

საკონტაქტო ინფორმაცია:
ალექსანდრე ჩანადირი
ტარტუს უნივერსიტეტი
alexander.chanadiri@ut.ee

შეთავაზებები

ტარტუს უნივერსიტეტი ქართველ ახალგაზრდებს უფასო საგანმანათლებლო პროგრამებს სთავაზობს! დაინტერესებული პირები გთხოვთ ეწვიოთ მისამართს www.ut.ee/admissions

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply