ტარტუს უნივერსიტეტი აბიტურიენტებს შედეგებს 3 ივნისამდე გააცნობს

0

ტარტუს უნივერსიტეტში ინგლისურენოვან საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე განათლების მიღების მსურველთა რიცხვი წინა წლებთან შედარებით 45%-ით გაიზარდა.

საერთაშორისო პროგრამების უფროსი სპეციალისტის ულეტენსიგის ცნობით, საერთო ჯამში, მთელი მსოფლიოდან 1191 განცხადება შემოვიდა.

მოგეხსენებათ, რომ კონკურსი 10 სამაგისტრო, ერთ საბაკალავრო და ერთ სამედიცინო პროგრამაზე მიმდინარეობდა. საბუთების მიღება 16 აპრილს დასრულდა და საბოლოო პასუხებს აბიტურიენტები 3 ივნისამდე მიიღებენ.

განცხადებები 95 სხვადასხვა ქვეყნიდან შემოვიდა. მათ შორის აპლიკაციების დიდი რაოდენობა ფინეთიდან, ინდოეთიდან, პაკისტანიდან, უკრაინიდან, მოლდოვადან და საქართველოდან იყო.

საერთაშორისო სტუდენტების ინტერესი ტარტუს უნივერსიტეტეტის მიმართ დღითიდღე იმატებს.

საბუთების მიღება ესტონურენოვან პროგრამებზე და დოქტორანტურაზე სასწავლებლად 3 ივნისამდე გაგრძელდება.

საკონტაქტო პირი: ალექსანდრე ჩანადირი, alexander.chanadiri@ut.ee

გაზიარება:

ტარტუს უნივერსიტეტი ქართველ ახალგაზრდებს უფასო საგანმანათლებლო პროგრამებს სთავაზობს! დაინტერესებული პირები გთხოვთ ეწვიოთ მისამართს www.ut.ee/admissions

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply