სხვისი შვილები (+ ვიდეო)

0

ეს ამბავი ირლანდიაში მოხდა. ერთ ფერმაში იხვმა ჭუკები გამოჩეკა და სამწუხაროდ, მიატოვა. უცნობია მიზეზი, თუ რატომ მოიქცა ასე. ფერმის მეპატრონეები მიხვდნენ, რომ დედის სითბოს და მზრუნველობის გარეშე, პატარები დაიხოცებოდნენ და გაახსენდათ… კატა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ დედა გახდა და მას შემდეგ, მთლიანად კნუტებზე მზრუნველობაზე გადაერთო. მათ გადაწყვიტეს, რომ პატარა ჭუკები კატისთვის მიებარებინათ, რომ იქნებ, შვილებზე მზრუნველი დედის გულში, ადგილი ამ მიტოვებული არსებებისთვისაც გამონახულიყო. და როგორც აღმოჩნდა, მათი ულვაშებიანი ლამაზმანისთვის, სხვისი შვილები არ არსებობენ!

ლალი ადიკაშვილი

გაზიარება:

დააფიქსირეთ თქვენი აზრი:

Loading Facebook Comments ...

კომენტარის დატოვება



სამოტივაციო, საგანმანათლებლო და ანალიტიკური ინტერნეტ-პორტალი