Connect with us

სიყვარული და ურთიერთობები

სხეულის Silent talk, ანუ სიყვარულის ჭეშმარიტი გამოხატვა !

ვფიქრობ რომ სიყვარულში უკეთესად იქნებოდა ყველაფერი, ადამიანებს სუაბარი რომ არ შეგვეძლოს და მხოლოდ გრძნობის ემოციით გამოწვეული ჟესტებით ვმოქმედებდეთ. არაფერს გავართულებდით და იმაზე მეტი რამ იქნებოდა ჩვენთვის გასაგები, ვიდრე ახლა გვესმის.

 ალბათ, ძალიან რთულია,  სიყვარულისგან გამოწვეული, რამე ახალი განცდა აღწერო, რადგან ეს ცხოვრება ჩვენამდეც არსებულა და ჩვენს შემდეგაც იარსებებს, ჩვენამდეც განუცდიათ და ჩვენს შემდეგც განიცდიან აუცილებლად, მაგრამ ზუსტად ამ განცდასა და შეგრძნებებშია განსხვავება.

 ახლა ერთი კადრი გააჩერეთ და წარმოიდგინეთ საკუთარი თავი, როცა მას ხედავთ:

-მისი დანახვით გამოწვეული არეული მარჯვენა-მარცხენა.

-ემოციის მთელი ძალითა და  ნერვების გავლით გასროლილი ჟრუანტელი გულში.

– ბედნიერებისგან დადებითად დაძაბული მიმიკა სახეზე.

-სიმხურვალე ტერფებიდან თხემამდე, რომელიც წრიულად მოძრაობს გულის სარქველამდე.

-ამ დროს თვალის ფერი წამის მეასედებში 3-ჯერ იცვლება, ბედნიერების ფერებად.

– გული გონებას წამებში თიშავს და მთელს სხეულს საჭიროებისამებრ  იმორჩილებს.

ხმა და საუბარი აქ, ამ დროს, ზემდეტია…

თუ დაკვირვებიხართ ამ წამებში ხმას ისედაც ვერ იღებთ, გავიწყდებათ რომ საუბრობთ და  ემოციები მაქსიმალურად სხეულში გადადის მიმიკებისა თუ ჟესტების სახით. ან თუ რამის თქმის სურვილი მაინც წაგძლევთ, შეიძლება თქვათ ისეთი რამ, რასაც წამების მერე ინანთ და ამას გულის ხმა ჰქვია, რასაც არაადეკვატურობას მივარეცხავთ ხოლმე.

ზუსტად ამ წამის მეასედებშია ჭეშმაიტი ბედნიერება. ამის შემდეგ ყველაფერი ისევ ადამიანის მიერ განსაზღვრულ წესრიგში ბრუნდება, სადაც არ ვაძლევთ თავს უფლებას ეს წამები გაგრძელდეს და სხვადასხვა სიდიდის ჩარჩოში დაყენებულ ცხოვრებას ვაგრძელებთ, სადაც ჩვენი ჩარჩოები კუთხოვანია, ამ ჩარჩოს კუთხეებში კი მოთავსებულია ბედნიერების სამი ყველაზე დიდი მტერი: პრინციპი, სიამაყე და საზოგადოების აზრი.

ჩარჩოების გარეშე სიყვარულსა და ბედნიერებით გამოწვეულ ზღვა ემოციებს გისურვებთ!

ავტორი: სოფო ზურაბიანი

 

გაზიარება:
კითხვის გაგრძელება
რეკლამა
რედაქტორი გირჩევთ:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

სხვა სიახლეები ამავე კატეგორიიდან: სიყვარული და ურთიერთობები

წერილები

სიყვარული და ურთიერთობები

მამაკაცის წერილი ქალის შესახებ

ავტორი: მარტი 26, 2017

სიყვარული და ურთიერთობები

ანტუან დე სანტ ეგზიუპერის წერილი დედას

ავტორი: მარტი 26, 2017

სიყვარული და ურთიერთობები

წერილი მამას

ავტორი: მარტი 5, 2017

ცხოვრება

ფრანც კაფკა და პატარა გოგონა

ავტორი: სექტემბერი 27, 2016

ამონარიდები

ამონარიდები ვან გოგის წერილებიდან

ავტორი: სექტემბერი 11, 2016
ზემოთ