სულხან-საბა ორბელიანი: იგავი ორ ძმაზე

0

ორნი ძმანი იყვნენ. უხუცესს ცოლ-შვილი ჰყვა და მრწემი უცოლო იყო. გაიყარნენ ძმობისაგან და ერთად ვეღარ დადგნენ. ყოველივე განიყვეს, რაც ჰქონდათ. რა პური გაიყვეს, ერთის ორმო კალოს აქათ იყო და მეორისა იქით.

უხუცესი მოიპარევდის თავის ორმოდამა პურსა და ძმისაში ჩაყრიდის და იტყოდის: მე ღმერთმან ცოლი და შვილი მიბოძა, მომგებელნი მყვანან. მას ძმას არარა ჰყავს. ესე მისი იყოს და მან ჭამოს.

და იგი უმრწემესი ძმა მოიპარევდის თავისის ორმოდამ და უხუცესისაში ჩაჰყრიდის: მე მარტო ვარ და ჩემი სარჩო, სადაც მივალ, ადვილ არს; იგი, ძმა წვრილშვილ არს და მას უფროსი უნდება და მისი იყოს.

ეგრე დაჰყვეს ყოველნი დღენი და ღმერთმან ორთავ განუმრავლა ყოველი და არა მოაკლდა საზრდო მათ.

– მადლისა და კეთილის საქმე ღვთისაგან განმრავლდებისო.

უბრძანა მეფემან: მალვით არ მოეპარათ და ორმოში არ ჩაეყარათ, ცხადად მიეცათ, ვინ დაუშლიდაო?

გაეცინა შვილსაა და ეგრვ მოახსენა:

– კაცის გული ვიწროა და განაყოფი განაყოფის ქიშპი იქმნება და ცხადად სიკეთეს არ უზამს. მერე სამადლო საქმე მალვითა სჯობს და ღმერთიც უფროსად შეუწირავს: კაცმან შენზე სამსახური ქმნას, იკვეხდეს და ზვაობდეს – გეწყინება!

გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply