სული – ჯიბრან ხალილ ჯიბრანი

0

 განიყო ღმერთთა ღმერთმა თავისაგან სული და შთაჰბერა მას სილამაზე.

მისცა მას განთიადის ნიავთა სინაზე,მინდვრის ყვავილთა კეთილსურნელება, მთვარის შუქის სინატიფე.

უბოძა მას სიხარულის თასი და უთხრა :,, მოსვი ის მხოლოდ მაშინ, როცა წარსულს დაივიწყებ და მომავალს არად ჩააგდებ !”. უბოძა ასევე სევდისა და ნაღველის თასი და უთხრა :,,დალიე და შეიტყობ არსს ცხოვრების მხიარულებისან”.

შთააგონა მას სიყვარული, კმაყოფილების პირველივე ამოოხვრაზე რომ განეშორება და სიტკბოება,პირველივე ხმამაღალ სიტყვაზე რომ ქრება.

დააწვიმა მას თავზე ზეციური ცოდნა, რათა ამ ცოდნის ჭეშმარიტების გზაზე დაეყენებინა იგი.

მასში ღრმად ჩადო გამჭრიახობა და შორსმხედველობა იმის დასანახად,რაც არ ჩანს.

შექმნა ნასში გრძნობა,რომელიც წარმოსახვებად იღვრება და ბუნდოვან აჩრდილებად დაიარება.

შემოსა იგი ტრფობის სამოსით,ანგელოზთა მიერ ნაქსოვით ცისარტყელის მოლივლივე ფერებიდან.

მასში ჩადო დაბნეულების სიბნელე-აჩრდილი სინათლისა.

აიღო ღნერთმა ცეცხლი მრისხანების სამჭედლოდან და ქარი, უმეცრების უდაბნოში მქრილავი,ქვიშა ეგოიზმის ზღვის ნაპირიდან,ეპოქების ფეხრთა წინაშე დაყრილი მტვერი და შექმნა ა დ ა მ ი ა ნ ი.

უბოძა მას ბრმა ძალა, რომელიც მძვინვარებს გახელების ჟამს და ჩაცხრება ვნებების წინაშე.

შემდეგ შთაბერა მას სიცოცხლე-აჩრდილი სიკვდილისა.

გაიღიმა უფალთა უფალმა და ატირდა, იგრძნო უსაზღვრო და უკიდეგანო სიყვარული და შეაერთა ადამიანი საკუთარ სულთან.

არაბულიდან თარგმნა დარეჯან გარდავაძემ

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

Leave A Reply