სულიერი ტრამვებისგან განკურნების გზა მიიღეთ საკუთარი თავი, ისეთად როგორიც ხართ

1

ფსიქოლოგები ხუთ სულიერ ტრავმას აღიარებენ, ესენია :

უარყოფა, მიტოვება, დამცირება, ღალატი და უსამართლობა. ჩვენში ისინი სხვადასხვა ინტენსივობით ცხოვრობენ, სანამ არ ვისწავლით მათ განკურნებას და მიღებას. მაგალითად, უარყოფილის ტრავმა სათავეს იღებს სიტუაციიდან, როცა ადამიანი უარყოფს მეორე ადამიანს. უარყოფის გამოცდილება მოდის საკუთარი თავის უარყოფიდან, რაც წრედ იქცევა: უარვყოფ საკუთარ თავს, სხვებს და სხვებიც უარმყოფენ მე… ტრავმა მაშინვე ჩნდება, როცა ადამიანი წყვეტს საკუთარი თავის მიღებას – ზუსტად ისე, როგორც სხეულში შეიძლება გაჩნდეს ჭრილობები, ან დაავადებები. თუკი ადამიანი ტრავმის მოშუშებას არ ცდილობს, იგი უფრო და უფრო საშიში ხდება და მცირე შეხებაზეც კი მეტად მტკივნეულია. ამიტომაც, პირადად უნდა გავაცნობიეროთ საკუთარი ტრანვების მკურნალობის აუცილებლობა, რათა ცხოვრების სრულებით სხვა დონეზე გადავიდეთ.

ჩვენს თავს გადამხდარი ყველა უსიამოვნება, პრობლემა, სტრესი, შესაძლოა ერთ-ერთ სულიერ ტრავმასთან იყოს კავშირში. ბავშვის ჩასახვისთანავე, ტრავმები იწყებს გააქტიურებას მშობლების ან მათი მხრიდან, ვინც მშობლების როლს ასრულებს. აუცილებელია გვახსოვდეს, რომ ტრავმებისგან ვიტანჯებით არა ჩვენი მშობლების, არამედ იმის გამო, რომ ზუსტად ამგვარი მშობლები გვჭირდებოდა, რათა შეგვეცნო საკუთარი ტრავმები და დაგვეწყო მათგან განკურნების პროცესი.

როგორც კი ამ ხუთი ტრავმიდან ერთ-ერთი აქტიურდება, მყისიერი რეაქცია იწყება. ეს ისე გამოიყურება, თითქოს ვიღაც გეხებათ ღია ჭრილობაზე და რეაგირებთ. თქვენი რეაქციის სიმძაფრე გამომდინარეობს იქიდან, რამდენად სერიოზულია ტრავმა. ამ რეაგირებას შესაძლოა „ნიღბების ტარება“ დავარქვათ, რადგან თუკი არ ავიღებთ ტკივილზე პასუხისმგებლობას, ტკივილს ვაბრალებთ სხვებს. პასუხისმგებლობის აღება – ესაა ტკივილის შეგრძნება და იმის გაცნობიერებაა, რომ მეორე ადამიანმა კი არ გვატკინა, ვიტანჯებით იმის გამო, რომ ტრავმების მკურნალობა არ დაგვიწყია. მაგალითად, როცა ვიღაც დაჭრილ ფეხის თითზე გაბიჯებთ, ეუბნებით რამე უსიამოვნოს, ან თავადაც ტკივილს აყენებთ. ეს ბუნებრივი რეაქციაა. თუმცა, ჭრილობა რომ არ გქონოდათ, ასეთი რეაქციაც არ იქნებოდა. გამოდის, რომ როცა მოვლენაზე ან ადამიანზე ძალიან მწვავეთ ვრეაგირებთ, ვკარგავთ საკუთარ თავს. ამიტომაც არის მსგავსი რეაქცია ნიღაბი, რომელიც სხვადასხვა ტრავმისას სხვადასხვა სახისაა.

ტრავმების და ნიღბების აღიარება ადვილია, თუკი ყურადღებით დააკვირდებით საკუთარი სხეულის სტრუქტურას და აღმოაჩენთ კონკრეტული ტრავმების მახასიათებლებს.

როგორ განვიკურნოთ სულიერი ტრავმებისგან?

განკურნების პირველი ეტაპი არის მიღება და დაკვირვება ტრავმის აქტიურობასა და ტკივილზე. შეიძლება იგრძნოთ თავი მიტოვებულად, მაგრამ შესაბამისი „ნიღაბი“ არ მოირგოთ. ასეთ დროს უნდა უთხრათ თავს, რომ მიტოვებულო ხართ, დააკვირდეთ საკუთარ გრძნობებს, აზრებს და ფიზიკური ტკივილის განლაგებას. დაინახავთ, რომ ეს დაკვირვება არაჩვეულებრივად მუშაობს და თავს უკეთესად გრძნობთ. სუნთქვა მშვიდდება და ტკივილი მიდის. დაკვირვების ამგვარ ტექნიკას ეწოდება მიღება.

შემდგომი ეტაპია იმის მიღება, რომ ყველა ადამიანი ტრავმებით იბადება. რამდენადაც მისცემთ თავს უფლებას, იცხოვროთ ტრავმებით, იმდენად მომთმენი იქნებით სხვა ადამიანების ემოციურ რეაგირებასა და „ნიღბებზე“. ანუ რამდენადაც დააკვირდებით საკუთარ თავს, უფრო იოლად შეიცნობთ სხვებს და იტყვით უარს მათ განკითხვასა და დადანაშაულებაზე.

ტრავმებისგან განკურნების საუკეთესო გზაა, იყოთ ყურადღებიანი ურთიერთობებში.

მაგალითად, დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ, ქალბატონი ხედავს, რომ მისი ვაჟი (ან ქმარი) საჭიროებს ყურადღებას, მას კი განმარტოვება და დასვენება სჭირდება. თუმცა, მიტოვების ტრავმის გამო, იგი შიშობს, რომ თუკი ასე მოიქცევა, მამაკაცები თავს მიტოვებულად იგრძნობენ. ამიტომაც, ქალი არავის ეტყვის საკუთარი სურვილის შესახებ და გამოიყენებს მთელ ძალისხმევას, რათა საჭირო ყურადღება გამოავლინოს. თუკი ასე მოხდა, გაიმარჯვა ტრავმამ და ქალმა „ნიღაბი“ მოირგო.

ამ ტრავმისგან განსაკურნებლად, ქალმა უნდა აღიაროს საკუთარი შიში და უთხრას თავის საყვარელ ადამიანებს, რომ დღეს მარტოობა სჭირდება. აქ ის რისკავს, რომ შეხვდება შიშს, რომელიც მიტოვებულის ტრავმას უკავშირდება. ამიტომ, როგორც წესი, იგი ქმარს მიმართავს უხეშად: „ბოლოს და ბოლოს, მომასვენე! სიმშვიდე მჭირდება, შენს თავს მიხედე!“. დაწყნარების შემდეგ, ქალმა უნდა გააცნობიეროს, რომ სხვა ადამიანის მიტოვების შიში მასში იმდენად ძლიერია, საკუთარ მოთხოვნილებებს არაფრად აგდებს, თუმცა აუცილებელია, ისწავლოს მათი დაკმაყოფილება ემოციური რეაქციების გარეშე. ამის მისაღწევად, ნებისმიერი ტრავმის დროს, საჭიროა სხვადასხვა ეტაპების გავლა.

თანდათან, ტრავმებისგან განკურნების გზით, გახდებით ის, ვინც გინდათ იყოთ: გაქცევის მოყვარული ისწავლის თავდაჯერებულობას და დაიმკივდრებს საკუთარ ადგილს; დამოკიდებული მიიღებს კმაყოფილებას განმარტოვებით, დახმარებას ითხოვს აუცილებლობის შემთხვევაში და არა ყურადღების მისაპყრობად; მაზოხისტი გამოავლენს თავის მგრძნობელობას დანაშაულის განცდის და სირცხვილის გარეშე, დაიკმაყოფილებს საკუთარ საჭიროებებს სხვებისაზე ადრე. ლიდერი დარჩება ლიდერად, მაგრამ სიცრუისა და მანიპულაციების გარეშე; ხისტი შეძლებს ბუნებრივი მგრძნობელობის შეძენას და მისცემს თავს უფლებას, არ იყოს იდეალური.

ეს ყველაფერი ძალიან ცოტაა შესანიშნავი ცვლილებებისთვის, რასაც საკუთარ ცხოვრებაზე დაკვირვებით შეგიძლიათ მიაღწიოთ, სულიერი ტრავმებისგან განკურნების გზით. გარშემომყოფები სიამოვნებით მიგიღებენ, როგორც კი დაიწყებთ შეცვლას. მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, იწყებთ ტრავმებისგან განკურნებას ახლავე, თუ ელოდებით სხვებს. მხოლოდ ასე შეიძლება მიაღწიოთ ცხოვრების უკეთეს ხარისხს, უნიკალური მეთოდის მეშვეობით – მიღება, რომელიც ყველაფერს კურნავს!

გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Discussion1 კომენტარი

  1. ”აუცილებელია გვახსოვდეს, რომ ტრავმებისგან ვიტანჯებით არა ჩვენი მშობლების, არამედ იმის გამო, რომ ზუსტად ამგვარი მშობლები გვჭირდებოდა, რათა შეგვეცნო საკუთარი ტრავმები და დაგვეწყო მათგან განკურნების პროცესი.”

Leave A Reply