სულგრძელობისა და თავშეკავების გასაოცარი მაგალითი

0

ესპანეთზე გამარჯვებულ სციპიონს ტყვედ ჩაუვარდა გასაოცარი სილამაზის ახალგაზრდა მეფის ასული. მას მოახსენეს, რომ ეს გოგონა მალე ცოლად უნდა გაჰყოლოდა ერთ-ერთ დიდგვაროვან თანამემამულეს. სციპიონს უბრძანებია: მეფის ასულს არა დააკლოთ, თვალის ჩინივით მოუარეთ, როგორც მამის ოჯახში მოუვლიდნენო. ხოლო როცა მისი მიჯნურიც მონახეს, მეფის ასულიც გააყოლა და ის ფულიც გაატანა მზითევში, რაც მამამ თავის ქალიშვილისთვის გამოსასყიდად გამოუგზავნა.

აი, რას გვეუბნება ამაზე ვალერიუს მაქსიმუსი: “გასაოცარი სიტურფის ქალი უმანკოდ ჩააბარა საქმროსა და მშობლებს, თუმცაღა თავად ყმაწვილიც იყო, უცოლოც და ამასთან ქვეყნის დამპყრობელიც”. ეს გახლდათ ეგზომ გასაოცარი მაგალითი თავშეკავებისა და სულგძელებისა, რომ ამით დატყვევებული და მოხიბლული ესპანელები, ლივიუსის თქმით, თურმე ასე იძახდნენ: “მოგვევლინა ჭაბუკი, ღმერთების სადარი და დაგვიპყრო ჩვენ არა მარტო იარაღით, არამედ ხელგაშლილობითა და სიქველით.”

აი, ასეთი გახლავს ჯილდო და საჩუქარი სიკეთისა და მადლისათვის. აი, ასეთი თვისების კაცთ უნდა მისდიო შენც, თუ გსურს განთქმული და მადლმოსილი გახდე. ეს კი ერთადერთი გზაა ბედნიერებისა ამ წუთისოფელში.

ამონარიდი წიგნიდან “ჩესტერფილდის წერილები ვაჟს”

გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Comments are closed.