სტივ ჯობსი სასკოლო განათლების შესახებ

0

2011 წელს You Tube -ზე აიტვირთა საინტერესო ვიდეო, სადაც სტივ ჯობსი გამოთქვამს თავის შეხედულებას სასკოლო განათლების შესახებ. ის საინტერესო კუთხით გვიჩვენებს ისეთ აქტუალურ საკითხს, როგორც არის მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში. ის სკოლებს შორის კონკურენციის მომხრეა და ვაუჩერული დაფინანსება განვითარების საშუალებად მიაჩნია. ვნახოთ, კონკრტულად რას ამობს იგი :

ჩემი აზრით, ის რაც ჩვენ გვჭიდება სასკოლო განათლებაში არის ის, რომ სრულიად უნდა გადავიდეთ სკოლების ვაუჩერულ დაფინანსებაზე, (გულისმობს ამერიკას). როცა სასკოლო განათლების პრობლემებზე ვსაუბროთ საჭიროა, ამ საკითხს შევხედოთ სხვა კუთხიდან და დავსვათ ასეთი კითხვა- ვინ არიან ის ადამიანები, ვინც უშუალოდ სარგებლობენ სკოლის სერვისით, ანუ ვინ არიან „მომხმარებლები“? ზოგადად, რა თქმა უნდა, სკოლის „მომხმარებელი“ არის მთლიანად საზოგადოება, მაგრამ ჩემი აზრით, სკოლის უშუალო “კლიენტები” არიან არა მოსწავლეები, არამედ მშობლები. პრობლემა, რაც ამ სისტემაში არსებობს არის ის, რომ უშუალო მომხმარებელნი ყურადღებას არ აქცევენ, თუ როგორი ხარისხის სერვისს იღებენ. ისინი მთელი დღის განმავლობაში მუშაობენ და არ აქვთ დრო, რომ საკმარისი ყურადღება დაუთმონ სკოლას. რა ხდება, როცა მომხმარებელი არ ინტერესდება იმ სერვისის ხარისხით, რომელსაც იღებს? რათქმაუნდა, მოწოდებული სერვისის ხარისხი თანდათან იკლებს. მინდა გავიხსენო დრო, როცა ჩვენს შტატში მატრო ერთი სატელეფონო კომპანია ოპერირებდა. მათი ოფისის კარზე იყო გამოკრული ბანერი: „ ჩვენ არ გვაინტერესებს“ იგივე ხდება დღეს განათლების სისტემაში. მოდით ამ ყველაფერს ეკონომიკური კუთხითაც შევხედოთ.ყველაზე ძვირი რამ, რასაც ადამიანების უმეტესობა ყიდულობს ცხოვრების მანძილზე ეს არის სახლი, მეორე – ავტომობილი. საშუალო მარკის ავტომობილი ჯდება 16 – 20 ათას დოლარამდე, თუ 8 წლიანი განვადებით გამოიყვანთ 2000 დოლარის გადახდა მოგიწევთ წელიწადში. თქვენი აზრით, რამდენს იხდის კალიფორნიის შტატი ერთ მოსწავლზე წელიწადში? ეს არის 4400 დოლარი, ორჯერ მეტი, ვიდრე ავტომობილი. როცა ავტომობილის საყიდლად მიდიხარ გაქვს უამრავი არჩევანი: ტოიოტა, კრაისლერი, ნისანი და ასე შემდეგ. კომპანიები ათასგვარ რეკლამებს აკეთებენ და ყველანაირად ცდილობენ მომხმარებელს თავიანთი მოდელი მოაწონონ, ასევე ცდილობენ უკეთესი და უკეთესი სერვისი შესთავაზონ. და რა ხდება სასკოლო სისტემაში? ხალხს სჯერა, რომ რადგან პირდაპირ თავიანთ ფულს არ უხდიან საჯარო სკოლებს ფიქრობენ, რომ ეს სერვისი უფასოა. ამიტომ მჯერა, რომ ვაუჩერული სიტემა კარგია, ამის შემდეგ სკოლები დაიწყებენ კონკურენციას, ეს სწავლის ხარიხსს გაზრდის და ამავდროულად უფრო მეტ მეწარმეს გაუჩნდება ინიციატივა, რომ დაიწყოს ბიზნესი ამ სფეროში.

ავტორი/მომწოდებელი: RCS.GE სასწავლო კვლევების ცენტრი

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

არასამთავრობო ორგანიზაცია სასკოლო კვლევების ცენტრი დაფუძნდა 2012 წლის 1 ნოემბერს. ორგანიზაციის მიზანია საფუძვლიანად შეისწავლოს ზოგადი განათლების სფეროში არსებული პრობლემები და დასახოს მათი გადაწყვეტის გონივრული გზები.

Leave A Reply