სტივ ჯობსის უკანასკნელი სიტყვა სიკვდილის წინ

0

სტივ ჯობსი ჩვენი დროის ერთ-ერთი საკულტო პიროვნებაა. მიუხედავად იმისა, რომ Apple-ის კომპანიამ უამრავ პოზიციაზე ლიდერობა დაიმკვიდრა, ჯობსი მუდამ ჩვეულებრივ ადამინად რჩებოდა. ცოტა ხნის წინ, გასაჯაროვდა მისი ბოლო გზავნილი, რომელიც საავადმყოფოს პალატაში მყოფმა დატოვა:

„ბიზნესის სამყაროში წარმატების მწვერვალმივაღწიე. ბევრი თვლის, რომ ჩემი ცხოვრება წარმატების განსახიერებაა.

მაგრამ გამოგიტყდებით, სამსახურის გარდა არცთუ ისე ბევრი ბედნიერება მქონდა. სიმდიდრე მხოლოდ ცხოვრების ფაქტია, რომელსაც უბრალოდ შევეჩვიე.

ახლა, როდესაც საავადმყოფოს პალატაში ვწევარ და ჩემს ცხოვრებას ვიხსენებ, ვხვდები, რომ სიმდიდრემ და აღიარებამ, რომლებითაც ვამაყობდი, სიკვდილის წინ თავისი პირვანდელი სახე დაკარგეს.

სიბნელეში ვარ, სიცოცხლის მხარდამჭერი აპარატის მწვანე შუქს ვუყურებ და მესმის მექანიკური ხმა, სიკვდილის სიახლოვესა და ღმერთის სუნთქვას ვგრძნობ. ახლა, როდესაც საკმარისი ფული გვაქვს, დროა, დავფიქრდეთ სრულებით სხვა ცხოვრებისეულ საკითხებზე, რომლებიც არაა დაკავშირებული სიმდიდრესთან…

ცხოვრებაში ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საკითხები არსებობს. შესაძლოა, ვიღაცისთვის ე ურთიერთობაა, ვიღაცისთვის კი ხელოვნება, ან ბავშვობის ოცნებები…

მუდმივი ბრძოლა სიმდიდრისთვის ადამიანს მარიონეტად აქცევს. ეს მეც დამემართა. ღმერთმა გვიბოძა გრძნობები, რათა შეგვძლებოდა ჩვენი სიყვარულის გაზიარება ახლობლებთვის.

დაგროვებული სიმდიდრის თან წაღება არ შემიძლია. ყველაფერი, რასაც წავიღებ, სიყვარულთან დაკავშირებული მოგონებებია. აი, ნამდვილი სიმდიდრე, რომელიც გაძლიერებს და გიბიძგებს, რომ წინ იარო.

სიყვარულს დიდი მანძილის დაძლევა შეუძლია. ცხოვრებას არ აქვს საზღვრები. მიაღწიეთ მწვერვალებს, რომელთა მიღწევაც გსურთ. წადით იქ, სადაც გეძახით გული. ყველაფერი თქვენს ხელშია.

ფულის მეშვეობით უამრავი ადამიანის დაქირავება შეგიძლიათ, რომლებიც დაგილაგებენ სახლს, ან დაგეხმარებიან საქმეში, მაგრამ თქვენს ავადმყოფობას საკუთარ თავზე ვერავინ აიღებს.

აუცილებლად იპოვით დაკარგულ მატერიალურ საგანს, თუმცა არებობს ერთი რამ, რასაც დაკარგვის შემთხვევაში ვერასდროს დაიბრუნებთ ეს ცხოვრებაა.

არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი წლის ხართ ახლა და რას მიაღწიეთ. ყველას დაგვიდგება დღე, როდესაც ფარდა დაეშვება…

თქვენი განძი ოჯახის, საყვარელი ადამიანის, ახლობლების, მეგობრები სიყვარულია.

გაუფრთხილდით საკუთარ თავს! იზრუნეთ სხვებზე!

გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply