როგორ იქცევით, როცა პრობლემებს ხვდებით? (დასაფიქრებელი გაკვეთილი)

2

ერთხელ ერთი ახალგაზრდა გოგონა, რომელიც თავისი ოჯახისაგან მოშორებით ცხოვრობდა დედას ეწვია სტუმრად.

გოგონამ გული გადაუშალა დედას და უთხრა, რომ მისი ცხოვრება უამრავი პრობლემითა და უსიამოვნებით იყო სავსე.

– დავიღალე ყველაფრით . . . ზოგჯერ ვფიქრობ, რომ  სჯობს ყველაფერს თავი გავანებო და ბრძოლა შევწყვიტო.

დედას არაფერი უთქვამს. მან უსიტყვოდ მოკიდა შვილს ხელი და სამზარეულოში გაიყვანა. მან ქვაბი წყლით გაავსო და მასში ერთი სტაფილო, კვერცხი და ყავის მარცვალი ჩააგდო და გაზქურაზე შემოდგა.

20 წუთის შემდეგ დედა შვილს შეეკითხა:

– შეგიძლია მითხრა რას ხედავ?

– რასაკვირველია- გაიღიმა შვილმა. სტაფილოს, კვერცხს და ყავის მარცვალს.

და რას ნიშნავს ეს ?- იკითხა გაკვირვებულმა გოგონამ.

ჩვენ 3-ივე მათგანი სტაფილოც,კვერცხიც და ყავის მარცვალიც ერთსა და იმავე სიტუაციაში ჩავაყენეთ. ანუ ყველანი ერთად მოვხარშეთ, თუმცა  სამივე შემთხვევაში სხვადასხვაგვარი შედეგი მივიღეთ.

სტაფილო მაგარი და მტვრევადი იყო. თუმცა მოხარშვის შემდეგ რბილი და სუსტი გახდა.

კვერცხი გარედან ადვილად მტრევადი იყო და შიგნით კი თხევადი. მაგრამ მოხარშვის შემდეგ კვერცხი შიგნიდანაც და გარედანაც გამაგრდა.

ყავის მარცვალი კი მათგან რადიკალურად გასხვავებული აღმოჩნდა. ის არ შეცვლილა, მან პირიქით ადუღებული წყალი შეცვალა და თავისი არომატი და ფერი მიანიჭა მას.

როდესაც პრობლემები ჩნდება თქვენს ცხოვრებაში როგორ იქცევით, როგორც სტაფილო, როგორც კვერცხი, თუ როგორც ყავის მარცვალი? ხდებით უფრო სუსტი , უფრო ძლიერი, თუ უკვე გაქვთ იმის შესაძლებლობა, რომ პრობლებები თქვენს სასარგებლოდ გადაჭრათ? აბა დაფიქრდით ამაზე..

გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Discussion2 კომენტარი

Leave A Reply