სტარტ–აფ ისტორიები: ფედექსი და ამაზონი

0
მისდევენ რა თავიანთ მწველ სურვილსა და დასახულ მიზანს, მეწარმეებს ხშირად უამრავი დაბრკოლებისა და პრობლემის დაძლევა უწევთ. იღებენ ცოდნას, იცვლებიან, ძლიერდებიან, სწავლობენ დამარცხებისაგან და ეუფლებიან წარმატების გაკვეთილებს. მათი ისტორიებიც ასე დაიწყო:
ერთხელ იელის უნივერსიტეტის ერთმა პროფესორმა ახალგაზრდა ფრედ სმიტს ნაშრომი არ მოუწონა, იმ მიზეზით,რომ მისი იდეა ისეთი გადამზიდავი კომპანიის დაფუძნების თაობაზე, რომელიც უზრუნველყოფდა სადღეღამისო გადაზიდვას აშშ–ს დიდი ქალაქებისათვის, უაზრობა იყო. პროფესორმა სმიტის ნაშრომი დაბალი ქულით შეაფასა, ალბათ ვერც წარმოიდგენდა,რომ მისი ახალგაზრდა სტუდენტი Federal Express-ის იდეას წარმატებით განახორციელებდა.
კრიტიკოსებმა და სპეციალისტებმა ჯეფ ბეზოსის იდეა “გიჟურ ოცნებად” მონათლეს და უთხრეს,რომ იმ პროდუქტების არჩევანი,რომელსაც მისი დამწყები ონლაინ ბიზნესი (Amazon.com) სთავაზობდა ადამიანებს მეტისმეტად ვრცელი და ეკონომიკურად გაუმართლებელი იყო.
დღეს ფრედ სმიტი – FedEx-ის დამფუძნებელია.
ახალგაზრდა პილოტი, ამერიკის საზღვაო სამხედრო ჯარებში ჩაეწერა იელის უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ და გარკვეული ხნის განმავლობაში ვიეტნამში მსახურობდა. მსახურების დროს ჯილდოდ ორი ალისფერი გული დაიმსახურა. დღეს, ის ხშირად უსვამს ხაზს იმ ლიდერულ თვისებებსა და გუნდური მუშაობის ნიჭს,რომელიც მან ამერიკის სამხედრო–საზღვაო ძალებში მსახურებისას შეიძინა.
სმიტი არ შეუშინებია იელის უნივერსიტეტის პროფესორის სიტყვებს და 1973 წელს Federal Express Corp. ჩამოაყალიბა (სახელის იდეა მას შემდეგ გაუჩნდა,რაც ვერ მიაღწია შეთანხმებას აშშ–ს ფედერალურ საბანკო სისტემასთან გადაეზიდა მათი ჩეკები ერთი ადგილიდან მეორეში).
“ადამიანები ფიქრობდნენ,რომ ბანანის მჭამელი არსებები ვიყავით” – განაცხადა ფრედ სმიტმა 1979 წელს ნიუ იორკ თაიმსთან ინტერვიუში.”არავის სჯეროდა ჩვენი. მათი აზრით ძალიან სულელები ოპტიმისტები ვიყავით იმისათვის, რათა გვცოდნოდა,რომ რაღაც–რაღაცების გაკეთება არ შეგვეძლო.”
თუმცა სულისკვეთებამ თავისი გაიტანა და ფედერალ ექსპრესი პირველი ამერიკული კომპანია გახდა,რომელმაც 10 მილიარდიანი მოგება ნახა და გახდა მალკომნ ბალდრიჯის პრიზიორი(ჯილდო მაღალი ხარისხის პროდუქციისა და მომსახურეობის წარმოებისათვის, აშშ–ს გამორჩეული კომპანიებისათვის.)
სმიტის წარმატების ფილოსოფია ასე განისაღვრება: PSP – ადამიანები, მომსახურება,მოგება (people, service, profit).იგი ხაზს უსვამს,რომ ეს სამი კონცეფცია გარკვეულ წრეში მუშაობენ და მხარს უჭერენ ერთმანეთს. ფრედ სმიტი დაქირავებულებში სამართლიანობას,ერთგულებასა და რისკის გაწევის უნარს აფასებს.
“ვფიქრობ,რომ მეწარმეობა ძალიან წააგავს აზარტულ თამაშს” – ამბობს სმიტი. ზუსტად იმას არ ვგულისხმობ,რაც ვთქვი,თუმცა ხშირად გაბედული მოქმედება კი არა უმოქმედობაა, ყველაზე რისკიანი გზა“.
1988 წლიდან ფედერალ ექსპრესი გლობალურ კომპანიად იქცა. 1994 წელს შეიცვალა სახელი და დაექვა FedEx–ი.
“ძალიან იშვიათად მინახავს,რომ ბიზნესი მუდამ სწორხაზოვანი მიმართულებით მიდიოდეს. ყოველთვის არსებობს ზიგ–ზაგები, გამარჯვება და დამარცხება, წარმატებისათვის კი საჭიროა, გჯეროდეს , რომ რასაც აკეთებ ის არის სწორი და მნიშვნელოვანი და ღირს მისთვის თავგანწირვა“ – გვეუბნება ფრედ სმიტი.
დღეს ჯეფ ბეზოსი – Amazon.com-ის დამფუძნებელია.
“უპირველეს ყოვლისა, რაც ვიცი ისაა,რომ საჭიროა თქვენი ბიზნესი აკვიატებულ აზრად იქცეს მომხმარებელთათვის”– ამბობს 46 წლის ბეზოსი თავის ვიდეო–ინტერვიუში “ყველაფერი,რაც ვიცი”. ჩვენ თავიდანვე ამის მიღწევას ვცდილობდით და სწორედ ეს არის ერთადერთი მიზეზი რის გამოც დღეს ამაზონი არსებობს და იარსებებს მომავალში.
მიზნის მიღწევისათვის, ყოველთვის წინა პლანზე ვაყენებთ მომხმარებელთა ინტერესებს და კონკურენტებთან ბრძოლას ჩვენს კლიენტებზე ორიენტირებას ვარჩევთ..“
პრინცსტონის უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებისა და ელექტრო ინჟინერიის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, ბეზოსმა Fitel (პირველი საერთაშორისო ტელეკომი)–სათვის დაიწყო მუშაობა. ამ სამუშაომ საშუალება მისცა დაკვირვებოდა, როგორ კეთდებოდა საერთაშორისო ბიზნესი და მოიპოვებოდა ბანკირების ნდობა. ასევე სწავლობდა 20 ყველაზე წარმატებული ონლაინ ბიზნესის მაგალითს და იმეილ მარკეტინგისა და გაყიდვების საფუძვლებს ეცნობოდა.
1995 წლისათვის, ბეზოსი დაუკავშირდა წიგნების საბითუმო გამყიდველებს, შეადგინა მათი პროდუქციის ელექტრონული ვერსია და მათი გაყიდვის ცდით დაიწყო Amazon.com–ის ისტორია. პრესისა და რეკლამის დახმარების გარეშე, 30 დღის განმავლობაში , კომპანიამ უამრავი წიგნი გაყიდა ამერიკასა და მსოფლიოს 45 ქვეყანაში.ეს უკვე კარგის ნიშანი იყო.
“მეორე რაც ვიცი გამოგონებაა”– განაგრძობს ბეზოსი. “ძალიან მნიშვნელოვანია შექმნა რაიმე ახალი.(ამაზონის მაგალითი: Kindle და EC2). ყოველთვის გვაქვს პრობლემა,რას გააწყობ გარდა იმისა,რომ შეგიძლია მისი მოგვარების გზებზე იფიქრო. პრობლემების მოგვარება კი ხშირად, ახალი გზების გამონახვას გულისხმობს. ყოველთვის შეგეძლებათ გამოძებნოთ ახალი გზა, უბრალოდ მოუსმინეთ რა სურთ თქვენს მომხმარებლებს.”
ჯეფ ბეზოსი დროის ფაქტორზეც ამახვილებს ყურადღებას: “აღმოვაჩინე,რომ იმ ინიციატივათა უმეტესობას,რომელთაც ჩვენ წამოვაყენებთ და ვნერგავთ 5–6 წელი მაინც სჭირდება,რომ შედეგი გამოიღოს”–ამბობს იგი.
და ბოლოს ბეზოსი ამხელს საიდუმლოს,რომელიც მას მუდმივ წინსვლაში ეხმარება: “ყოველდღიურად უნდა გქონდეთ შეგრძნება,რომ ეს თქვენი ბიზნესის პირველი დღეა. წარმოიდგინეთ,რომ წინ უამრავი ახალი აღმოჩენაა, უამრავი ახალი კლიენტი, ახალი ინოვაცია – ახალი შესაძლებლობები და გზები,რომ მოიზიდოთ კლიენტი”.

თემო ბერიშვილი
გაზიარება:

ჟურნალი "ოთხი მოტივის" პროექტის ავტორი, დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply