სტარტაპად ქცეული „ცხოვრება მშვენიერია“

0

1997 წელს კინოეკრანებზე გამოვიდა რობერტო ბენინის „La vita è bella“(ცხოვრება მშვენიერია). ოსკაროსანი ფილმი დიდი სიყვარულის ისტორიაზე, ქალისა და მამაკაცის განსაკუთრებულ ურთიერთობაზე, რომელიც მეორე მსოფილიო ომმა შეწყვიტა. რა მოხდებოდა, რომ არა ეს ომი?! როგორი იქნებოდა გვიდოსა და დორას ცხოვრება?!
სტარტაპი, რომელზედაც მინდა მოგიყვეთ, ნინასა და ვაჟას შექმნილია. აწ უკვე ცოლ-ქმარმა ერთმანეთი სოციალური ქსელით გაიცნეს. ნინას დახატული კლიმტისეული „დანაი“ საკმარისი აღმოჩნდა, რომ ვაჟა იანვრის ყინვაში ველოსიპედით ჩასულიყო თბილისიდან რუსთავში. ასე დაიწყო ორი შემოქმედებითი სულის გაერთიანება საერთო მიზნის გარშემო. ისინი ერთად ამუშავებენ სახელოსნოს, ერთად მოგზაურობენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში კარვით და ეძებენ ძველ ქართულ მოტივებს შემოქმედებითი ინსპირაციისთვის.
“სახელოსნო მენაკი” მამაკაცის პრაგმატულობით შექმნილი და ქალის კრიტიკულ თვალში გატარებული საყოფაცხოვრებო ნივთების სტარტაპია. თითოეულ ნივთი ორი განსხვავებული შემოქმედებითი ნატურის თავშეყრის ადგილია. ვაჟასი, რომელმაც თეატრალური ინსტიტუტით დაიწყო, პირადი ტრაგედიის გავლენით პიანისტის კარიერიდან მჭედლობასა და ხეზე მუშაობაზე გადავიდა და ნინასი, რომელმაც არქიტექტურა შეისწავლა პოლონეთში და ძირითადად მხატვრობითა და ქსოვითაა დაკავებული.
ვაჟა: „როდესაც საკუთარი ხელით ქმნი, შვილივით უყურებ შენ ნამუშევარს და გიჭირს ნაკლი უპოვო. შემოქმედებითი თვალსაზრისით მე და ნინას განსხვავებული ხედვები გვაქვს. ხშირად ვკამათობ ხოლმე, ეს ძალიან მიწყობს ხელს, ახლოს მყავს ადამიანი, რომელიც კრიტიკული აზრის მოწოდებით მეხმარება დავხვეწო ნამუშევარი.“
ნინა: „ვაჟა საოჯახო საქმეებში აქტიურად მეხმარება, სახლის საქმეები იქნება ეს, თუ ბავშვის თემები. ყოველ დილით ველოსიპედით მიყავს ხოლმე სანდრო ბაღში, ხშირად საჭმელს ვინ მოამზადებს ამ თემაზე გვიწევს ხოლმე პაექრობა, იმდენად ჩართულია და უნდა ყოველდღიური რუტინა მომაშოროს, რომ დამჩეს დრო შემოქმედებითი საქმიანობისთვის“.

 ხელოვანი ადამიანის მატერიალური კეთილდღეობის თემა მუდმივად კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. როგორც წესი, ისინი ცხოვრების მშვენიერებებით ტკბობაში იმდენად ერთობიან, რომ ფიზიკური მატერიალური ნაკლებად ახსოვთ. არაერთ დიდ შემოქმედს დაუსრულებია გაჭირვებაში სიცოცხლე. ალბათ მათთვის არჩევანი ამგვარად იდგა: ან შემოქმედებითი ნატურის შენარჩუნება საკუთარ თავში, ან მატერიალური კეთილდღეობა. მაგალითად ნიკო ფიროსმანიც საკმარისი იქნება.
ვაჟა: „ფული ნაკლებად მიყვარს, ჩემთვის არ აქვს დიდი მნიშნელობა 200 ლარით მეტი მექნება თუ ნაკლები. საქმე არ უნდა იყოს ადამიანზე მნიშვნელოვანი. ჩემი პრინციპია დავტკბე ყოველი წუთით და ნაკლებად დავაბინძურო ჩემი სამყარო. რამოდენიმე წელი ვიყავი ერთს სახელოსნოში, ფაქტიურად მთელი ჩემი ცხოვრება ჩავდე იქ მუშაობაში, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს მივხდი, რომ ჩემი იქ ყოფნით უფრო მნივშნელოვანს ადამიანურ ურთიერთობას ვაფუჭებდი. დათა თუთაშხიასი არ იყოს მუშნი ზარანდიას რომ ეუბნება: ჩემ საკეთებელს და შენ საკეთებელს ჩვენი ძმობის სიწმინდე ჯობიაო“.
ნინა: „ვცდილობ მატერიალური თვალსაზრისით ვიაქტიურო, მივცე ჩვენ შემოქმედებით ნიჭს კომერციული მიმართულება, თუმცა გარკვეულ საზღვარებში. ჩემი მეგობრებისაგან მქონდა შემოთავაზება ოჯახთან ერთად გადავსულიყავი ევროპაში საცხოვრებლად, მაგრამ ვერ… ვაჟას აქ უნდა, როგორც ამბობს თავისი პატარა წვლილი უნდა შეიტანას ქვეყნის განვითარებაში“.

 როდესაც გაქვს მიზანი, გაქვს მისწრაფება, იმისთვის რომ უერთგულო პრინციპებსაც და ამასთანავე არ დაივიწყო ყოველდღიური საჭიროებაც ნებისმიერი სირთულის გადასალახავად ხარ მზად.
ვაჟა: „შარშან ამ დროს დავიწყე ჩემი სახელოსნოს შექმნა. რთული აღმოჩნდა. აგვისტოს თვეში უკვე საკმაოდ გაგვიჭირდა ფინანსურად, მაგრამ საწყობში მუშაობის დაწყება მოვახერხე, რადიატორების გადატანა მიწევს. ვცდილობ ხოლმე სწრაფ-სწრაფად გადავზიდო ხოლმე, რომ შუალედებში ჩემთვის მყუდროდ მოვკალათდე სადმე კუთხეში და პლასტელინით ვძერწო, სხვანაირად გავნადგურდები როგორც ხელოვანი, ძერწვა ერთგვარი დოპინგივითაა ჩემთვის“.
ნებისმიერი სირთულე გადალახვადია, როდესაც არის მცდელობა აუცილებლად გამოჩნდება ხოლმე შანსი, შესაძლებლობა. ვაჟასა და ნინას ახლადგახსნილი სახელოსნოს შემთხევაშიც ასე იყო.
ვაჟა:სტარტაპერის შესახებ რომ შევიტყვეთ, სტიმული მოგვეცა. უცებ ავმუშავდით და სულ რაღაც ერთ თვეში გავაკეთეთ ახალი კოლექცია. ეს ბიძგი იყო, რომელიც მანამდე ძალიან გვაკლდა. სტარტაპერი ბევრი ჩემნაირი ტიპის თავყრილობაა, მოტივაცის გარდა ახალი საინტერესო ადამიანების გაცნობის თემაც მნიშნელოვანია ჩემი საქმინობისთვის. ეს იმპულსებს მაძლევს, ბავშვივით მახარებს როცა ადამინები ჩვენი ქვეყნის მაცხოვრებლები ერთი რამის გარშემო იკრიბებიან ხოლმე“.
“სახელოსნო მენაკი” კერძო კოლექციების შექმნის გარდა შეკვეთებზეც მუშაობს. ფასები ქართული რეალობის ადეკვატურია და 20-150 ლარამდე მერყეობს.

#სტარტაპერი #გვეამაყები

ფოტოების ავტორი: ADvan/ედვენი

გაზიარება:

სამოტივაციო, საგანმანათლებლო და ანალიტიკური ინტერნეტ-პორტალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply