სრულყოფილი გოგონას ძიებაში

0
ერთხელ ერთ შუა ხნის კაცს მეგობარმა ჰკითხა, თუ რატომ არ ჰყავდა მეუღლე.
– ვერ გეტყვი… ალბათ, მუდამ სრულყოფილ გოგონას ვეძებდი – უპასუხა კაცმა მეგობარს.
– კარგი რა, დარწმუნებული ვარ ბევრჯერ შეხვედრიხარ ისეთ გოგონას, რომელიც შენი ცოლობის ღირსი იყო…
– არა, მხოლოდ ერთხელ შევხვდი ასეთს. მხოლოდ ერთხელ და მაშინ მივხვდი,რომ იგი ნამდვილად კარგი ადამიანი იყო – ერთადერთი სრულყოფილი გოგონა, რომელსაც ოდესმე შევხვედრივარ.
– და რატომ არ დაქორწინდი მასზე ? – იკითხა გაკვირვებულმა მეგობარმა.
– სრულყოფილ მამაკაცს ეძებდა – უპასუხა მწარედ გაღიმებულმა კაცმა.

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply