სპორტის ლეგენდები: პელე

0

ედსონ არანტეს დო ნასიმეტო.

სახელი ედსონი ამერიკელი გამომგონებლის თომას ედისონის საპატივცემულოდ დაურქმევიათ მის მშობლებს, თუმცა მეტი ორიგინალობისათვის „ი“ ამოუჭრიათ. ოჯახში მეტსახელად დიკოს ეძახდნენ, პელე კი სკოლაში შეერქვა.
უკიდურეს გაჭირვებაში იზრდებოდა. ადგილობრივ ჩაის მაღაზიებში მოსამსახურედ მუშაობდა,რომ ოჯახს ცოტაოდენი ფულით შესწეოდა. ფეხბურთზე არ დადიოდა და ადრეულ ბავშვობაში ბურთიც კი არ ჰქონია. ერთადერთი რასაც ახერხებდა ის იყო,რომ გრეიფრუტის გორებით ირთობდა თავს.15 წლის რომ გახდა სანტოსის ახალგაზრდულ გუნდში ჩაირიცხა და ერთი სეზონი დაჰყო.იქ ყოფნის დროს პელეს შესაძლებლობა მიეცა თავისი დროის ისეთ გამორჩეულ ბრაზილიელ ვარსკვლავებთან ერთად ეთამაშა,როგორებიც იყვნენ პეპე და ზიტო. პელეს დებიუტი 1956 წლის 7 სექტემბერს კორინთიასის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში შედგა. ამ თამაშში პელემ თავისი გოლი გაიტანა. 1957 წლიდან უკვე სასტარტო შემადგენლობაში დაიმკვიდრა ადგილი და 16 გატანილი გოლით სეზონის საუკეთესო გოლეადორიც გახდა.1958 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე პელე გახდა მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი,რომელმაც მსგავს პირველობაზე მოახერხა გოლის გატანა. ამ მსოფლიოს ჩემპიონატზე პელეს მიერ გატანილი ერთ–ერთი გოლი დღესაც ერთ–ერთ საუკეთესო და გამორჩეული სილამაზის გოლად ითვლება.
პელეს ტოპ 20 გოლი
მისი წარმატება
პელე აღიარებულია,როგორც მსოფლიოს ისტორიაში ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული და გამორჩეული ფეხბურთელი. სპეციალისტები და გულშემატკივრები მას ფეხბურთის მეფესაც კი უწოდებენ. კარიერის განმავლობაში პელემ 1281 გოლი გაიტანა 1362 მატჩში.17 წლის იყო როდესაც პირველად მოიგო მსოფლიოს თასი და ფეხბურთელია რომელიც ფეხბურთის მსოფლიო პირველობის 3 ოქროს მედალს ფლობს. არის ბრაზილიის ეროვნული გმირი. წარმატების საიდუმლო
“წარმატება შემთხვევითი მოვლენა არ არის. ეს პირველ რიგში შრომაა – მძიმე შრომა, სწავლა, ვარჯიში, თავდადება, მსხვერპლის გაღება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იმის სიყვარული,რასაც აკეთებ ” – გვეუბნება იგი.

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply