სკოლაში ჩაგვრის აღმოფხვრის გზები

0

ჩაგვრა ანუ ე.წ. ბულინგი საკმაოდ აქტუალური პრობლემაა, განსაკუთრებით კი სკოლის მოსწავლეებისათვის. სამწუხაროა, რომ მშობლები პრობლემას მხოლოდ მაშინ ამჩნევენ, როდესაც ეს კონკრეტულად მათ შვილს ეხება. ფაქტი, რომ ჩაგვრის წინააღმდეგ ზომები ყველა სკოლამ უნდა მიიღოს, ცალსახაა. არსებობს სხვადასხვა გზა და აქტივობა, რომელთა საშუალებით სკოლებს აღნიშნული პრობლემის მოგვარება შეუძლიათ:

1. ბავშვების ინფორმირება და პოზიტიური კომუნიკაციის უნარების განმავითარებელი ტრენინგების უზრუნველყოფა – სწორეს ეს დაეხმარებათ შექმნან გარემო, რომელშიც ჩაგვრის ფაქტების რისკი შემცირდება.

2. ანონიმური გამოსააშკარავებელი სისტემის დანერგვა, რომელიც სკოლის ადმინისტრაციას მყისიერი რეაგირებისა და დაზარალებულთა დახმარების საშუალებას მისცემს.

3. შესაბამისი ადამიანური რესურსის დაქირავება, რომელთა მთავარი ფუქნცია ბავშვებთან ჯგუფური და ინდივიდუალური კონსულტაცია იქნება, როგორც დაზარალებული, ასევე მჩაგვრელი მხარისთვისაც. ხოლო საჭიროების შემთხვევაში, მათი ფსიქოთერაპევტებთან გაგზავნა.

4. შეხვედრებისა და მრგვალი მაგიდების ორგანიზება, რაც თავად ბავშვებს მისცემს საშუალებას იმსჯელონ ჩაგვრის შედეგებსა და მიზეზებზე, მათი აღმოფხვრის გზებზე. მოზარდებმა უნდა გააცნობიერონ, რომ როგორც წესი, მჩაგვრელებად ის ადამიანები გვევლინებიან, რომლებიც თავის დროზე, თავად იყვნენ ამა თუ იმ სახის ძალადობის მსხვერპლნი. ამ კატეგორიას მიეკუთვნებიან ასევე მოზარდები, რომლებსაც დაბალი თვითშეფასება სტანჯავთ და მის ამაღლებას, სხვებზე გავლენის მოხდენით ცდილობენ. მსგავსი საკითხების გაცნობიერების შემდეგ, ბულინგის წინააღმდეგ გაცილებით მეტი მოხალისე თავად მოსწავლეთა შორის იქნება.

5. საზოგადოებრივი ცნობიერების განმავითარებელი ისეთი აქტივობების დანერგვა, როგორებიცაა: შეჯიბრებები, თამაშები, პიესების წერა, ბუნებასთან კონტაქტი და სხვ. ამ გზით პროფესიონალები შესძლებენ სხვადასხვა მეთოდით ბავშვებს ჩაგვრაზე ხელს ააღებინონ.

6. ჩაგვრის საწინააღმდეგო კამპანიების ორგანიზება, შესაბამისი სლოგანების მოფიქრება და გაფორმება, რომლებშიც წამყვან როლს თავად მოზარდები უნდა ასრულებდნენ.

7. სკოლებმა მჩაგვრელობის წინააღმდეგ მკაცრი ზომები უნდა მიიღონ. ნულოვანი ტოლერანტობა მჩაგვრელობას. ამ ქცევის აღმოსაფხვრელად ბავშვის ოჯახის წევრებთანაც კი საჭიროა საუბარი. საჭიროა იმის გაგება, ხომ არ აქვს ადგილი ჩაგვრის ფაქტებს თავად ოჯახში.

ჩაგვრა საზოგადოებას ოდითგანვე თან სდევს და ერთი ხელის მოსმით მისი აღმოფხვრა შეუძლებელია. თუმცა ბავშვების, მშობლებისა და თანამშრომლების ძალისხმევით აუცილებელია, სკოლა ამ კუთხით უსაფრთხო გარემო შექმნას.

მოამზადა – სალომე ლეკიშვილმა

გაზიარება:

ტარტუს უნივერსიტეტი ქართველ ახალგაზრდებს უფასო საგანმანათლებლო პროგრამებს სთავაზობს! დაინტერესებული პირები გთხოვთ ეწვიოთ მისამართს www.ut.ee/admissions

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply