სიცოხლის ხანგძლივობის საიდუმლო, ანუ როგორ ვიპოვოთ „იკიგაი“?

0

მკვლევარი დენ ბიუტნერი, National Geographic-ის მხარდაჭერით, 5 წლის განმავლობაში ატარებდა გამოკვლევებს დედამიწაზე განსაკუთრებული ადგილების გამოვლენის მიზნით. გამოკვლეულ ადგილებს მან „ცისფერი ზონები“ დაარქვა. არსებობს რამდენიმე „ცისფერი ზონა“, სადაც აღინიშნება სიცოცხლისუნარიანობის მაღალი კოეფიციენტი. მეცნიერი შეეცადა, გამოეკვლია კვების, კულტურისა და ქცევის კანონზომიერებები, რომლებიც საშუალებას აძლევთ ადგილობრივ მაცხოვრებლებს, იცხოვრონ უფრო დიდ ხანს.

ასეთი სპეციფიკური ადგილი კუნძულ ოკინავაზეა.

ზოგადად, იაპონიაში სიცოცხლისუნარიანობის მაღალი პროცენტული მაჩვენებელია, მაგრამ ამ კუნძულზე ხანგრძლივად მცხოვრები ადამიანების კონცენტრაცია ყოველგვარ ზღვარს აღემატება. დღეისათვის, იქ სიცოცხლის ხანგრძლივობა მამაკაცებში 88 წელია, ქალებში კი – 92. ოკინავას მცხოვრებთა ძირითადი საკვები თევზი, ზღვის პროდუქტები, ბოსტნეული და ხილია. კუნძულზე გავრცელებულია ფიზიკური დატვირთები და აღმოსავლური სასულიერო პრაქტიკა, მაგრამ არსებობს განსაკუთრებული მოვლენა, რომელიც განასხვავებს ამ ადგილს დანარჩენი იაპონიისაგან და მთლიანად მსოფლიოსგან. ადგილობრივები მას „იკიგაის“ უწოდებენ.

ერთხელ, იაპონიის ერთ–ერთ ქალაქში, ქალი კვდებოდა, რომელმაც გარკვეულ მომენტში იგრძნო, რომ მისი სული ტოვებდა სხეულს და მიემართებოდა წინაპრების სულებთან შესახვედრად. ვიღაცამ მას ხმამაღლა მიმართა:

– „ვინ ხარ შენ?

– „მე ქალაქის მერის ცოლი ვარ“ – უპასუხა ქალმა.

– „მე არ მიკითხავს, ვინ არის შენი ქმარი. მიპასუხე – შენ ვინ ხარ?“

– „მე ოთხი შვილის დედა ვარ. სკოლის მასწავლებელი ვარ“

– „განა, მე გკითხე რამდენი შვილი გყავს შენ, ან სად მუშაობ?“

და ასე გაგრძელდა მანამ, სანამ ქალმა არ უპასუხა:

-„მე ვარ ის, ვინც ყოველ დილით დგება იმისათვის, რათა დაეხმაროს საკუთარ ოჯახს და სკოლაში ბავშვებს ასწავლოს.“ ამის შემდეგ, ქალის სული კვლავ დაუბრუნდა სხეულს და ავადმყოფობამაც გაუარა. მან იპოვა თავისი „იკიგაი“.

რა არის „იკიგაი“?

საკმაოდ რთულია, გაიგო იაპონური „იკიგაის“ მნიშვნელობა. ზუსტად არ ითარგმნება, თუმცა დაახლოებით შეიძლება ასე გავშიფროთ – „ის რაც ცხოვრებას არსს აძლევს. ის, რაც გვაიძულებს, სიხარულით გავიღვიძოთ ყოველ დილას“.

იაპონელემბა შეძლეს, „იკიგაი“ მათი ფილოსოფიის ნაწილი გამხდარიყო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის არ არის გავრცელებული დასავლეთის ქვეყნებში. ჩვენ არაერთხელ შეგვხვედრია ამ ცნების მიმდევრები, განსაკუთრებით კი წარმატებულ ადამიანთა შორის.

„ჩვენ მოუთმენლად ველოდით დილას, რომ კვლავ შევდგომოდით მუშაობას.“ – უილბურ რაიტი (ადამიანი, რომელმაც თვითმრინავი გამოიგონა).

„ყოველ დილით ვიხედებოდი სარკეში და ვეკითხებოდი საკუთარ თავს: დღეს რომ ყოფილიყო სიცოცხლის ბოლო დღე, კვლავ მენდომებოდა იმის გაკეთება, რასაც ვაკეთებ? მრავალი დღის განმავლობაში, პასუხი უარყოფითი იყო. მე მივხდი, რომ რაღაც უნდა შემეცვალა.“ – სტივ ჯობსი (Apple-ის დამფუძნებელი).

–„პუჰ! ყოველ დილით, გაღვიძებისას, რას ეკითხები შენს თავს?“ – ჰკითხა პიტაჩოკმა.

– „რა გვაქვს საუზმეზე?“ – უპასუხა პუჰმა – „შენ რას ეკითხები?“

–მე ვამბობ: „საინტერესოა, დღეს რა მოხდება საინტერესო“ – უპასუხა პიტაჩოკმა.

პიტაჩოკი უბრალო გოჭია. შეიძლება, ის არცთუ ისე მნიშვნელოვანი პერსონაჟია, მაგრამ მისი ეს სიტყვები შეიცავს „იკიგაის“ განმარტებას. სწორედ ცხოვრების ინტერესი, სურვილი , დაუყოვნებლივ შეუდგე შენს საქმეს და საუკეთესოდ შეასრულო ის – სძენს ადამიანს საკუთარი მნიშვნელობის შეგრძნებას, კმაყოფილების გრძნობას და ცხოვრების აზრს. ადამიანს, ვისთვისაც ცნობილია საკუთარი „იკიგაი“, დეპრესია არასდროს დაემართება. ასეთი პიროვნებები ინარჩუნებენ ცხოვრებისადმი ოპტიმისტურ დამოკიდებულებას. ამიტომ იმ ადამიანისთვის, რომელსაც სურს ხანგრძლივი და გააზრებული ცხოვრებით იცხოვროს, მნიშვნელოვანია იპოვოს საკუთარი „იკიგაი“.

მაშ, როგორ ვიპოვოთ „იკიგაი“?

რაც უფრო ადრე დაიწყებთ „იკიგაის“ ძებნას, მით მალე შეიგრძნობთ ცხოვრებაში სიმშვიდესა და კმაყოფილებას. გთავაზობთ რამდენიმე კითხვას, რომელზე პასუხიც დაგეხმარებათ „იკიგაის“ პოვნაში:

–მიღწევები
რომელ მიღწევებს თვლით ყველაზე ფასეულად თქვენს ცხოვრებაში? აიღეთ ფურცელი და ჩამოწერეთ ის, რითიც ნამდვილად ამაყობთ. შესაძლოა, ეს მნიშვნელოვნად დაგეხმაროთ ძიებაში.

–ცოდნა
რაში მდგომარეობას თქვენი ცოდნა და შესაძლებლობები? რაში მიგაჩნიათ თქვენი თავი სპესციალისტად? რაზე საუბრობთ სიამოვნებით და რომელი ჟანრის ლიტერატურას კითხულობთ? თავისუფალ დროს რომელ საიტებს ეწვევით-ხოლმე?

–შეგრძნება
სამსახური, რომელ სფეროშიც თქვენ მუშაობთ, წარმოადგენს თუ არა გასაღებს წარმატებული კარიერისა? თუ გსურთ იპოვოთ ბედნიერება, მაშინ თქვენ უნდა დაკავდეთ იმით, რაც გიყვართ. თქვენს „იკიგაის“ ნაკლებად აწუხებს თქვენი საქმიანი წარმატებები, თუ ისინი გულითადი სიყვარული არ არის გამტკიცებული. პირველ რიგში, ამას უნდა მიაქციოთ ყურადღება.

–თვითშეფასება
როგორ წარმოგიდგენიათ საკუთარი თავი თქვენს ოცნებებში? სწორედ თვითშეფასება შეიძლება აღმოჩნდეს გასაღები, რომელიც დაგეხმარებათ ორიენტირებაში.

–პიროვნება
ერთნაირი ადამიანები არ არსებობენ და ყველა მათგანს განსხვავებული საქმე მოსწონს. იმ შემთხვევაში, თუ იცით თქვენი პიროვნების ტიპი, მიხვდებით, რატომ მოაქვს თქვენთვის ზოგ საქმიანობას დიდი სიამოვნება, ხოლო ზოგი – საერთოდაც არ გაღელვებთ.

ამ სტატიის დასრულება კი, იმ ადამიანის ციტატით გვსურს, რომელზეც სრულიად დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ არა მხოლოდ თავისი მოწოდება იპოვა, არამედ მთელი ცხოვრება მისდევდა მას.

„შენ უნდა მოძებნო ის, რაც გიყვარს. იპოვო საყვარელი საქმე, ეს ისევე მნიშვნელოვანია, როგორც საყვარელი ადამიანის პოვნა. სამსახური თქვენი ცხოვრების დიდ ნაწილს დაიკავებს და ერთადერთი გზა, მიიღო მისგან ნამდვილი სიამოვნება – ეს მისი უნაკლოდ შესრულებაა. ერთადერთი გზა კი, რათა უნაკლოდ შეასრულო შენი საქმე – ეს მისი სიყვარულია. თუ შენ ჯერ კიდევ არ გიპოვია შენი საყვარელი საქმიანობა, გააგრძელე ძიება და არ შეწყვიტო, სანამ არ იპოვი.“– სტივ ჯობსი.

გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply