პავლე მოციქული სიყვარულის შესახებ

6

კაცთა და ანგელოზთა ენებზეც რომ ვმეტყველებდე, სიყვარული თუ არა მაქვს, მხოლოდ მოჟღრიალე რვალი ვარ.

სხვა ყველაფერი რომ მქონდეს, ყველა საიდუმლოს რომ ვფლობდე და მქონდეს რწმენა ისეთი, რომ მთების დაძვრაც შემეძლოს, სიყვარული თუ არა მაქვს, არაფერი ვარ.

მთელი ჩემი ქონება რომ გავიღო გლახაკთათვის და დავძლიო ყველა ჩემი ხორციელი სურვილი, სიყვარული თუ არ მექნება, სარგებელი არაფერს აქვს.

სიყვარული მომთმენი და კეთილია. მას არ შურს და არც ქედმაღლობა და კვეხნა იზიდავს;

სიყვარული უხეში არაა და არც ეგოიზმთან ესაქმება რამე, ის არ მრისხანებს და არც ბოროტს იზრახავს.

სიყვარული სამართლიანია და მხოლოდ გულწრფელობასთან ერთად ჰპოვებს ბედნიერებას.

ის ყველაფერს ძლევს, იმედს არ კარგავს და არასოდეს ქრება.

სიყვარული არასდროს გაქრება, თუმცაღა წინასწარმეტყველებანი ჩაივლიან, ენები დადუმდებიან და ცოდნა თავის სარგებელს დაკარგავს.

სიყვარული სრულყოფილებაა და სადაც სრულყოფილებაა, იქ არასრულფასოვნება ქრება.

როდესაც ყრმა ვიყავი, ვსაუბრობდი, ვმსჯელობდი და ვფიქრობდი, როგორც ბავშვი, მაგრამ როცა ხანში შევედი, ზურგი ვაქციე ყოველივე ყრმობისდროინდელს.

და ახლა მხოლოდ სამი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ დამრჩა:

რწმენა, იმედი და სიყვარული და მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი სიყვარულია.

კორინთელთა მიმართ ეპისტოლე

გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Discussion6 კომენტარი

  1. აქ იმ სიყვარულზე არაა ლაპარაკი თქვენ რომ გგონიათ შვილლნო ჩემმნო. 🙂
    აქ რა და რის სიყვარულზეცაა ლაპარაკი ამ ეპოქაში ის უკვე კაი ხანია აღარავის ახსოვს.
    რა თქმა უნდა თქვენ ეგრევე ეს სიტყვები “ჯუმბერას და ზაურას” დაუპარალელეთ. რატომ?
    იმიტომ რომ უფალი ღმერთი აღარ გახსოვთ და სიტყვა სიყვარული თქვენთვის ყოველთვის
    ნიშნავს “დათოს ან თიკოს” ხომ გიყვარს “გიგი”? მაგრამ “მე” არც თუ ისე გევასები ხო?
    და შენ გგონია რომ პავლე მოციქულის ამ სიტყვების აზრს ოდნავ მაინც ჩაწვდი? აქ ლაპარაკი
    არ არის სხეულის ვნებისგან გამოწვეულ სიყვარულზე. აქ ლაპარაკია სულიერ სიყვარულზე,
    რომელსაც უნდა ვატარებდეთ სრულიად სამყაროს მიმართ. და არა კონკრეტული 1 შენი
    შეყვარებულის ან girl-boy friend-ის მიმართ. მაგრამ დღევანდელი ადამიანები მაინც ყველაფერს
    ამ ქვეყნიურ ვნებისგან წარმოშობილ სიყვარულს უკავშირებენ, რომლის ბოლოც სექსთან მიდის. 🙂
    მოკლედ დღევანდელ სულით ცარიელ ადამიანებს ბიბლიიდან სიყვარულის მოწოდებაც კი უკვე
    ხორციელ ვნებაში და მისგან გამოწვეულ სიყვარულში გვერევა, იმიტომ რომ ყოველგვარი
    სულიერი ცოდნისგან გაუცხოვებულებს მხოლოდ სხეულის ენაღა გვესმის. 🙂

  2. ვახო, ყველას მაგივრად რატომ საუბრობთ, და რატომ გგონიათ, რომ მხოლოდ თქვენ ჩაწვდით ამ სიტყვებს? ჩაწვდით? იქნებ თქვენც ცდებით და პარალელურად სხვას კიცხავთ. დაფიქრდით.

  3. კარგი იქნება ქართველი ხალხი ხშირად თუ გადახედავს ამ წიგნს, იმდენად გახშირდა სტანდარტული მსახურებები ეკლესიაში და წმინდანების სწავლებანი რომ ყველაზე დიდი და ურყევი საფუძველი ავიწყდება ადამიანს – ბიბლია

    გამოცხადება 1:3
    ”ნეტარია წამკითხველი და მსმენელი ამ წინასწარმეტყველების სიტყვისა და მასში დაწერილის დამცველი, რადგან ახლოა ჟამი. ”

Leave A Reply