სიყვარული თუ აკვიატებული გრძნობა

0

-“რომ შემიყვარდე?„

-“არ შეგიყვარდები ! შემომხედე მე,მერე შეხედე შენს თავს და ბოლოს გაიხედე გვერდზე„

-“ყველაზე ღრმად ჩავიხედე შენში და არ გამიკვირდება,ერთ დღესაც თუ აღმოვაჩენ რომ შენ ჩემი ხარ„

ერთი შეხედვით სენტიმენტალური დიალოგი ,მაგრამ ამავ დროულად რეალური ,არა ემოციიდან არამედ გონებიდან წამოსული სიტყვები.

სიყვარული ,სულის სილამაზეს,რომ ეძახიან ეს უფრო გავს ემოციურ გადაწყვეტილებას. საკამათოდ მეჩვენება აზრი,რომ მთავარი სულია და არა სხეული.რა თქმა უნდა სული სუფთა,ლამაზი და ჰაეროვანი უნდა იყოს,მაგრამ შეუძლებელია,პიველი დანახვისას მოგხიბლოს სულმა,რომელსაც არც კი მიახლოებულხარ,მაგრამ ასევე შუძლებელია,მოგხიბლოს სხეულმა,რომლის სულიც იმდენად უინტერესოა,რომ მიახლოებაც არ გინდება.

განცდა, რომელსაც ვერავინ ახსნას ვერ უძებნის და რომელზეც გენიოსები ამბობდნენ:“გრძნობა რომელსაც ყველაზე დიდი ფილოსოფოსიც ვერ ახსნის და გრძნობა რომესაც ყველაზე დიდი ბრიყვიც კი განიცდის სიყვარული ჰქვია„
ალბათ ყველა სყვარული ლამაზია,“ყველა„-ს იმიტომ ვმბობ,რომ სიყვარული განსხვავებული მგონია,ასაკის მიხედვით .რა თქმა უნდა ბაღის და სკოლის ასაკში დაწყებული სიყვარული უმეტეს შემთხვევაში, გატაცებაა ხოლმე და ეს ის განცდაა,ყველაზე ლამაზ მოგონებად,რომ გამახსოვრდება და ფიქრობ რა სულელი ბავშვი იყავი.

ასაკის მატებასთან ერთად სიყვარულის ხასიათიც იცვლება და სერიოზულ სახეს ღებულობს,მაგრამ ხანდახან,როცა ასაკი გვატყუებს და თითქოს უკვე ზრდასრულები,რაღაც აღფრთოვანებას მიცემულები,ავიკვიატებთ ადამიანს,რომელიც უბრალოდ შეიძლება კარგი ადამიანია, ნებით თუ უნებლიეთ,ვაიძულებთ ჩვენს თავს,დავარქვათ ამას სიყვარული.

ეს უფრო ფსიქიოლოგია და ქვეცნობიერია. ეს შეიძლება იყოს ნაკლები სითბოს ან უბრალოდ ყურადგებიანი ადამინების ნაკლებობით გამოწვეული . მოიხიბლო ადამიანით და უბრალოდ მასთან საუბრის ,შეხვდერის სურვილი გქონდეს,სულაც არ ნიშნავს,რომ ეს სიყვარულია.სიყვარული რომელიც ალბათ ყოველ წელს მოდის,რადგან ნაცნობობის მატებასტან ერთად,ყოველთვის გამოჩნდება,ის ვინც შენს ყურადღებას რაღაც განსაკუთრებულით მიიქცევს და იმის მაგივრად,რომ შეძლო ამ ადამიანში შეღწევა და მეტის გაგება,ასე აღფრთოვანებული აჯერებ შენს თავს,რომ მისნაირები არ არსებობენ და ეს ის ერთადერთია .ემოცია,რომელსაც აყევი და გრძნობა რომელიც,შეიძლებოდა ყოფილიყო სიყვარული,

ეხლა თქვენი აკვიატებაა და ამ ამოჩემების გამო,მოქცეული ემოციებში და ეიფორიაში მყოფნი,არ აცდით თქვენს თავს,განთავისუფლდეს ყველაფრისგან და იფიქროს იმაზე,არის ეს “ის„ ერთადერთი,თქვენ რომ გჭირდებათ. ვიცი,ეხლა ყველა ვინც ამ ეიფორიაშია მოქცეული,აუცილებლად მეტყოდა იმ აკვიატებულ ადამიანზე,რომ ის სულ სხვაა და დარწმუნებულია თავის თავში.მე თქვენ არ გეკამათებით ,გამიგია რომ სიყვარული გიჟია და გიჟებს ჭკუა არ მოეკითხებათ.მაგრამ იქნებ გერჩივნათ,ჯერ მის სულს შეხებოდით,უფრო ღრმად გაგეცნოთ და შემდგომ მოხიბვლას რომ გულის აჩქარებაც დაემატებოდა,გეთქვათ მორცხვად რომ თქვენ შეყვარებული ხართ.

მე არ მოვიყვან მაგალითად შექსპირს და არ ვილაპარაკებ გალაკტიონის მერიზე,ეს ის სიყვარული იყო ჩვენს საუკუნეში რომ გაუფასურდა.აქვე ავღნიშნავ უკვე გაღიზიანებული მკითხველისთვის,რომ მე ბოროტი არ ვარ ,უბრალოდ შეყვარებული არ ვყიფილვარ . (აი თქვენ მიზეზიც,ჩემი ბოდვის).მაგრამ ხშირად ვარ აღფრთოვანებული ადამიანებით, რომლებიც დღესაც ჩემს გვერდით არიან,რადგან იმ აღტაცებას არ ავყევი,რომლსაც გვიან აღმოვაჩენდი,რომ რამაც მე მასში მომხიბლა,აღარ მხიბლავს,რადგან გადავწყვიტე რომ შეყვარებული ვარ და ჩემს თავში მისი დამკვიდრების დროს,ვერ მოვასწარი მისი ღრმად გაცნობა.

და მაინც სიყვარულმა მგონია რომ ასაკი იცის,ასაკი როცა უბრალოდ თვალებს გაახელ და იცი რომ გიყვარს და ეს არ არის წამიერი სურვილი ან გატაცება,ეს ის ასაკია ჩამოყალიბებული და თავდაჯერებული ხვდები რომ ადამიანი ვისაც საათობით შეგიძლია უსმინო შენია და არა 18 წლის ასაკში აღმოჩენილი გრძნობა დღეს რომ მუცელში პეპლებს ეძახიან.

და თუ სიყვარულს განმარტვა სჭირდება,არც ეს მეჩვენება რთულ ამოცანად.
სიყვარული ემოციებია,რომელსაც ვერ ჩამოვთვლით და ამ ერთი სიტყვით შემოვიფარგლებით.

ეს უფრო შეჩვევა, სიახლოვე,მონატრება,სურვილი,ვნება,ლტოლვა გულის ცემა და პულსის რითმები

აკვიატება?-მუცელში პეპლები…

გამომგზავნი/ავტორი: ეკატერინა გელაშვილი

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply