სიყვარული ბედნიერებაა

0

როცა ფიქრობ, რომ ყველაფერი დასრულდა, სწორედ მაშინ ხვდები, რომ თურმე ეს დასასრული არის, საწყისი იმ ბედნიერებისა, რომელსაც დასასრული არ აქვს. უსასრულოა ის რაც უკვდავია, მას ხელს ვერ შეახებ, უხილავია, თუმცა მრავლისმომცველი და რა არის ყოველივე ეს თუ არა სიყვარული.

ლაღი გრძნობა – ეს ხომ სულის ზეიმია მეორე სულთან. ბედნიერებაა, როდესაც ამ გრძნობის მეწილე ხდები, გულს აგითრთოლებს ნაზი ზმანება და მის წიაღში გადაეშვები. სულში შეგიძვრება და გასაქანს არ მოგცემს არა გზის.

სიყვარულია – თუ გრძნობ, რომ სიკეთე ისადგურებს შენში,სიყვარულია – როდესაც თავად ღმერთს გრძნობ შენში. არ გაინტერესებს მასა, მოგწონს სიგიჟე და შენს გარშემო მყოფებს ვერ ამჩნევ. მაგრამ სიყვარული რა იქნებოდა, რომ არ ახლდეს ტანჯვა, ის დაკარგავდა ღირებულებას, გახდებოდა რიგითი სიხარული, მაშინ როცა სიყვარული სულზე უტკბესია.

ზოგჯერ ბედის უკუღმართობა გრძნობებს გათელავს, მარტოსულს გაგხდის, დაგაუძლურებს და გაგრძნობინებს სიყვარულის მწარე განსაცდელს. დამიჯერეთ, რომ უძლურება დროებითია. სიყვარული ისევ შემოვა თქვენში, მთავარია გაუფრთხილდეთ და არ დაკარგოთ უკვდავების საგანძური. აგრძნობინეთ სულს სიყვარულის სათნოება და გიყვარდეთ მუდამ!!! სიყვარული ბედნიერებაა!

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

Leave A Reply