სიყვარულის ათი საიდუმლო

0

1.ფიქრის ძალა
-სიყვარული იწყება აზრებით.
-ჩვენ ისეთები ვიქნებით, როგორებადაც წარმოვიდგენთ საკუთარ თავს.სიყვარულით სავსე ფიქრები, ქმნიან სიყვარულით სავსე ცხოვრებასა და ურთიერთობებს.

2.პატივისცემის ძალა
-სანამ ვინმეს შეიყვარებთ,ისწავლეთ მისი პატივისცემა.
-პირველ რიგში,პატივი ეცით საკუთარ თავს.

3.მიძღვნის ძალა
-სანამ სიყვარულს მიიღებთ,უბრალოდ გაეცით ის! რაც უფრო მეტ სიყვარულს გასცემთ, მით უფრო მეტს მიიღებთ.
-გიყვარდეს, ეს ნიშნავს -აჩუქო შენი ნაწილი, საფასურისა და დაპირებების გარეშე.
-სიყვარულის საიდუმლო ფორმულა მდგომარეობს შემდეგში- ყურადღება უნდა მივაქციოთ არა იმას,თუ რას ვიღებთ ჩვენი გრძნობის სანაცვლოდ, არამედ იმას, თუ რას გავცემთ მის გასაძლიერებლად.

4.მეგობრობის ძალა
-ნამდვილი სიყვარულის მოსაპოვებლად,საჭიროა ნამდვილი მეგობრის შეძენა.
-გიყვარდეს,ნიშნავს ერთად უყურებდეთ სამყაროს,ერთი და იმავე მიმართულებით.

5.შეხების ძალა
სწორედ შეხება ანგრევს ბარიერებს და აძლიერებს ურთიერთგაგებას სიყავრულში.
-შეხება ცვლის ფიზიკურ და ემოციურ მდგომარეობას,ადამიანებს კი, უფრო მგრძნობიარეებს ხდის.
-შეხება დაგვეხმარება სხეულისა და გულის გათბობაში.

6.თავისუფლების ძალა
-გაუშვით თქვენი საყვარელი ადამიანი, გაათავისუფლეთ ის. თუ დაგიბრუნდებათ -თქვენია, ხოლო, თუ არა,მას არასოდეს ყვარებიხართ.
-ჭეშმარიტ სიყვარულშიც კი, ადამიანებს სჭირდებათ საკუთარი სივრცე.
-სანამ ვინმეს შეიყვარებ, ისწავლე პატიება და გათავისუფლდი წარსულის წყენების,დარდისა და შიშებისაგან.

7.ურთიერთობის ძალა
-როდესაც ღიად და გულწრფელად ვურთიერთობთ,სიცოცხლე იცვლება.
-სიყვარული-ურთიერთობაა.
-აგრძნობინეთ ადამიანებს,რომ გიყვართ და აფასებთ.
-არასოდეს შეგეშინდეთ ამ სამი ჯადოსნური სიტყვის წარმოთქმის- „ მე შენ მიყვარხარ „.
-არასოდეს გამოტოვოთ ვინმეს შექების შესაძლებლობა.
-ყოველთვის დაიტოვეთ სასიყვარულო სიტყვები მათთვის, ვინც გიყვართ,-შესაძლოა,თქვენ უკნასკნელად ხედავთ ერთმანეთს.

8.ერთგულების ძალა
ერთგულება, ფიქრებსა და ქმედებებში აისახება.
-პატიოსნება და ერთგულება-სიყვარულის საუკეთესო გამოცდაა.
-სწორედ ერთგულება განასხვავებს ნამდვილ სიყვარულს უბრალო გატაცებისგან.

9.გრძნობების გამოხატვის ძალა
-გრძნობები აძლიერებენ სიყვარულის ცეცხლს და არ აძლევენ მას
ჩაქრობის უფლებას.
-სპონტანურობა და სიურპრიზები, წარმოშობენ საპასუხო გრძნობებს.

10.ნდობის ძალა
– სიყვარულში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ნდობა . მის გარეშე,ადამიანებიეჭვიანები და სახიფათოები ხდებიან, თავი ხაფანგში ჰგონიათ, რომელშიცსუნთქვის უფლება წაართვეს.
-ნდობის გარეშე, ჭეშმარიტი სიყვარულით ვერავის შეიყვარებ.
-იმის გასარკვევად, არის თუ არა თქვენი რჩეული სწორედ თქვენი შესაფერისი,ჰკითხეთ საკუთარ თავს :“ ვენდობი თუ არა მას თვალდახუჭული ?“.

გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply